მთავარი » სტატიები » Мои статьи

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 115
ნაჩვენებია მასალა: 21-30
გვერდები: « 1 2 3 4 5 ... 11 12 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით
ნი... ბეწვზე გადარჩენილნი... აგვისტოს შუა რიცხვებში ქართული ავიაცია დიდ ტრაგედიას გადაურჩა. ღვთის შემწეობა რომ არა, თავდაცვის სამინისტრო დაკარგავდა მორიგ შვეულმფრენს, და კიდევ უარესი - ხალხი დაიღუპებოდა.

როგორც "კვირის პალიტრისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, თბილისისკენ მომავალი თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი МИ-8МТВ ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი მცხეთის რაიონში ელექტროგადამცემ ხაზებს წამოედო.
Мои статьи | ნანახია: 770 | დაამატა: misho1997 | თარიღი: 2011-01-14 | კომენტარი (0)

ლპები ორფოლოზე საარტილერიო ზალპები ორფოლოზე ყველაზე მობილურმა ქართულმა საარტილერიო ბრიგადამ ორფოლოს პოლიგონზე სწავლებები დაიწყო

ახალციხესთან, ორფოლოს პოლიგონზე ისევ გამაყრუებელი აფეთქებების ხმა ისმის. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად ჯერჯერობით ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს, ადგილობრივ მოსახლეობას დავაწყნარებთ - ორფოლოში ერთთვიანი სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე საარტილერიო ბრიგადამ დაიწყო.
Мои статьи | ნანახია: 786 | დაამატა: misho1997 | თარიღი: 2011-01-14 | კომენტარი (0)

00-ები ოკუპირებულ ცხინვალთან? შემოიტანეს C-300-ები ოკუპირებულ ცხინვალთან? რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა 2008 წლის აგვისტოს ომიდან ერთ თვეში რომ შეიტანა, ეტყობა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ორი წელი ბაიბურში არ იყვნენ, რადგან ოფიციალურმა თბილისმა მაშინღა დაიწყო პროტესტის გამოხატვა, როდესაც ეს ფაქტი თავად რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდალმა დაადასტურა.
Мои статьи | ნანახია: 689 | დაამატა: misho1997 | თარიღი: 2011-01-14 | კომენტარი (0)

პრეზიდენტი ჰაერში... ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა გასულ კვირას ექსკლუზიური ვიდეოკადრები გაავრცელა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ მართავს ერთძრავიან თვითმფრინავს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
საერთოდ, ამ 100 წლის განმავლობაში, რაც ადამიანმა საფრენი აპარატი გამოიგონა, მფრინავის პროფესიას დაუფლებული არაერთი პრეზიდენტის სახელი ვიცით, მაგრამ უფრო ხშირად ისინი ჯერ მფრინავები იყვნენ, გმირულად იბრძოდნენ და მერე ირჩევდა ხალხი პრეზიდენტად.
Мои статьи | ნანახია: 935 | დაამატა: misho1997 | თარიღი: 2011-01-14 | კომენტარი (0)

არაღის გარეშე ებრაული იარაღის გარეშე ორიოდე კვირის წინ ისრაელის პრესაში დაიბეჭდა ისრაელის საგარეო საქმეთა მაღალჩინოსნის ერთი პატარა განცხადება, რომელიც მაშინვე აიტაცა რუსეთის მასმედიამ. მაღალჩინოსანი ამბობდა, - საქართველოს ხელისუფლებას ებრაული წარმოების შეიარაღების შესყიდვების განახლების იმედი არ უნდა ჰქონდესო.

ეს ციტატა რუსეთის მასმედიის გამონაგონადაც შეიძლება ჩაგვეთვალა, რომ არა ისრაელის თავდაცვის მინისტრ ეჰუდ ბარაკის ოფიციალური სტუმრობა მოსკოვში, სადაც თავის რუს კოლეგასთან ერთად ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ისრაელისა და რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ.
Мои статьи | ნანახია: 725 | დაამატა: misho1997 | თარიღი: 2011-01-14 | კომენტარი (0)

უპული... სხვის ომში დაღუპული... 21-წლიანი პაუზის შემდეგ ავღანეთში ქართველი სამხედრო დაიღუპა

მოხდა ის, რაც ალბათ გარდაუვალი იყო - ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი დაიღუპა...

საბრძოლო შეტაკების სრული სურათი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არაოფიციალური წყაროების მტკიცებით, საბრძოლო ოპერაციის განხორციელებისას, 5 სექტემბრის დილას, ჰილმენდის პროვინციაში, ერთ-ერთი ყიშლაღის გაწმენდის დროს, ქართველ ლეიტენანტს ყელში სნაიპერის ტყვია მოხვდა. ლეიტენანტ შუკვანის გადასარჩენად დაძრული ქართული ჯგუფი კი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აფეთქების არეალში მოხვდა. მძიმედ დაიჭრა ამავე ბატალიონის კაპრალი ალექსანდრე გითოლენდია. მან ორივე ფეხი დაკარგა. ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
Мои статьи | ნანახია: 823 | დაამატა: misho1997 | თარიღი: 2011-01-14 | კომენტარი (0)

პატარა მსხვერპლნი... დიდი პოლიტიკის პატარა მსხვერპლნი... უბლოკავენ თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონი ამერიკულ სამხედრო ფირმებს საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდებას?

დასავლურ მასმედიაში გამოქვეყნდა არაერთი საინტერესო სტატია, რომლებშიც განხილულია საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა, მათ შორის ის საკითხიც, თუ როგორ შეიცვალა დასავლეთის დამოკიდებულება ოფიციალური თბილისისადმი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.
Мои статьи | ნანახია: 777 | დაამატა: misho1997 | თარიღი: 2011-01-14 | კომენტარი (0)

ტი დაჭრილი ქართველი ავღანეთში? თვრამეტი დაჭრილი ქართველი ავღანეთში? თავდაცვის სამინისტრო საზოგადოებას უმალავს, რამდენი ქართველი სამხედრო დაიჭრა ავღანეთში

5 სექტემბერს ავღანეთის პროვინცია ჰილმენდში საბრძოლო შეტაკებაში ქართული არმიის ლეიტენანტი მუხრან შუკვანი რომ არ დაღუპულიყო და მხოლოდ დაჭრილიყო, ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დიდხანს საიდუმლოდ დარჩებოდა. ამის თქმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ თითქმის ორი თვით ადრე თალიბების თავდასხმის გამო ხუთი ქართველი სამხედრო დაიჭრა, მათგან ერთი მძიმედ. ეს საჯაროდ არც მთავარ სამხედრო უწყებას განუცხადებია, არც იმ "დამოუკიდებელ" ტელეკომპანიას, რომელიც შევარდნაძის დროს ქართველი ჯარისკაცის ერთ დაცემინებაზეც კი ქვეყანას შეყრიდა, ისეთ სიუჟეტს გაუშვებდა ეთერში.
Мои статьи | ნანახია: 718 | დაამატა: misho1997 | თარიღი: 2011-01-14 | კომენტარი (0)

ი აღარ ჩაიტანენ C-300-ებს ირანში აღარ ჩაიტანენ კრემლი იძულებული გახდა, შეესრულებინა გაეროს სანქცია ირანის მიმართ - C-300-ებს აღარ მიჰყიდის თეირანს

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით წერტილი დაესვა თვეობით მიმდინარე საერთაშორისო დებატებს იმის შესახებ, მიჰყიდდა თუ არა რუსეთი ირანს  C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს.
Мои статьи | ნანახია: 769 | დაამატა: misho1997 | თარიღი: 2011-01-14 | კომენტარი (0)

უმლოებებს კრემლს დასავლეთიც აწვდიდა... ქართული არმიის საიდუმლოებებს კრემლს დასავლეთიც აწვდიდა... ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი რასმუსენი, რომელიც ამ კვირაში აპირებს თბილისში ჩამოსვლას, ძალზე დაინტერესებულია NATO-სა და რუსეთის თანამშრომლობის გაღრმავებით. ეს შეეხება როგორც მოსკოვის მიწვევას ევროპაში ერთიანი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის პროცესში მონაწილეობის მისაღებად, ისე რუსეთის დაბრუნებას ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებაში.
Мои статьи | ნანახია: 689 | დაამატა: misho1997 | თარიღი: 2011-01-14 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [116]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz