ოკუპანტების ტაქტიკა გასაგებია, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ მათ
საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს უპირისპირებს
ბოლო
დღეებში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, კონფლიქტის ზონის მიმდებარე
ქართული სოფლების სიახლოვეს შეინიშნებოდა რუსი და ოსი ეროვნების
შეიარაღებული და სამოქალაქო პირების აქტიურობა.
ნეთში ხუთი ქართველი სამხედრო
დაგვეღუპა...
5 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ, როდესაც ავღანეთში ქართველი ლეიტენანტი
დაიღუპა, ახალ ინციდენტს ველოდით, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, თუ ეს ასე
მალე, ისევ სექტემბრის თვეში მოხდებოდა.
2010 წლის სექტემბერი შავ
თვედ იქცა ქართული არმიის, განსაკუთრებით მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე
ბატალიონისათვის, რომელმაც როტაციისა და სამშობლოში დაბრუნების წინ ასეთი
დანაკარგი განიცადა.
ვში... მალულად
არც რეზერვის მომზადების ახალი პროგრამა არსებობს და არც ეროვნულ გვარდიას
ჰყავს დღემდე სარდალი, მაგრამ 3 ოქტომბრიდან საქართველოს სხვადასხვა
რეგიონში რეზერვისტების გაწვევა მაინც დაიწყო.
3 ოქტომბერს, დილით,
"ლოკომოტივის" სტადიონზე შეგროვილი რამდენიმე ათასი რეზერვისტი ვაზიანში
წაიყვანეს სამედიცინო შემოწმებისთვის, მაგრამ არაორგანიზებულობის გამო
შემოწმება მხოლოდ მცირე ნაწილმა გაიარა, დანარჩენები კი მეორე დღეს
დაიბარეს.
აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი ყოველწლიურად
მნიშვნელოვნად იკლებს
2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
პროექტის თანახმად, მომავალ წელს ქვეყნის სამხედრო ხარჯები შეიძლება 660
მლნ ლარით განისაზღვროს. ეს ციფრი საბოლოო არ არის და წლის ბოლომდე, ალბათ,
დაზუსტდება, ისევე, როგორც მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი.
ვაჭრობის საგანი
პერევიდან რუსი ოკუპანტების გასვლა წაადგება ადგილობრივ
მოსახლეობას, თუმცა ვერ გადაჭრის საქართველოს ნაწილობრივი ოკუპაციის
პრობლემას
რუსეთის ხელმძღვანელობა აპირებს, საჩხერის
რაიონის სოფელ პერევიდან ФСБ-ის სასაზღვრო ჯარების დანაყოფი გაიყვანოს და
ეს კეთილი ნების გამოხატვად წარმოადგინოს.
დნენ ქართულ არმიაში...
ინგლისურის ცოდნას რა სჯობს, მაგრამ საქართველოს დასაცავად და ტერიტორიული
მთლიანობის აღსადგენად ქართველ სამხედროებს რუსულიც უნდა ესმოდეთ,
აფხაზურიც და ოსურიც
შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას
თავისი კონკრეტული საბრძოლო ამოცანების შესრულება ევალება, თუმცა ამისათვის
ქართულის გარდა, სასურველია, სხვა ენებსაც ფლობდნენ, თუნდაც ელემენტარულ
დონეზე.
ზღვაო დესანტს ელოდებიან?
27-29 ოქტომბერს აფხაზეთის სანაპიროზე დიდი ბათქაბუთქი ატყდება, რომელიც
თევზებსა და თოლიებს ძლიერ დააფრთხობს - აფხაზეთის სეპერატისტული რეჟიმი
ტრადიციულად ყოველწლიურ სწავლებას ჩაატარებს "ნაგვიალოუს" პოლიგონზე.
ამ
სწავლების სცენარიც ტრადიციული იქნება - აფხაზური ბატალიონი წარმატებით
მოიგერიებს სავარაუდო მოწინააღმდეგის საზღვაო დესანტის გადასხმას ნაპირზე.
ერთი თვის განმავლობაში თბილისში სამი აფეთქება მოხდა, ორმა
"ჯოჯოხეთის მანქანამ" კი არ იმოქმედა...
22
სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში სხვადასხვა ადგილზე სამი
ძლიერი აფეთქება მოხდა. ამ საშიშმა ესტაფეტამ სტარტი დიღომში, აშშ-ის
საელჩოს მიდამოებში აიღო, როდესაც გამთენიისას ძლიერი აფეთქების ხმამ
გლდანის მცხოვრებლებიც კი გააღვიძა. მიუხედავად იმისა, რომ აფეთქება
აშშ-ის საელჩოს ტერიტორიიდან მოშორებით მოხდა და იგი არაფრით ემუქრებოდა
თავად საელჩოს შენობას, აფეთქების ადგილი ქართველი სპეციალისტების გარდა,
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს FBI-ის აგენტებმაც დაწვრილებით
შეისწავლეს.
დიდი როტაცია იწყება
ჰილმენდის პროვინციაში დანაკარგგანცდილ 31-ე ბატალიონს იმავე
ბრიგადის 33-ე ბატალიონი ჩაანაცვლებს
ავღანეთში
ქართველი სამხედროების დიდი გადაადგილება იწყება. ჰილმენდის პროვინციაში
ნახევარ წელზე მეტხანს ყოფნის შემდეგ ქართული არმიის მე-3 ქვეითი ბრიგადის
(დისლოკაციის ადგილი ქუთაისი) 31-ე ბატალიონი სახლში ბრუნდება.