ბრაზილიური "გაცოფებული ხარი”
ფრთხილად! გასროლისას შეიძლება ხელი მოგტეხოთ. ბრაზილიური მსხვილკალიბრიანი რევოლვერი Taurus-ის Raging Bull ანუ "გაცოფებული ხარი”.
ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, თუ რა საშიშია ხარის გაცოფება, მაგრამ, გინდ
დაიჯერეთ და გინდ არა, ბრაზილიელების რევოლვერის ერთმა, მაქსიმუმ ორმა
გასროლამ, ეს ხარი შეიძლება სამუდამოდ "დააწყნაროს”.
ვისაც Colt Anaconda ან Smith and Wesson G29-ის Clasic PX მოდელი ან სულაც
Colt Python 357-ის ტიპის რევოლვერი უნახავს და, მით უმეტეს, უსვრია,
ბრაზილიური "გაცოფებული ხარის” გასროლისას სულ სხვა, უდიდეს შეგრძნებას,
ანდა დაზიანებულ ხელს მიიღებს.