შვეულმფრენ PAH-2 Tiger-ის ბედი დღესდღეობითაც არ არის გარკვეული
ევროპის ქვეყნებში. იგი საბჭოთა შვეულმფრენ Ми-24-თან და შეიძლება ითქვას
თანამედროვე Ми-28-სა და Ка-50 ЧЁРНАЯ АКУЛА-თან შედარებით უფრო დაცულია,
მისი ფიუზილაჟი მთლიანად კომპოზიციური მასალებისგანაა დამზადებული და
"ვეფხვის” შემქმნელები ირწმუნებიან რომ იგი რუსული ჰაერსაწინააღმდეგო
საშუალებების – ავტომატური საზენიტო ქვემეხების 3У-23-2-ისა და თვითმავალი
23-4 ШИЛКA-ს 23-მმ-იანი კალიბრის ჭურვის მოხვედრას უძლებს.
ამ შვეულმფრენის შექმნის იდეა პირველად იტალიელებსა და გერმანელებს
დაებადათ 1973 წელს, ამ დროს საბჭოური საბრძოლო-სატრანსპორტო შვეულმფრენი
Ми-24A უკვე 2 წელი მსახურობდა საბჭოური არმიის შეიარაღებაში, ხოლო
ამერიკული AH-1G Huey Cobra ვიეტნამში 1967 წლიდან მსახურობდა. "ვეფხვის”
პროექტი არ დაიწუნეს ფრანგებმა და გერმანელებთან ერთად 1977 წლიდან
განაგრძეს შვეულმფრენზე მუშაობა, მაგრამ მათ შორის თავიდანვე უთანხმოება
მოხდა, რადგანაც საფრანგეთში ამინდი უფრო კარგი და მზიანია, რის გამოც
ფრანგებს მარტივი საბრძოლო შვეულმფრენის აგება უნდოდათ, ხოლო გერმანიაში
ძირითადად ნისლიანი და ღრუბლიანი ამინდები იცის, რის გამოც გერმანელებს
სურდათ შეექმნათ ისეთი შვეულმფრენი რომელიც ყველა ნაირ კლიმატსა და ამინდს
მოერგებოდა და ამასთან საბჭოურ ტექნიკასაც შესაბამის კონკურენციას
გაუწევდა. საბოლოოდ გერმანელები და ფრანგები შეთანხმდნენ და "ვეფხვის” 3
სხვადასხვა მოდიფიკაცია შექმნეს და ასე დაიბადა Tiger-ის სამი დამატებითი
სახელი: PAH – ტანკსაწინააღმდეგო შვეულმფრენი გერმანიისათვის; HAC – იგივე
შვეულმფრენი, ოღონდ ფრანგებისათვის და HAP – საცეცხლე მხარდაჭერის
შვეულმფრენი.
ბედმა Tiger-ს კიდევ ერთი გამოცდა მოუწყო, როცა 1991 წელს საბჭოთა
კავშირი დაიშალა, ანუ ავტომატურად გაქრა საფრთზე ცივი ომის გაგრძელებისა და
მესამე მსოფლიო ომის დაწყების. ბუნდესვერის ხემძღვანელობამ 212 შეკვეთილი
"ვეფხვების” რაოდენობა ჯერ 138-მდე, ხოლო შემდეგ კი 78-მდე შეამცირა,
რამაც Tiger-ს დიდი დარტყმა მიაყენა. მაგრამ ფრანგებმა მაინც არ შეწყვიტეს
შვეულმფრენზე მუშაობა და წარმატებასაც მიაღწიეს, ამის შემყურე გერმანელები
Tiger-ის პროექტით კვლავ დაინტერესდნენ. Tiger-ის პირველი გაფრენა მხოლოდ
და მხოლოდ 1991 წელს განხორციელდა.
ტექნიკური მახასიათებლები:
ქვეყანა — გერმანია, საფრანგეთი, იტალია
მწარმოებელი — Augusta, Messerschmit-Bolkow-Blohm
ეკიპაჟი — 2 კაცი (პილოტი, შეირაღების ოპერატორი)
ფიუზელიაჟის სიგრძე — 14,08 მეტრი
ფიუზელიაჟის სიგანე — 1,4 მეტრი
სიმაღლე — 3,83 მეტრი
მასა (აღუჭურველი) — 3,060 ტონა
მაქსიმალური ასფრენი მასაა — 6 ტონა
საწვავის მარაგი — 1800 კილომეტრი
აღჭურვილია ტყვიამფრქვევ — GIAT AM-30781
GIAT AM-30781 კალიბრი — 30 მილიმეტრი (450 ვაზნა)
მაქსიმალური ფრენის სიჩქარე — 315 კმ./სთ.
ჰაერი-ჰაერის რაკეტები — FIM-92 Stinger, Mistral
ძრავის სახეობა 2×1285 — ცხენის ძალა Rolls-Royce
Popularity: 2% [?]
|