რეზერვი
რეზერვისტების გაწვევის განახლებიდან სამი კვირის შემდეგ თავდაცვის
სამინისტრომ განაცხადა, როგორ აპირებს რეზერვის ახალი სისტემის
ამუშავებას...
2008 წლის აგვისტოს ომიდან ორი წლის შემდეგ,
3 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტრომ განაახლა რეზერვისტების გამოძახება.
თუმცა ეს პროცესი ნაწილობრივ საიდუმლოდ წარიმართა და მას წინ არ უძღოდა
თავდაცვის მინისტრის შესაბამისი არასაიდუმლო ბრძანება, ისევე, როგორც
დღემდე გაურკვეველი რჩებოდა როგორც მთლიანად გვარდიის შემდგომი ბედი, ისე
გვარდიის სარდლობის შესაძლო პრეტენდენტი.
ღარ გადაეფარება...
5 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციის - "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის
უფლებებისთვის" - ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ გაავრცელა ინფორმაცია,
რომ ვაზიანში დისლოცირებული მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში თხუთმეტ
სამხედროს სცემეს, მათ შორის - ჩოჩელსა და ნადირაძეს, ხოლო
შეურაცხყოფილმა სერჟანტმა კიკნაძემ ცემის შემდეგ ვენები გადაიჭრა.
ნანა
კაკაბაძემ ეს ინფორმაცია თავად სამხედროებისაგან მოკლეტექსტური
შეტყობინებით მიიღო, სადაც ნათქვამი იყო, რომ 4 ნოემბრის საღამოს შვიდი
საათიდან 5 ნოემბრის დილის ხუთ საათამდე ეს სამხედროები გარეთ, სიცივეში
ჰყავდათ და სცემდნენ. სავარაუდოდ, 42-ე ბატალიონის ასეულ "ალფას"
სამხედროებს ასე იარაღის დაკარგვის გამო მოექცნენ.
ააქტიურების პარალელურად მოხდეს”
შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განცხადებით, ისინი რამდენიმე წლის
განმავლობაში ახორციელებდნენ მასშტაბურ სპეცოპერაციას "ენვერის"
სახელწოდებით, რომელიც გულისხმობდა ორმაგი აგენტის ჩანერგვას რუსეთის
ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის მთავარი სადაზვერვო
სამმართველოს - ГРУ-ს მიერ საქართველოში შექმნილ ერთ-ერთ ჯაშუშურ ქსელში.
მალე თავდაცვის სამინისტრო იარაღს უწყებების დონეზე დადებული
ხელშეკრულებით შეიძენს საზღვარგარეთ. რამდენად შესაძლებელი იქნება ამ
გარიგებების გაკონტროლება?
დღეს თითქმის წარმოუდგენელი ჩანს ისრაელის მიერ საქართველოსთვის
"მერკავების" მიყიდვა, თუმცა აგვისტოს ომის წინ ქართველი ტანკისტები მათ
დეტალურად ეცნობოდნენ
მეხი სამხედროები დაიღუპნენ
20 ნოემბერს, გამთენიისას, ყარაბაღში სერიოზული ინციდენტი მოხდა.
თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის წარმომადგენელმა
გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ფრონტის ხაზის სიახლოვეს,
ერთ-ერთ სომხურ სამხედრო ნაწილში სროლების შედეგად დაიღუპნენ და დაიჭრნენ
სამხედრო მოსამსახურეები.
ააშიშვლა"
არც ერთი დღე სკანდალური სენსაციის გარეშე - WikiLeaks-მა მსოფლიო
პოლიტიკა კრახის წინაშე დააყენა
ინტერნეტსაიტ WikiLeaks-ზე
დადებული ახალი დოკუმენტების პაკეტი კიდევ ერთი უდიდესი დარტყმა გახდა
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ხელისუფალთათვის. 23 ოქტომბერს ამ საიტზე
ერაყის ომთან დაკავშირებით 400 ათასზე მეტი დოკუმენტი დაიდო, რაც ძირითად
თავსატეხად აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებისთვის იქცა, თუმცა ბოლო
დღეებში საიტზე გამოქვეყნებულმა 252 ათასამდე დოკუმენტმა მართლაც
შეაზანზარა მსოფლიო.
ლი ომის მოლოდინში
კორეაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყება და მასში აშშ-ის ჩარევა
მსოფლიოში დიდ კატაკლიზმებს გამოიწვევს
23 ნოემბერს ჩრდილო
კორეამ საარტილერიო ცეცხლი გახსნა ყვითელ ზღვაში მდებარე სამხრეთ კორეის
კუნძულ ენპჰენდოს მიმართულებით. საარტილერიო დაბომბვას სამხრეთ კორეის ორი
სამხედრო მოსამსახურის და ორი სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა.
სამხრეთკორეელებმაც გახსნეს საპასუხო საარტილერიო ცეცხლი, თუმცა მისი
შედეგი უცნობი დარჩა.
სანამ აშშ-ის პირველმა ლედიმ გერმანულ ჰოსპიტალში არ მოინახულა
დაჭრილი ქართველი სამხედროები, მანამდე თავდაცვის სამინისტრომ არ გაამხილა
ავღანეთში დაჭრილთა ზუსტი რაოდენობა...
"თუკი აფეთქებების სერია გაგრძელდა, პანიკის საფუძველი გაიზრდება. ამიტომ
სამართალდამცავებს მოუწევთ, ძალ-ღონე არ დაიშურონ, რათა ასეთი და უარესი
აფეთქებებისაგან დაიცვან მოსახლეობა," - ასე ვამთავრებდით სტატიას "კვირის
პალიტრის" 25 ოქტომბრის ნომერში, რომელშიც გაანალიზებული იყო ის სამი
უმსხვერპლო აფეთქება (კიდევ ორჯერ ასაფეთქებელმა მოწყობილობებმა არ
იმოქმედა), რომლებიც საქართველოში 22 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით
მოხდა.