გლუვლულიანი
იარაღი Kel-Tec KSG შემუშავებულია ამერიკული კერძო კომპანიის Kel-tec
CNC industries-ის მიერ,რომელიც ცნობილია თავისი ორიგინალური და ინოვაციური
პროექტებით იარაღის სამოქალაქო სფეროში. Kel-Tec KSG ოფიციალურად
წარედგინა საზოგადოებას 2011 წლის იანვარში გამოფენაზე ShotShow 2011.მისი
სერიული წარმოება დაიწყება 2011 წლის აგვისტოში.ეს იარაღი რომელსაც გააჩნია
არატრადიციული კონსტრუქცია,კომპაქტური ზომები და დიდი საბრძოლო მარაგი
გათვლილია სახლის და ობიექტების დასაცავად. ვიზუალურად Kel-Tec KSG
წააგავს სამხრეთაფრიკულ Neostead-ს ,მაგრამ ეს ორი იარაღი კონსტრუქციულად
ძალიან განსხვავდება.
Kel-Tec KSG-ში გამოყენებულია გადასატენი სისტემა pump action,იგი იტენება
ხელით. ვაზნების მიწოდება ხდება ორი მილისებური მჭიდიდან,რომელიც
განთავსებულია ლულის ქვემოთ. ვაზნების მიწოდება ხდება ერთდროულად მხოლოდ
ერთი მჭიდიდან,მეორე მჭიდზე გადასასვლელად საჭიროა ხელით გადართვა.
მჭიდების გადასართველს გააჩნია 3 მდგომარეობა,ნაპირა მდგომარეობა მჭიდის
ასარჩევად და ცენტრალური როდესაც ორივე მჭიდი გათიშულია,რაც შესაძლებლობას
იძლევა ლულაში ვაზნის ტიპის ოპერატიულად შესაცვლელად.მჭიდის შევსება ხდება
ხელით სათითაო ვაზნის ჩასმით. გლუვლულიან Kel-Tec KSG-ს ლულის ზემოთ
გააჩნია Picatinny rail-ის ტიპის მიმმართველები,რომელზეც შესაძლებელია
დაყენდეს სხვადასხვა ტიპის ღია ან კოლიმატორული სამიზნეები.
ტიპი |
ხელით გადასატენი მოძრავი ცევიოთი |
კალიბრი |
12, სავაზნე 70 მმ |
სიგრძე |
663 მმ |
ლულის სიგრძე |
470 მმ |
წონა |
3,13 კგ,ვაზნების გარეშე
3,86 კგ,სრულად დატენილი |
ვაზნების რაოდენობა |
7 + 7 ვაზნა |
|