უკრაინის
თავდაცვის სამინისტრო ხუთი სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავის "Aero L-39
Albatros” – ის კაპიტალურ შეკეთებას იწყებს. ამის შესახებ სახელმწიფო
კომპანია "უკრსპეცექსპორტის” საიტის პრესრელიზშია ნათქვამი.
სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი 2011 წლის 14 თებერვალს გამოცხადდა და 16
მარტს დამთავრდება. კონკურსის პირობების თანახმად, 2011 წლის 23
დეკემბრამდე რემონტი დასრულებული უნდა იყოს.
დღესდღეობით, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში 39 ჩეხური
წარმოების "L-39” შედის. "Flightglobal MiliCAS” – ის ცნობით, ამათგან
მხოლოდ სამს შეუძლია ფრენა, დანარჩენები კი ყველა სარემონტოა და
მოდერნიზაციას მოითხოვს.
თავდაცის ბიუჯეტს, კონკრეტულად, რა თანხა დაუჯდება ეს პროცესი, ჯერჯერობით,
არ ხმაურდება. ცნობილია, რომ ამ ტიპის თვითმფრინავების შესაძლებლობაში
შედის როგორც სასწავლო ამოცანების, ისე სხვა სამხედრო ოპერაციების
შესრულებაც. თვითმფრინავს შეუძლია საათში 750 კილომეტრის განვითარება და
1,2 ტონა სამხედრო ტვირთის გადატანა.