მოსახლეობა 301 მილიონი. სამხედრო ბიუჯეტი 695 მილიარდი დოლარი. (2008).
რეგულარული არმია 1,498 000. კომპლექტაცია: ნებაყოფლობითი. ორგანიზებული
რეზერვი შედგება ნაციონალური გვარდიისაგან – 460,000. და ყოფილი სამხედრო
მოსამსახურეებისაგან – 1 082,000 ., ასევე სანაპიროს დაცვის რეზერვი
-8,100.მეორე რიგის რეზერვი -21,500. გასამხედროებული ფორმირებები
(სამოქალაქო ავიაციის საპატრულო ძალები) 53 000.
CV90 AMOS აერთიანებს CV90 სავალ
ნაწილს და სწრაფმსროლელი ნაღმტყორცნის AMOS გუმბათს.120-მმ იანი AMOS
წარმოადგენს ფირმების Hagglunds და Patria -ს თანამშრომლობის შედეგს. CV90
AMOS გამოცდებისას აჩვენა უმაღლესი შედეგი სწრაფსროლისა და მიზნის
დაზიანების მიმართულებით. AMOS შეუძლია მიზნის დაზიანება 10 კმ -ის
მანძილზე სტანდარტული ნაღმებით unguided ან დამატებითი საბრძოლო მარაგით
მაგალითად STRIX-ის ჭურვებით.
პენტაგონი სამხედრო ყველნგანმავალ humvee-
ისთვის კიდევ ერთი უნარის მინიჭებას ესწრაფვის და მზადაა, 40 მლნ
დოლარი გაიღოს, თუკი მასცაში აფრენილს იხილავს. ამ მიზნით სააგენტო DARPA-მ
ორი კომპანია უკვე შეარჩია, რომლებიც მფრინავი ყველგანმავლის შექმნაში
მონაწილეობასმიიღებენ.მოდელ Transformer tx- ზე მომუშავე
კომპანიები Lockheed Martin – და AAI Corp- არიან.
ცნობილია, რომ მათი შექმნილი მოდელი მთლიანად ავტომატიზირებული იქნება და 4
ადამიანს დაიტევს. ის გზაზე ჩვეულებრივი ავტომობილის დარად გადაადგილდება,
მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ვერტიკალურ აფრენასა და დაშვებასაც
განახორციელებს.
152-მმ-იანი თვითმავალი ქვემეხი 2С19, ასევე ცნობილია როგორც”Мста-С”.
"Мста-С”-თი თავიდან იგეგმებოდა თითქმის დაუცველი თვითმავალი ქვემეხის
2С5-ის ჩანაცვლება,მაგრამ ამაზე უარი თქვეს საბჭოთა კავშირის დაშლის გამო
,მაგრამ ქარხანა "Уралтяжмаш” -ი აგრძელებდა მათ წარმოებას და მათი დიდი
ნაწილი გათვლილი იყო ექსპორტზე გასაგზავნად.2С19-ები ფართოდ რეკლამირდება
ახლო აღმოსავლეთისა და სხვადასხვა რეგიონებში. "Мста-С”-ის სერიული
წარმოება დაიწყო 1989 წელს.
ძირითადი მწარმოებელი: რუსეთი
დასახელება: 2С19 МСТА-С
ტიპი: საარტილერიო სისტემა
შეიარაღებაში მიღების წელი: 1989
LAV III Kodiak
წარმოადგენს შვეიცარიული ჯავშანტრანსპორტიორის MOWAG Piranha III
მოდერნიზაციას,რომელიც იწარმოება ლიცენზიით კანადაში. კანადის შეიარაღებული
ძალებისათვის სულ დამზადდა 650 ცალი ჯავშანტრანსპორტიორი.ამის გარდა
შეკვეთით დამზადდა ავსტრალიის არმიისათვის (150 ც.) და ახალი
ზელანდიისათვის (105 ც.), ნიშნულით ASLAV-25.შეიარაღებაში მიიღეს 1999
წელს.
LAV III Kodiak
LAV III Kodiak გრაფიკული სქემა
LAV III Kodiak
კანადა
ეკიპაჟი
3
დესანტი
8
ძირითადი პარამეტრები
სიგრძე,მმ
6934
სიმაღლე,მმ
2800
სიგანე,მმ
2667
წონა,კგ
16329
ტექნიკური პარამეტრები
ძრავის სიმძლავრე,ც/ძ
350
მაქსიმალური სიჩქარე,კმ/ს
99.7
სვლის მარაგი,კმ
500
მოდიფიკაციები
ჯავშანტრანსპორტიორი
ჯავშანტრანსპორტიორი
საკომანდო პუნქტი
საკომანდო პუნქტი
სანიტარული
სანიტარული
ტანკსაწინააღმდეგო
ტანკსაწინააღმდეგო
შეიარაღება
ქვემეხი
25-მმ ქვემეხი М242
«ბუშმაისტერი»
ტყვიამფრქვევი
7,62-მმ შეწყვილებული
ტყვიამფრქვევი М240С
ტყვიამფრქვევი
5,56-მმ ტურელური ტყვიამფრქვევი М249
ჯავშნის გამძლეობა
30-მმ და 23-მმ ჭურვები , 14,5-მმ
და12,7-მმ ტყვიები
" რუს რაინდებს" "კობრას"
შესრულება აუკრძალეს.
რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების მთავარსარდალმა
"რუსი რაინდების" მფრინავებს უმაღლესი პილოტაჟის ფიგურის__ "კობრას"
შესრულება აუკრძალეს. საპილოტაჟე ჯგუფის მეთაურის გვარდიის პოდპოლკოვნიკ
ანდრეი ალექსეევის თქმით, აკრძალვის მიზეზი მოძველებული ავიაპარკია. "ჩვენი
თვითმფრინავები, რბილად რომ ვთქვათ, უკვე 20 წელია, დიდი დატვირთვით
დაფრინავენ და პარამეტრები დარღვეულია. ფიგურა "კობრას" შესრულებას კი
გეომეტრიულად უნაკლო თვითმფრინავი სჭირდება". ალექსეევმა ასევე
განმარტა, რომ ფიგურა "კობრას" შესრულებამდე აუცილებელია, მფრინავებმა ჯერ
კონკრეტულ თვითმფრინავზე საცდელი ფრენები შეასრულონ: "ეს ექსკლუზივია,
რომელსაც ავიასალონებზე ერთეულები წარმოადგენენ და მას კონკრეტული ადამიანი
კონკრეტულ თვითმფრინავზე ასრულებს". რუსი პოდპოლკოვნიკი ირწმუნება, რომ
"კობრას" შესრულება, სპეციალური მომზადების შემდეგ ნებისმიერ მფრინავს
შეუძლია. "კობრა" მაღალი პილოტაჟის ურთულესი ფიგურაა და ის პირველად
გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს სსრკ-ის დამსახურებულმა მფრინავმა
იგორ ვოლკმა Cy-27-ზე, საგამოცდო ფრენისას შეასრულა.
ბრიტანელი მეომრები სნაიპერის
აღმომჩენი სისტემით აღიჭურვებიან.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ
ოპერატიული საჭიროების ფარგლებში გადასატანი დეტექტორის Boomerang
Warrior-X-ის საველე პირობებში სასწრაფო გამოცდის ბრძანება გასცა. შედეგად,
სამხედრო სფეროში პირველად, მეომრები კომპაქტურ ინდივიდუალურ ხელსაწყოს
მიიღებენ, რომელიც მათ ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის შენიღბული მსროლელის
აღმოჩენის საშუალებას მისცემს. ბრიტანელმა სამხედროებმა არჩევანი
კორპორაცია Raytheon-ის წარმოებულ სისტემა Boomerang Warrior-X-ზე
შემთხვევით არ შეაჩერეს. ის ყველაზე მეტად შეესაბამება მათ მოთხოვნებსა და
ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას. თანაც, წინასწარმა ცდებმა აჩვენა, რომ ეს
სისტემა მხოლოდ 100-დან 1 შემთხვევაში ცდება, ზებგერითი საბრძოლო
საშუალებებიდან კი 95%-ს ამოიცნობს. გასაგებად რომ ვთქვათ, Boomerang-ი
გამოსროლილ ტყვიას ზებგერითი ტალღით აფიქსირებს და მოწინააღმდეგის საცეცხლე
წერტილს მყისიერად ადგენს და მიანიშნებს. ამრიგად, სისტემის
ოპერატორისთვის სნაიპერის ადგილმდებარეობა მანამდე ხდება ცნობილი, სანამ ეს
უკანასკნელი პოზიციის შეცვლას მოასწრებს. Boomerang Warrior-X-ი
კომპაქტური სისტემაა,რომელიც მეომრის სტანდარტულ ტაქტიკურ ჟილეტზე
თავსდება. ის არცთუ მძიმეა - სულ რაღაც 311 გრამს იწონის. ჩართულ
მდგომარეობაში სისტემა მფრინავი ტყვიის აღმოჩენისთანავე ხმოვან სიგნალს
იძლევა და თან ასანთის კოლოფისოდენა დისპლეიზე მსროლელის ადგილმდებარეობაზე
ინფორმაციას წარმოადგენს. ყველაფერთან ერთად, მეომრების სისტემებთან
კავშირის წყალობით, ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობაზე მუდმივად
ინფორმირებულია ქვედანაყოფის მეთაური, რომელიც შემდეგ მეტოქის პოზიციებისა
და საცეცხლე წერტილების კოორდინატებს მის ხელთ არსებულ რუკაზე იოლად
ადგენს.
ბრიტანელებმა ამერიკელებს
Humvee-ის შემცვლელი შესთავაზეს.
ბრიტანულმა კომპანია BAE Systems-მა აშშ-ის არმიის
გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც არსებული ჯავშანმანქანა Humvee-ის
შემცვლელის__ JLTV-ს შექმნას Cემსახურება, ავტომობილის თავისი ვარიანტი
წარმოადგინა. ბრიტანელთა მომავლის ჯავშანმანქანა Valanx-ის პროტოტიპის
დემონსტრირება ავსტრალიაში "2010 წლის შეიარაღების სახმელეთო სისტემების
გამოფენაზე" შედგა. მისი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ცნობები
ჯერჯერობით არ ვრცელდება. ცნობილია, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალების
მიერ ჯავშანმანქანის შექმნაზე გამოცხადებულ ტენდერში სამი კომპანია: BAE
Systems-ი, General Tactical-ი და Vehicles Lockheed Martin-ი
მონაწილეობს. ამერიკელ სამხედროთა მოთხოვნით, ავტომობილი ორი ტიპის (მძიმე
და მსუბუქი) ჯავშნით იქნება დაცული, საწვავის მარაგი 480 კმ-ზეა გათვლილი
და არანაკლებ 70 კმ/სთ-ში სიჩქარე ინდა განავითაროს. ამასთან, JLTV-ი
გადაადგილების უნარს ძრავას გაგრილების სისტემისა თუ ორი საბურავის
დაზიანების შემთხვევაშიც უნდა ინარჩუნებდეს. გათვალისწინებული უნდა იყოს
ჯავშანავტომობილის თვითმფრინავით C-130 Hercules-ით და შვეულმფრენებით
(CH-47, CH-57 და VH-47) ტრანსპორტირებისა და შემდეგ დესანტირების
შესაძლებლობა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ამერიკელი სამხედროები
50-60 ათას ჯავშანმანქანას შეუკვეთენ. კონტრაქტის ღირებულება კი დაახლოებით
20 მილიარდი დოლარია.