მთავარი » სტატიები » Мои статьи

ებრაული იარაღის გარეშე
არეშე ებრაული იარაღის გარეშე ორიოდე კვირის წინ ისრაელის პრესაში დაიბეჭდა ისრაელის საგარეო საქმეთა მაღალჩინოსნის ერთი პატარა განცხადება, რომელიც მაშინვე აიტაცა რუსეთის მასმედიამ. მაღალჩინოსანი ამბობდა, - საქართველოს ხელისუფლებას ებრაული წარმოების შეიარაღების შესყიდვების განახლების იმედი არ უნდა ჰქონდესო.

ეს ციტატა რუსეთის მასმედიის გამონაგონადაც შეიძლება ჩაგვეთვალა, რომ არა ისრაელის თავდაცვის მინისტრ ეჰუდ ბარაკის ოფიციალური სტუმრობა მოსკოვში, სადაც თავის რუს კოლეგასთან ერთად ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ისრაელისა და რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ.

ვისაც არ ახსოვს, შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ უმთავრესად სწორედ საბჭოთა კავშირის ლიდერის, სტალინის მონდომებით შექმნილი ისრაელის სახელმწიფო მალევე გადაიქცა საბჭოთა კავშირის #2 მტრად (აშშ-ის შემდეგ). მას შემდეგ, ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ყველა ომში ისრაელს საბჭოთა და რუსული იარაღით აღჭურვილი არაბული ქვეყნები უპირისპირდებოდნენ.

მოსკოვის შემდეგ სოჭში ჩასული ისრაელის თავდაცვის მინისტრი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა პუტინმა მიიღო, რომელმაც დააკონკრეტა, რომ ორი ქვეყანა ერთობლივად ააწყობს უპილოტო საფრენ აპარატებს და ისრაელის ტერიტორიაზე შეიძლება რუსული შორს მზომი ლაზერული ცენტრიც გაიხსნას...

როგორც ხედავთ, კომენტარი ზედმეტია, რადგან ასეთი დაახლოების შემდეგ ფიქრიც არ ღირს იმაზე, რომ ისრაელი დამატებით მოგვაწოდებს ჩვენთვის ასე საჭირო "პითონის" საზენიტო რაკეტებს, რათა ებრაული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით - "სპაიდერებით" ისევ ჩამოვყაროთ რუსული ბომბდამშენები.

აგვისტოს ომამდე საქართველო-ისრაელის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა მზარდი ტემპით ვითარდებოდა. ქართული არმია იარაღდებოდა ებრაული წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით Grad-Lar-ებითა და Lar-160-ებით; RM-70-ებზე აყენებდნენ ებრაულ ცეცხლის მართვის ელექტრონულ სისტემებს;

ქვეითი ბატალიონები ითვისებდნენ ტყვიამფრქვევების - Negev-ისა და სნაიპერული შაშხანების Galil-ის ხმარებას; ებრაული კამუფლირებული შემნიღბავი ბადეები ჰაერიდან თითქმის უჩინარს ხდიდნენ ქართულ არტილერიას; მოდერნიზებული მოიერიშე "მიმინოებში" თანამედროვე ებრაულ რადიოელექტრონულ აპარატურას იყენებდნენ.

ომის წინ ქართველი ტანკისტების ნაწილი ისრაელში იმყოფებოდა ებრაული ტანკების - "მერკავების" გასაცნობად...
ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ, რადგან თელ-ავივი მოსკოვის გაღიზიანებას ნამდვილად არ მოინდომებს და საქართველოს იარაღს აღარ მიჰყიდის თუნდაც იმიტომ, რომ კრემლმა C-300-ები არ გაუგზავნოს ირანს.

ჯანდაბას, 65-ტონიანი "მერკავები", მაგრამ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების - "სპაიდერებისთვის" ასე საჭირო "პითონის" მართვადი საზენიტო რაკეტების აგვისტოს ომში გახარჯული მარაგის შევსება მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის...
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: misho1997 (2011-01-14)
ნანახია: 726 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [116]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz