მე-20
საუკუნის დამლევს აშშ-ში აქტუალურად განიხილება უნივერსალური საიარაღო
კომპლექსის XM29 OICW-ს სერიულ წარმოებას 2008 წლისთვის გეგმავდნენ, მაგრამ
პენტაგონის იმედს გამართლება არ ეწერა. სამხედროებმა ყუმბარსატყორცნის
კალიბრის 20-დან 25 მმ-მდე გაზრდა მოითხოვეს, რომ ყუმბარის აფეთქებას უფრო
მეტი დამაზიანებელი ეფექტი ჰქონოდა. ამან მოდელური იარაღის მასის
მნიშვნელოვნად (7-8 კგ-მდე) გაზრდა გამოიწვია, რაც მიუღებელი იყო.
გამოსავალი მოიძებნა: საიარაღო კომპლექსი დაშალეს, ავტომატური შაშხანა,
სახელწოდებით X8, და ყუმბარსატყორცნი XM25 ცალ-ცალკე იხვეწებოდა. X8-ს
მომავალი დღემდე ბუნდოვანია, სამაგიეროდ, X25, ჩანს, ღირსეულ ადგილს
დაიკავებს აშშ-ის არმიაში.
თვითდამტენი ყუმბარსატყორცნი XM29, ერთი შეხედვით, დიდი სიახლით არ
გამოირჩევა. მისი ავტომატიკა აგებულია დენთის აირებით მექანიზმის
გადატენვაზე, ლულა მობრუნებადი საკეტით იკეტება, ისე, როგორც ათეულობით
სხვა თვითდამტენ თუ ავტომატურ შაშხანაში.
XM25-ის უპირატესობა სულ სხვა რამ არის, კერძოდ, მის ნასროლ ყუმბარას ზედ
მოწინააღმდეგის თავზე შეუძლია აფეთქება და მისი ნამსხვრევებით დაზიანება.
XM25 ყუმბარსატყორცნის თავზე დამონტაჟებულია XM104 ტიპის სამიზნე
კომპლექსი, რომელშიც შედის: ჩვეულებრივი დღის ოპტიკური სამიზნე; ლაზერული
მანძილმზომი, ელექტრონული კომპასი და ბალისტიკური გამომთვლელი.
ლაზერული მანძილმზომის (მიზნამდე მანძილი), კომპასისა (მიზნისკენ
მიმართულება) და ბალისტიკური გამომთვლელის (დასამიზნებელი წერტილი)
მონაცემები პროეცირდება სამიზნე კომპლექსის ოკულარში მსროლელის თვალთან.
ტექნიკურად ეს ყველაფერი უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ზემო წინადადების
წაკითხვა. მსროლელი ოკულარში ხედავს მიზანს და თითს აჭერს სასხლეტს,
ავტომატურ რეჟიმში ლაზერული მანძილმზომი მიზნამდე მანძილს ზომავს და
შეჰყავს მონაცემები ბალისტიკურ გამომთვლელში, რომელიც ასევე ავტომატურად
აპროგრამებს HEAB ტიპის 25 მმ კალიბრის ყუმბარის ელექტროამფეთქს, თუ რა
მანძილზე უნდა აფეთქდეს ჰაერში.
თუკი დასამიზნებელი კომპლექსი მწყობრიდან გამოვიდა და ვერ დააპროგრამა
ყუმბარის ელექტროამფეთქი, ყუმბარა მაინც აფეთქდება, ოღონდ კონტაქტურად,
მიზანში მოხვედრის შემდეგ.
HEAB ტიპის ჰაერში ფეთქებადი მსხვრევად-ფუგასური ყუმბარის გარდა XM25-ს
შეუძლია ისროლოს თერმობარული (მოცულობითი აფეთქების), ჯავშანმაგნატი
კუმულაციური (ხვრეტს 50 მმ სისქის ჯავშანს), კასეტური მოქმედების (ყუმბარის
თავში განთავსებულია ისრისებრი ელემენტები) და არალეტალური მოქმედებების
(ცრემლსადენი ან რეზინისტყვიებიანი) ყუმბარებიც.
XM25-ის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი მჭიდში ყუმბარების სიმცირეა. XM29 OICW-ს
მოდალური საიარაღო კომპლექსის 20 მმ-იანი ყუმბარსატყორცნის მჭიდში ექვსი
ყუმბარა ეტეოდა, XM25-ის მჭიდში კი მხოლოდ ოთხი 25 მმ-იანი ყუმბარა ჩადის,
რაც ნამდვილად არასაკმარისია. თუმცა კონსტრუქტორები ირწმუნებიან, რომ ისინი
მჭიდის ტევადობას 10 ყუმბარამდე გაზრდიან.
XM25-ის მსროლელს აუცილებლად დასჭირდება დამხმარე ცეცხლსასროლი იარაღიც __
ავტომატური პისტოლეტი ან პისტოლეტტყვიამფრქვევი, ან კიდევ კომპაქტური
ავტომატური შაშხანა.
მიუხედავად ყველაფრისა, XM25-ს ჰაერში ფეთქებადი დამპროგრამებელი
ყუმბარებით შეუძლია რევოლუცია მოახდინოს თანამედროვე ბრძოლებში როგორც
ველზე, ისე ქალაქის პირობებში, რადგან სანგარში ჩამჯდარი ან კედელს
ამოფარებული მოწინააღმდეგე თავს დაუცველად ვეღარ იგრძნობს.
XM29 OICW-ე ერთმანეთთან შეწყვილებულ 5,56 მმ კალიბრის ავტომატურ
შაშხანას, 20 მმ კალიბრის თვითდამტენ ყუმბარსატყორცნს და ელექტრო ოპტიკურ
სამიზნე კომპლექსს წარმოადგენდა.
დოსიე: თვითდამტენი ყუმბარსატყორცნი XM25 "ბულპაპის” სქემითაა შექმნილი
და 5,4 კგ-ს იწონის. ყუმბარების სროლის ეფექტიანი მანძილი "წერტილოვანი”
სამიზნის დაზიანებისას 500 მ-ს, ხოლო ფართობზე გაშლილი მოწინააღმდეგის
მწყობრიდან გამოსაყვანად კი 700 მ-ს შეადგენს.
XM25-ის თავზე XM104 ტიპის სამიზნე კომპლექსია დამონტაჟებული.
XM25-ების შეიარაღებაში მიღებას პენტაგონი 2014 წლისთვის გეგმავს. თითოეული
ყუმბარსატყორცნის ფასმა შეიძლება 25 ათას დოლარს მიაღწიოს, ხოლო HEAB
ტიპის ერთი "ჭკვიანი” ყუმბარა კი 25 დოლარი მაინც ეღირება.
კალიბრი: |
25 მმ |
ტიპი: |
თვითდამტენი ხელის ყუმბარმტყორცნი |
სიგრძე: |
??? |
წონა: |
5.45 კგ |
სროლის ეფექტური მანძილი: |
წერტილოვანი დარტყმები- 500 მ,გაშლილ ფართობზე შეტევისას- 700 მ |
|