მთავარი » სტატიები » Мои статьи

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 115
ნაჩვენებია მასალა: 111-115
გვერდები: « 1 2 ... 10 11 12

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით

 ბრძოლის ველზე დაცემულ მეომრებს რობოტი არასდროს მიატოვებს. 

ამიერიდან სამხედრო სანიტრებსა თუ მედდებს ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოყვანა სიცოცხლის რისკის ფასად აღარ მოუწევთ. კომპანია Vecna Technologies-ის ინჟინრებმა საამისოდ სპეციალური რობოტები შექმნეს და აშშ-ის სამხედრო უწყებას წარუდგინეს. შედეგად, სამხედროთა მიერ რობოტის ტესტირება მთელი წლის განმავლობაში ჯორჯიის შტატში პოლიგონზე მიმდინარეობდა და წარმატებით დასრულდა.
შემქმნელებმა მექანიზმს სახელად BEAR-ი უწოდეს. ეს აბრევიატურაა და იშიფრება, როგორც: "ბრძოლის ველიდან სავეაკუატორი რობოტი-ასისტენტი" (Battlefield Extraction-Assist Robot).
მუხლუხიან რობოტს დისტანციურად ოპერატორი მართავს და სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად იგი კამერებითა და სენსორებითაა აღჭურვილი. BEAR-ს მიწიდან 230 კგ-მდე ტვირთის აწევა და საკმაო მანძილზე ზიდვა შეუძლია.
ამ გამოგონებას სამხედროთათვის მართლაც დიდი სიკეთის მოტანა რომ შეუძლია, იქიდანაც ჩანს, რომ ცნობილმა Time-მა წლის მთავარი გამოგონებების სიაში შეიყვანა. ახლა ინჟინრები რობოტ BEAR-ის ტექნიკურად სრულყოფასა და მისი შესაძლებლობების კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას ეშურებიან.

 



 

Мои статьи | ნანახია: 703 | დაამატა: misho1997 | თარიღი: 2011-01-03 | კომენტარი (0)

ტიპი-მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა.მწარმოებელი ქვეყანა-აშშ.
ამერიკული მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა McMillan TAC-50


ამერიკელი სნაიპერი მზად არის McMillan TAC-50-იდან ცეცხლის გასახსნელად.





ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები.
 კალიბრი                                                                                                   12.7х99მმ (.50 ბრაუნინგი)
 მექანიზმი გრძივად მოსრიალე საკეტი
 ლულა 736 მმ
 წონა 11,8 კგ
 სიგრძე 1448 მმ
 მჭიდი 5 ვაზნა.




მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა McMillan TAC-50 შეიქმნა პატარა ამერიკულ კომპანიაში McMillan Bros. RiflesCo უფრო ადრინდელ მოდელებზე М87 и М93,შექმნილი 80-იანი წლების ბოლოში.შაშხანას იყენებს ამერიკული პოლიციის სპეც დანაყოფები და ასევე ფართოდ გამოიყენება შეიარაღებულ ძალებში. ,(2000 წლიდან კანადის არმიაში). შაშხანა  McMillan TAC-50 გამოირჩევა მაღალი სიზუსტით,საჭირო პატრონების გამოყენების შემთხვევაში მწარმოებელი იძლევა გარანტიას სროლის სიმჭიდროვეზე (0.5) ТАС-50 შაშხანის სროლის სიზუსტე დამოწმებულია ყველაზე შორი მანძილიდან სამიზნის დაზიანებისა - 2003 წელს ავღანეთში კანადელმა სნაიპერმა გაანადგურა მოჯაჰედი 2430 მეტრიდან ,ეს შედეგი დღემდე მსოფლიო რეკორდად ითვლება.

მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა McMillan TAC-50-ში გამოიყენება ფირმა McMillan Bros. Rifles-ეს ჩამკეტების ჯგუფი მბრუნავი საკეტით,რომელსაც გააჩნია ორი საბრძილო საყრდენი წინა და უკანა ნაწილში. მაღალხარისხიან ლულას გააჩნია დამამსუბუქებელი გრძივი ღარები და აღჭურვილია ლულის ეფექტური მუხრუჭით.კორპუსი შექმნილია ნახშირპლასტიკისაგან და გააჩნია დასაკეცი კონდახი.კონდახის სიგრძე რეგულირდება პეზინის საფენებით. კორპუსის წინა ნაწილში განთავსებულია რეგულირებადი სამაგრები,მჭიდი იხსნება და მასი ტევადობა შეადგენს 5 ვაზნას.შაშხანას არ გააჩნია.შაშხანას არ გააჩნიაღია სამიზნე მოწყობილობები,მასზე ყენდება ოპტიკური ან ღამის სხვადასხვა ტიპის  სამიზნეები.კანადურ არმიაში საშტატო სამიზნედ იყენებენ ,ოპტიკურ 16Х ჯერადი გადიდების სამიზნეს.
სნაიპერული შაშხანები
Мои статьи | ნანახია: 782 | დაამატა: misho1997 | თარიღი: 2011-01-03 | კომენტარი (0)

ტიპი-ძირითადი საბრძოლო ტანკი.მწარმოებელი ქვეყანა-გერმანია.


ამ წელს პირველად ფირმა Krauss-Maffei Wegmann (KMW)-მა გამოფენა Eurosatory-ზე წარადგინა ტანკ Leopard-ების ბოლო მოდელი  Leopard 2, которая называется Leopard 2А7 + . ახალი ტანკი ოპტიმიზირებულია როგორც საველე,ისე ქალაქის ბრძოლებისათვის. Leopard 2А7+ წარმოადგენს Leopard 2A6-ის მოდერნიზირებულ ვარიანტს,და შეიარაღებულია 120-მმ იანი გლუვლულიანი ქვემეხით Rheinmetall,რომლის კალიბრია-55.ასევე არსებობს შესაძლებლობა   Leopard 2A4/Leopard 2A5-ების ,(რომელთა ლულების სიგრძეც 44 კალიბრია) მოდერნიზირება  Leopard 2А7+.-ამდე. KMW-ს წარმომადგენელმა გამოფენაზე განაცხადა,რომ Leopard 2А7+ განახლების მოდულურ პაკეტს,რომელიც შეიძლება მიესადაგოსკონკრეტული მომხმარებლის მოთხოვნილებებს.ვერსია რომელიც წარდგენილ იქნა  Eurosatory -ზე წარმოადგენს უმაღლეს საფეხურს.ტანკზე გამოყენებულია ყველა შესაძლო მოდერნიზაცია რის შედეგადაც ტანკის წონამ 67 ტონას მიაღწია. 

მოდერნიზაციის პაკეტში გათვალისწინებულია ,ტანკის გუმბათზე დისტანციური მართვის საბრძოლო მოდული-KMW FLW 200, 12,7 მმ ტყვიამფრქვევით,ასევე 76 მმ-იანი ყუმბარმტყორცნი.სიცოცხლისუნარიანობის გასაზრდელად  (განსაკუთრებით rpg-საგან დასაცავად) დამონტაჟდა დამატებითი პასიური ჯავშანი.ასევე ეკიპაჟის ყველა წევრს შეუძლია 360 გრადუსით აკონტროლოს ტერიტორია გაუმჯობესებული სითბოვიზური კამერებით.. მაღალი ტემპერატურისაგან დასაცავად გუმბათის უკანა ნაწილში ჩაყენებულია კონდიციონერი. Leopard 2А7 + ტესტირებულ იქნა გერმანულ არმიაში ,რომელიც აპირებს მოდერნიზაცია ჩაუტაროს  225 Leopard 2A6 და 125 Leopard 2A5.
 წონა  67,5 ტონა 
 სიგრძე (ლულით წინ 12 მ) 10.97 მ
 სიგანე 4.00 მ
 სიმაღლე 2.64 მ
 ძრავა 1,100 kW (1500 ც/ძ)
 მახსიმალური სიჩქარე  72 კმ/ს
 სვლის მარაგი 450 კმ
 შეიარაღება გლუვლულიანი ქვემეხი 120 მმ / L55 ,ტყვიამფრქვევი  12.7 მმ და  7.62 მმ.  40 მმ ყუმბარმტყორცნი.  

   
   
   
   
   
   
   
  
Мои статьи | ნანახია: 762 | დაამატა: misho1997 | თარიღი: 2011-01-03 | კომენტარი (0)

ტიპი-ძირითადი საბრძოლო ტანკი.მწარმოებელი ქვეყანა-საფრანგეთი.
ძირითადი საბრძოლო ტანკი-Leclerc

 70-იანი წლების ბოლოს ფრანგი და გერმანელი სპეციალისტები ერთობლივად შეუდგნენ ახალი ტანკის შემუშავებას  (პროგრამები «ნაპოლეონ-1» და КРг-3 ),მაგრამ 1982 წელს ერთობლივი სამუშაოები შეწყდა.მე-3-ე თაობის ტანკის პროექტზე მუშაობა განაგრძო მხოლოდ საფრანგეთმა. ტანკის,  რომელმაც მიიღო სახელწოდება «LECLERC» (ფრანგი გენერლის გვარი ) მწარმოებელი არის სახელმწიფო გაერთიანება . «LECLERC»-ის სერიულ წარმოებას ახორციელებს სახელმწიფო არსენალი,ქალაქ როანში. 


 «LECLERC» თავისი საბრძოლო მახასიათებლებით ბევრად აღემატება (საცეცხლე სიმძლავრე,მანევრულობა და ჯავშანი) წინამორბედ ტანკს  АМХ-30В2.მისთვის დამახასიათებელია ელექტრონიკის სიუხვე,რომლის ღირებულება აღწევს თვით ტანკის საფასურის ნახევარს.  «LECLERC» -ი შექმნილია კლასიკური კომპონირებული სქემით,რომლის შეიარაღება განთავსებულია მბრუნავი შეჯავშნულ გუმბათზე,მართვა ხდება წინა ნაწილიდან,ხოლო ძრავა და ტრანსმისია უკანა ნაწილშია განთავსებული.გუმბათში ქვემეხის მარცხნივ განთავსებულია მეთაურის ადგილი,მარჯვნივ მემიზნის, ხოლო ნიშაში ჩამონტაჟებულია დამტენი მექანიზმი.



კორპუსის შუბლა და გვერდითა ნაწილები დამზადებულია მრავალშრიანი ჯავშნის პრინციპით,ასევე გამოყენებულია კერამიკული ფილები.კორპუსის წინა ნაწილში ნაწილობრივ გამოყენებულია დაცვის მოდულური კონსტრუქცია.მოდულურ კონსტრუქციას გააჩნია ორი უპირატესობა ჩვეულებრივი ტიპის ჯავშანთან.1-დაზიანების შემთხვევაში სწრაფად შეიძლება დაზიანებული ფილის შეცვლა.2-შემდგომში შეიძლება მისი უფრო სრულყოფილი მოდულით ჩანაცვლება.განსაკუთრებული ყურადღება მიექცა გუმბათის დაცვის გაძლიერებას,პირველ რიგში პერსპექტიული ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებისაგან თავის დასაცავად,რომელიც ტანკს ზევიდან ანადგურებს.კორპუსის ბორტები დაცულია ბრონირებული ანტიკუმულატიური ეკრანით,ასევე კორპუსის წინა ნაწილზე მიმაგრებულია ფოლადის ყუთები,რომელიც წარმოადგენს შუბლა ნაწილის დამატებით დაცვას. 




 «LECLERC»-ი დაცულია მასობრივი განადგურების იარაღისაგან. მასობრივი განადგურების იარაღისაგან დაბინძურებული ტერიტორიის გადალახვის დროს ტანკში სავენტილიაციო ფილტრების წყალობით იქმნება  ზედმეტი წნევა რაც ხელს უშლის რადიაციული მტვერისა და მომწამლველი ნივთიერებების შეღწევას.  «LECLERC»-ის სიცოცხლისუნარიანობა ასევე ამაღლებულია მისი სილუეტის დაპატარავებით,ტანკში ჩამონტაჟებულია ავტომატური ცეცხლჩამქრობი სისტემები,ტანკის ძრავა გამოყოფს მცირე სითბურ გამოსხივებას ,რაც აძნელებს მის სითბოვიზორით აღმოჩენას,საჭიროების შემთხვევაში საკვამლე ყუმბარების გასროლით ტანკს შეუძლია შექმნას კვამლის ფარდა 55 მეტრის მანძილზე.


ტანკი აღჭურვილია გამაფრთხილებელი სისტემით(სიგნალიზაციით)რომელიც აფრთხილებს ეკიპაჟს,რომ მათზე მიმართულია ლაზერული სამიზნე და ძლევთ საშუალებას რათა განახორციელონ საჭირო მანევრი,მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისაგან თავის დასაღწევად.ასევე ტანკს გააჩნია საკმაოდ მაღალი მანევრულობა უსწორმასწორო ადგილების გადასალახად.არაბთა გაერთიანებულმა საამირომ შეუკვეთა  «LECLERC»-ები რომლებიც აღჭურვილია,გერმანული წარმოების ძრავითა და ტრანსმისიით,ძრავა-1500 ც/ძ ფირმა- МТУ 883-ე სერია და ავტომატური ტრანსმისია ფირმა-«რენკ»-ი.ასევე გათვალისწინებულია უდაბნოს პირობები და ტანკში ჟამონტაჟებულია კონდიციონერები.პირველი 5 ტანკი არაბებისათვის მზად იყო 1995 წლის თებერვალში.



გარდა არაბთა გაერთიანებული საამიროებისა,«LECLERC» შეთავაზებულ იქნა ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებისთვისაც.ადგილობრივ იარაღის ბაზარზე ფრანგული ფირმები წარმატებულად მოქმედებენ,რის შედეგადაც «LECLERC»-ებით დაინტერესდნენ ყატარი და საუდის არაბეთი,რომლებიც ამჟამად ექსპლუატაციას უწევენ ამერიკულ М60-ებს და ფრანგულ  АМХ-30-ებს.



დღის ნებისმიერ მონაკვეთში მეთაურს შეუძლია გამოიყენოს პანორამული პერისკოპული სამიზნე  Н1-15, რომელიც დაყენებულია გუმბათზე ქვემეხის მარცხნივ .მას გააჩნია დღის ვიზუალური არხი და ღამის (მე-3-ე თაობის ელექტრო-ოპტიკური გარდამსახველი ). ასევე მეთაურის განკარგულებაშია დისპლეი,რომელზეც გამოისახება მემიზნის ტელევიზორული გამოსახულება.მეთაურის ადგილთან პერიმეტრზე განთავსებულია 8 მინაბლოკი,რომელიც უზრუნველყოფს ტერიტორიის წრიულ დათვალიერებას. 



ტანკის მეთაურსა და მემიზნეს გააჩნიათ მართვის ყველა საჭირო ატრიბუტი (პანელი,სახელურები,პულტები). ტანკ «LECLERC»-ისათვის დამახასიათებელია დიდი რაოდენობით  სისტემები ,პირველ რიგში ციფრულ-გამომთვლელი ხელსაწყოები (მიკროპროცესორები),რომლებიც აკონტროლებენ ტანკის ყველა ძირითად სისტემას.ცენტრალური მართვის სისტემა ერთმანეთთან აკავშირებს:ცეცხლის მართვის ელექტრონულ-ბალისტიკურ გამომთვლელი სისტემას (კავშირი აქვს სროლის ტიპის  ყველა სახის მონაცემებთან, დისპლეებთან და მეთაურისა და მემიზნის სამართავ პულტებთან),მეთაურისა და მემიზნის სამიზნის მიკროპროცესორებს,ქვემეხსა და შეწყვილებულ ტყვიამფრქვევ-დამტენ ავტომატს,ძრავასა და ტრანსმისიას,მძღოლ-მექანიკოსის მართვის პანელს. 



 «LECLERC»-ის ძირითადი შეიარაღებაა ,120-მმ  გლუვლულიანი ქვემეხი СМ-120-26 სიგრძე 52 კალიბრი ( ტანკების  М1А1 «ABRAMS»და «LEOPARD» ლულის სიგრძეა 44-კალიბრი ).ლულას გააჩნია თბოსაიზოლაციო შალითა.მოძრაობისას ეფექტური სროლისასთვის ლულა სტაბილიზირებულია 2 სიბრტყეში. საბრძოლო მარაგში შედის ჯავშანგამტანი ქვეკალიბრის სტაბილიზირებადი კუმულატიური  ჭურვები. ჯავშანგამტანი ჭურვების გულას(შეფარდება სიგრძე დიამეტრთან 20:1)საწყისი სიჩქარეა 1750 მ/წამში.ამჟამად ფრანგი სპეციალისტები მუშაობენ 120 მმ-იანი ქვეკალიბრის ჯავშანგამტან ჭურვზე,რომლის გულაც შედგება გაღარიბებული ურანისაგან, ასევე მსხვრევად-ფუგასურ ვერტმფრენების საწინააღმდეგო ჭურვზე.განსაკუთრებით საყურადღებოა  «LECLERC»-ის დამტენი ავტომატი ,რამაც ხელი შეუწყო ეკიპაჟის წევრთა შემცირებას 3 ადამიანამდე.იგი შექმნილია ფირმა «KREZO-LUAR» მიერ და დამონტაჟებულია გუმბათის ნიშაში.მექანიზირებული დამტენის მარაგი შეადგენს 22 ჭურვს,დანარჩენი 18 კი ბარაბნისებურ სალაგში მძღოლ-მექანიკოსის მარჟვნივ.ავტომატური დამტენი უზრუნველყოფს სწრაფსროლას-წუთში 12 გასროლა,როგორც ადგილიდან ასევე მოძრაობისას.




 წონა   54,5 ტ  
 ეკიპაჟი 3 ადამიანი
 ზომები,მმ:  
 სიგრძე 6880
 სიგანე 3300
 სიმაღლე 2300
 კლირენსი 400
 ჯავშანი მმ  ჭურვგამძლე 
 შეიარაღება: 
 ქვემეხი 120-მმ გლუვლულიანი ქვემეხი СМ-120-26;
 ტყვიამფრქვევი 7,62-მმ ტყვიამფრქვევი, 12,7-მმ ტყვიამფრქვევი М2НВ-ОСВ
 საბრძოლო მარაგი:  40 გასროლა, 800 ვაზნა-კალიბრი 12,7-მმ და 2000 ვაზნა-კალიბრი 7,62-მმ
 ძრავა იუნიდიზელ» V8Х-1500, მრავალსაწვავიანი, დიზელის, 8-ცილინდრიანი,ტურბო,თხევადი გაგრილებით სიმძლავრე 1500 ც/ძ. 2500 ბრუნი/წუთ.
დაწოლა გრუნტზე კგ/სმ 1,0 კგ/სმ 2
 სიჩქარე  71 კმ/ს
 სვლის მარაგი 720 კმ (დამატებითი ავზებით) - ავზების გარეშე-550 კმ.
 წინაღობები: 
 კედლის სიმაღლე 1,2 მ
 თხრილის სიგანე 3 მ
 წყლის სიღრმე 1 მ. მომზადებით 4 მ.
 მაქს. ვერტიკალური დახრილობა: 60%
 მაქს. გვერდითი დახრა: 30 %
 ღამის ხედვის მოწყობილობა: კი, პასიური














Мои статьи | ნანახია: 744 | დაამატა: misho1997 | თარიღი: 2011-01-03 | კომენტარი (0)

AWP ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი კალიბრი: .338 LAPUA MAGNUM მჭიდში ვაზნების რაოდენობა: 10 ვაზნა ეფექტურობა: ყველაზე ძლიერი გაფანტვა: - სროლის ინტერვალის სიჩქარე: ნელი გადატენვის სიჩქარე: ნელი ფასი: 4750$ M4A1 ქვეყანა: აშშ კალიბრი: 5.56 NATO მჭიდში ვაზნების რაოდენობა: 30 ვაზნა ეფექტურობა: მაღალი, ძლიერი. გაფანტვა: - სროლის ინტერვალის სიჩქარე: საშვალო გადატენვის სიჩქარე: საშვალო ფასი: 3100$ AK - 47 ქვეყანა: რუსეთი კალიბრი: 7.62 NATO მჭიდში ვაზნების რაოდენობა: 30 ვაზნა ეფექტურობა: მაღალი, ძლიერი. გაფანტვა: - სროლის ინტერვალის სიჩქარე: ძალიან სწრაფი გადატენვის სიჩქარე: საშვალო ფასი: 2500$ Famas ქვეყანა: საფრანგეთი კალიბრი: 5.56 NATO მჭიდში ვაზნების რაოდენობა: 25 ვაზნა ეფექტურობა: კარგი, საკმაო. გაფანტვა: - სროლის ინტერვალის სიჩქარე: საშვალო გადატენვის სიჩქარე: საშვალო ფასი: 2250$ Galil ქვეყანა: ისრაელი კალიბრი: .308 მჭიდში ვაზნების რაოდენობა: 35 ვაზნა ეფექტურობა: კარგი, საკმაო. გაფანტვა: - სროლის ინტერვალის სიჩქარე: სწრაფი გადატენვის სიჩქარე: საშვალო ფასი: 2000$ Sig 552 ქვეყანა: შვეიცარია კალიბრი: 5.56 NATO მჭიდში ვაზნების რაოდენობა: 30 ვაზნა ეფექტურობა: კარგი, საკმაო. გაფანტვა: - სროლის ინტერვალის სიჩქარე: საშვალო გადატენვის სიჩქარე: საშვალო ფასი: 3500$ Steyr Aug ქვეყანა: ავსტრია კალიბრი: 5.56 NATO მჭიდში ვაზნების რაოდენობა: 30 ვაზნა ეფექტურობა: მაღალი გაფანტვა: - სროლის ინტერვალის სიჩქარე: საშვალო გადატენვის სიჩქარე: დაბალი ფასი: 3500$ SG-550 ქვეყანა: შვეიცარია კალიბრი: 5.56 NATO მჭიდში ვაზნების რაოდენობა: 30 ვაზნა ეფექტურობა: მაღალი, ძლიერი. გაფანტვა: საშვალო სროლის ინტერვალის სიჩქარე: საშვალო გადატენვის სიჩქარე: დაბალი ფასი: 4200$ G3/SG-1 ქვეყანა: გერმანია კალიბრი: 7.62 NATO მჭიდში ვაზნების რაოდენობა: 20 ვაზნა ეფექტურობა: მაღალი, ძლიერი. გაფანტვა: საშვალო სროლის ინტერვალის სიჩქარე: ნელი გადატენვის სიჩქარე: დაბალი ფასი: 5000$ M249 ქვეყანა: ბელგია კალიბრი: 5.56 PARABELLUM მჭიდში ვაზნების რაოდენობა: 100 ვაზნა ეფექტურობა: მაღალი, ძლიერი. გაფანტვა: საშვალო სროლის ინტერვალის სიჩქარე: ძალიან სწრაფი გადატენვის სიჩქარე: საშვალო ფასი: 5750$ Steyr Scout ქვეყანა: ავსტრია კალიბრი: 7.62 NATO მჭიდში ვაზნების რაოდენობა: 10 ვაზნა ეფექტურობა: მაღალი, ძლიერი. გაფანტვა: - სროლის ინტერვალის სიჩქარე: საშვალო გადატენვის სიჩქარე: საშვალო ფასი: 2750$ M3 Super90 ქვეყანა: იტალია კალიბრი: 12 GAUGE მჭიდში ვაზნების რაოდენობა: 8 ვაზნა ეფექტურობა: მაღალი, ძლიერი. გაფანტვა: საშვალო სროლის ინტერვალის სიჩქარე: დაბალი გადატენვის სიჩქარე: დაბალი ფასი: 1700$ XM1014 ქვეყანა: იტალია კალიბრი: 12 GAUGE მჭიდში ვაზნების რაოდენობა: 7 ვაზნა ეფექტურობა: საშვალო, კარგი. გაფანტვა: საშვალო სროლის ინტერვალის სიჩქარე: სწრაფი გადატენვის სიჩქარე: დაბალი ფასი: 3000$ MP5/Navy ქვეყანა: გერმანია კალიბრი: 9MM PARABELLUM მჭიდში ვაზნების რაოდენობა: 30 ვაზნა ეფექტურობა: საშვალო გაფანტვა: - სროლის ინტერვალის სიჩქარე: საშვალო გადატენვის სიჩქარე: მაღალი ფასი: 1500$ P90 ქვეყანა: ბელგია კალიბრი: .338 LAPUA MAGNUM მჭიდში ვაზნების რაოდენობა: 50 ვაზნა ეფექტურობა: საშვალო, კარგი. გაფანტვა: მაღალი სროლის ინტერვალის სიჩქარე: საშვალო გადატენვის სიჩქარე: დაბალი ფასი: 2350$ MAC-10 ქვეყანა: აშშ კალიბრი: .45ACP მჭიდში ვაზნების რაოდენობა: 30 ვაზნა ეფექტურობა: საშვალო გაფანტვა: მაღალი სროლის ინტერვალის სიჩქარე: სწრაფი გადატენვის სიჩქარე: მაღალი ფასი: 1400$ Ump45 ქვეყანა: გერმანია კალიბრი: .45ACP მჭიდში ვაზნების რაოდენობა: 25 ვაზნა ეფექტურობა: საშვალო გაფანტვა: - სროლის ინტერვალის სიჩქარე: საშვალო გადატენვის სიჩქარე: დაბალი ფასი: 1700$ TMP ქვეყანა: ავსტრია კალიბრი: 9MM PARABELLUM მჭიდში ვაზნების რაოდენობა: 30 ვაზნა ეფექტურობა: დაბალი გაფანტვა: მაღალი სროლის ინტერვალის სიჩქარე: მაღალი, სწრაფი გადატენვის სიჩქარე: საშვალო ფასი: 1250$ TMP ქვეყანა: ავსტრია კალიბრი: 9MM PARABELLUM მჭიდში ვაზნების რაოდენობა: 30 ვაზნა ეფექტურობა: დაბალი გაფანტვა: მაღალი სროლის ინტერვალის სიჩქარე: მაღალი, სწრაფი გადატენვის სიჩქარე: საშვალო ფასი: 1250$ Desert Eagle ქვეყანა: ისრაელი კალიბრი: .50 ACTION EXPRESS მჭიდში ვაზნების რაოდენობა: 7 ვაზნა ეფექტურობა: ძალიან მაღალი გაფანტვა: - სროლის ინტერვალის სიჩქარე: საშვალო გადატენვის სიჩქარე: საშვალო ფასი: 650$ Glock18 ქვეყანა: ავსტრია კალიბრი: 9мм PARABELLUM მჭიდში ვაზნების რაოდენობა: 20 ვაზნა ეფექტურობა: საშვალო გაფანტვა: - სროლის ინტერვალის სიჩქარე: საშვალო
Мои статьи | ნანახია: 830 | დაამატა: misho1997 | თარიღი: 2011-01-03 | კომენტარი (0)

1-10 11-20 ... 91-100 101-110 111-115
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [116]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz