მთავარი » 2011 » იანვარი » 25 » X2
9:46 PM
X2

ამერიკული პერსპექტიული შვეულმფრენი


ამერიკულმა პერსპექტიულმა შვეულმფრენმა სიჩქარის რეკორდი დაამყარა ამერიკულმა შვეულმფრენმა X2-მა, რომელზეც კომპანია SIKORSKY მუშაობს, მორიგ საგამოცდო ფრენისას თავის კლასში სიჩქარის რეკორდი დაამყარა. შვეულმფრენმა 416,7 კმ/სთ (225 საჰაერო კვანძი) სიჩქარის განვითარება შეძლო, თუმცა რეკორდი ოფიციალურად არ ჩაითვლება, რადგან გამოცდას საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის (FAI) წარმომადგენელი არ ესწრებოდა.  აღნიშნულ ფედერაციაში ამ დროისთვის შვეულმფრენებისთვის ოფიციალურ რეკორდად 216 კვანძი ითვლება, რომელიც შვეულმფრენმა AgustaWest-land Lynx-მა 1986 წელს დაამყარა.კომპანია  SIKORSKY-ის წარმომადგენელთა თქმით, მომდევნო ფრენისას საავიაციო ფედერაციის წარმომადგენელს აუცილებლად მოიწვევენ და თუკი X2 საუკეთესო შედეგს გაიმეორებს, რეკორდი ოფიციალურად დარეგისტრირდება. SIKORSKY-ის შვეულმფრენი ორი მთავარი, ოთხფრთიანი ხრახნითაა აღჭურვილი, რომლებიც ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით ბრუნავენ. კიდევ ერთი, ექვსფრთიანი ხრახნი X2-ს კუდზე აქვს. სამივე ხრახნი მოძრაობაში ერთ ძრავს მოჰყავს.SIKORSKY-ის ინჟინრები უახლესი შვეულმფრენის ფრენის მანძილის 1300 კმ-მდე, ფრენის სიჩქარის კი 480 კმ/სთ-მდე გაზრდას გეგმავენ.

კატეგორია: კატეგორიის გარეშე | ნანახია: 709 | დაამატა: misho1997 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ტანკები [7]
კატეგორიის გარეშე [44]
სამხედრო ვიდეო [26]
ჯავშან მანქანები [1]
ავტომატური შაშხანები [7]
ცეცხლსასროლი იარაღები [5]
ავიაცია [9]
ჯარის შესახებ [21]
ყუმბარმტყორცნები [3]
სარაკეტო დანადგარები [0]
ტყვიამფრქვევები [0]
შვეულმფრენები [2]
ცივი იარაღი [0]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz