ცხინვალის რუსულ სამხედრო ბაზაზე ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის "ტოჩკა-უ”-ს დივიზიონი განათავსეს. როგორც "ინტერფაქსი” იუწყება, ამის შესახებ რუსეთის სამხრეთის ფედერალური ოლქის ძალოვან სტრუქტურებში განაცხადეს.
"სმერჩის” სარაკეტო ცეცხლის სისტემით აღჭურვილ გვარდიის დივიზიონთან ერთად, სამხრეთ ოსეთში განთავსდა "ტოჩკა-უ”-ს კომპლექსი, რომლის მოქმედების სიშორე 120 კილომეტრია”, – განაცხადეს რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს სპეცსამსახურებს უკვე აცნობეს, რომ სამხრეთ ოსეთში არსებობს სარაკეტო იარაღი, რომელსაც ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებით, თბილისის მხრიდან ნებისმიერი აგრესიის ეფექტურად მოგერიება შეუძლია.