აზერბაიჯანში ებრაული უპილოტო საფრენი აპარატების "Aerostar” და "Orbiter”-ის წარმოება დაიწყეს.
უპილოტოებს კომპანია "Azad Systems” აწარმოებს. ეს კომპანია
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსა და ებრაული კომპანია "Aeronautics
Defense Systems”-ის ერთობლივი საწარმოა. როგორც გამოცემა აღნიშნავს,
"Aeronautics Defense Systems” -ი მჭიდროდ თანამშრომლობს ებრაულ "Rafael” –
თან. ასე რომ, ამ კომპანიის ზოგიერთი ტიპის პროდუქცია, შესაძლოა,
აზერბაიჯანმა აწარმოოს.
უკრაინის
თავდაცვის სამინისტრო ხუთი სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავის "Aero L-39
Albatros” – ის კაპიტალურ შეკეთებას იწყებს. ამის შესახებ სახელმწიფო
კომპანია "უკრსპეცექსპორტის” საიტის პრესრელიზშია ნათქვამი.