ანა ზაფხულში დაიწყება
პრეზიდენტი ობამა ავღანური მისიის დასრულებას ოთხ წელიწადში
გეგმავს
2011 წლის ივლისიდან აშშ ავღანეთიდან საბრძოლო
დანაყოფების გამოყვანას დაიწყებს - აცხადებს თავის ნაწილობრივ
გასაიდუმლოებულ მოხსენებაში აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა.
ავღანეთში
ვაშინგტონმა სპეცდანიშნულების დანაყოფები ჯერ კიდევ 2001 წლის ბოლოს
გადაისროლა, თითქმის მაშინვე, რაც 11 სექტემბრის ტრაგედია დატრიალდა.
" სამიზნე?
ოკუპირებული ახალგორიდან გაშვებული 300მმ-იანი რუსული "სმერჩების"
დამიზნების ზონაში საქართველოს დედაქალაქიც ხვდება
"მოსკოვს
არ გაუჭირდება როკის გვირაბის გავლით ახალგორში რამდენიმე საათში
"სმერჩის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გადმოსროლა. მაშინ
სარაკეტო თავდასხმის საფრთხის წინაშე თბილისიც დგება, რადგან მისი
300-კალიბრიანი რაკეტები 70-90 კმ-ს ფარავს, ხოლო ახალგორიდან თბილისამდე
პირდაპირი მანძილი დაახლოებით 50 კმ-ია," - ეს აბზაცი ამოღებულია სტატიიდან
"ნახევარი საუკუნე ცხინვალიდან დამიზნებული რუსული რაკეტების შიშით?"
რომელიც 15 მარტის "კვირის პალიტრაში" გამოვაქვეყნეთ.
ენების მიმოხილვა
შემცირებული სამხედრო ბიუჯეტი, ავღანური მისია და "შავი სექტემბერი",
რუსული საოკუპაციო ძალების გაძლიერება, შეცვლილი რეზერვი, არმიიდან გაყრილი
ოფიცრები, გაუქმებული სამხედრო-საჰაერო ძალები, რეფორმები სამხედრო
განათლებაში, ტერაქტები დედაქალაქში...
2010 წელს
სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების სიმცირე საქართველოში ნამდვილად არ ყოფილა,
თუმცა ბევრად ნაკლებად დაძაბული ვითარება იყო, ვიდრე 2009 წელს. 2009 წლის
ზაფხულში ჯერ კიდევ გვემუქრებოდა ომის განახლების საშიშროება, რასაც ვერ
ვიტყვით წლევანდელ ზაფხულზე. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ისევე
როგორც მთლიანად ქვეყანას, ამოსუნთქვისა და იმის გაანალიზების საშუUალება
მიეცა, თუ რა მძიმე შედეგი მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს ომს.
ლი თეთრ სახლს ისევ არ უბრუნებს
2008 წლის აგვისტოში, ომის შემდგომ, ფოთში შეიჭრა რუსული
სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი, რომელმაც ფოთის სამხედრო პორტში დარჩენილი
საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის
სანაპირო დაცვის კატარღები ააფეთქა. რუსებმა ფოთის საზღვაო ტერმინალიდან
რამდენიმე სამხედრო "ჰამერიც" წაიყვანეს და ქართველი სამხედროების ჯგუფიც
დაატყვევეს.
აულ "მერკავებს"
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი აღარ აწვდის საქართველოს საზენიტო
"პითონებს", არაბები რუსულ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს ისევ ესვრიან ებრაულ
"მერკავებს"
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ,
როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ცხინვალის რეგიონში
საბრძოლო მოქმედების ადგილებს ათვალიერებდნენ, მათთვის სრული მოულოდნელობა
აღმოჩნდა ისრაელის წარმოების "პითონის" ტიპის საზენიტო რაკეტების
ნარჩენების ნახვა.
იდი
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოქცეული ქართული სოფლების
გამორჩევა კოსმოსიდან ადვილია - ყველა სახლი გადამწვარია...
ინტერნეტრუკა
Google Map-მა ცოტა ხნის წინ განაახლა ცხინვალის რეგიონის კოსმოსური
ფოტოები, რამაც რიგით ინტერნეტმომხმარებელსაც დაანახა, თუ როგორი გენოციდი
მოუწყვეს 2008 წლის აგვისტოდან ოსურმა და რუსულმა მხარეებმა მშვიდობიან
ქართველ მოსახლეობას.
წლის ბოლომდე რუსეთის ხელისუფლებამ მოასწრო პარიზთან ხელშეკრულების დადება
ფრანგული სადესანტო შვეულმფრენმზიდი "მისტრალების" შესყიდვის შესახებ.
2008
წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდმა სადესანტო ხომალდებმა ამ ომის დროს
ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროზე საზღვაო დესანტი გადმოსხეს, დასავლეთის
მიერ რუსეთისთვის უფრო ძლიერი სადესანტო ხომალდების მიყიდვა კრემლის
ერთგვარ წახალისებად გამოჩნდა.
სუფლებას ამნეზია დაეწყო
უსახსრობის გამო მოშიმშილე ვეტერანებს სახელმწიფო 400 ლარით
აჯარიმებს(?!)
ახალი 2011 წელი იმით დაიწყო, რომ
ხელისუფლების ბრძანებით ფორმიანმა და უფორმო პოლიციელებმა გმირთა მოედანზე
მოშიმშილე ომის ვეტერანების ჯგუფი ძალით დაშალეს და რამდენიმე მათგანი
დააპატიმრეს. დაპატიმრებულებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და
წვრილმანი ხულიგნობა დასდეს ბრალად და 400-ლარიანი ჯარიმის საფასურად
გაათავისუფლეს.
11 იანვარს, დილით, რუსთავი პანიკამ მოიცვა - ქუჩაში დიდი სისწრაფით
მოძრაობდნენ სამხედრო მანქანები, რომელთაც გეზი ცენტრალური საავადმყოფოსკენ
ჰქონდათ აღებული.
პოლიციამ საავადმყოფოს შესასვლელი გადაკეტა და
იქ არავის უშვებდა. მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ რაღაც ცუდი მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ოფიციალურ პირს განცხადება არ გაუკეთებია,
მაინც ცნობილი გახდა, რომ რომელიღაც ბაზაზე რაღაც აფეთქდა და ჯარისკაცები
დაიღუპნენ.
ჯერ უკრაინულ და რუსულ, მოგვიანებით კი ქართულ მედიაში გავრცელდა
ინფორმაცია, რომ სევასტოპოლის სტრელეცკის ყურეში ჩაძირული სარაკეტო კატარღა
"უმანი" თურმე საქართველოს ოთხი წლის წინ შეუძენია.
ინფორმაცია
მართლაც სენსაციურია! თუკი ეს სიმართლეა, გამოდის, რომ 2006-2007 წლებში
ჯერ კიდევ მოქმედ საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებს სარაკეტო კატარღა
"თბილისის" გარდა, შეეძლო ჰყოლოდა მეორე ასეთივე კატარღა "უმანიც".