პიტნის სკანდალური ბრალდებები
თითქმის 20 წელია, არც ერთ ქართველ სამხედროს არ აუხდია ფარდა იმდენი
საიდუმლოსთვის, რასაც ამ დღეებში ინტერნეტის საშუალებით საქართველოს ყოფილი
სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის ყოფილი მოადგილე, პირველი რანგის
კაპიტანი
ვიქტორ ჭელიძე აკეთებს.
ინტერნეტის
სხვადასხვა საიტზე ბოლო ორი კვირაა, გამუდმებით ჩნდება აუდიოჩანაწერები,
რომლებსაც ერთგვარი ინტერვიუს სახე აქვს - ბელგიაში მყოფ ვიქტორ ჭელიძეს
აშშ-დან ასევე სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი გოჩა ვეტრიაკოვი
ესაუბრება.