მთავარი » 2011 » მარტი » 10 » ТП-82 კოსმონავტების სამლულიანი პისტოლეტი.
2:19 PM
ТП-82 კოსმონავტების სამლულიანი პისტოლეტი.


თითქოს დაუჯერებელია, სად კოსმონავტი და სად პისტოლეტი და მით უმეტეს – დათვები, მაგრამ რეალობამ აიძულა საბჭოთა კოსმოსური პროგრამის ხელმძღვანელობა, კოსმონავტები დედამიწის ორბიტაზე შეიარაღებული გაეშვათ.
თავდაპირველად კოსმონავტებს თან "მაკაროვის” პისტოლეტები მიჰქონდათ. თეორიულადაც ძნელი წარმოსადგენი იყო, მაგრამ მოსკოვში არ გამორიცხავდნენ, რომ თუ საბჭოთა კოსმოსურ თანამგზავრს ამერიკელები ხელში ჩაიგდებდნენ, საბჭოთა კოსმონავტები მათ წინააღმდეგობას "მაკაროვებით” გაუწევდნენ. თუმცა უფრო მეტად იარაღი კოსმონავტებს დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ სჭირდებოდათ, სანამ მათ საძიებო-სამაშველო სამსახური მოძებნიდა.
გასული საუკუნის 60-70-იან წლებში დედამიწის ორბიტიდან დასაბრუნებელი აპარატი წინასწარგანსაზღვრული ადგილის ნაცვლად შუა ტაიგაში არაერთხელ დაშვებულა. კოსმონავტები ორი-სამი დღე-ღამეც ყოფილან ტაიგაში ჩარჩენილი, სანამ მათთვის მაშველებს მიუგნიათ.
შუა ტაიგაში მარტო დარჩენილი კოსმონავტისთვის კი "მაკაროვი” მართლაც დიდი არაფერი ბედენაა, როდესაც მისკენ დამშეული დათვი მიიწევს.

ამიტომაც 1982 წელს ტულის საიარაღო ქარხანაში მთავარი კონსტრუქტორის პარამონოვის ხელმძღვანელობით შეიქმნა და 1986 წელს საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში მიიღეს კოსმონავტის სამლულიანი პისტოლეტი ТП-82.
ТП-82 არაავტომატური იარაღია, რომელიც კოსმონავტების საავარიო მარაგში შედის და დედამიწაზე დაშვების შემდეგ გათვლილია საშიში მხეცების მოსაგერიებლად, სანადიროდ, კრიმინალური ელემენტებისგან თავდასაცავად და სასიგნალო რაკეტების გასაშვებად.
იარაღი როგორც სანადირო თოფი შუაზე იხსნება. ლულების ბლოკში სამი ლულაა დამონტაჟებული, მათგან ორი 32-ე სანადირო კალიბრის (12,5X70 მმ სანადირო ვაზნებისთვის) და მათ ქვეშ განთავსებული კუთხვილიანი 5,45 მმ კალიბრის ლულა, რომელიც "კალაშნიკოვის” AK-74-ის 5,45X39 მმ-იან ვაზნებზეა გათვლილი.
საცემ-სასხლეტ მექანიზმს ორი გარე ჩახმახი და ერთი დამშვები სასხლეტი აქვს და ისეა გათვლილი, რომ კოსმონავტმა ერთი ხელითაც შეძლოს სამივეჯერ გასროლა.

გლუვლულიან ლულებს ჩვეულებრივ ექსტრაქტორები აქვს მასრების ამოსაყრელად, ქვედაკუთხვილიან ლულას კი ზამბარიანი ექსტრაქტორი და სპეციალურ ღილაკზე თითის დაჭერისას 5,45 მმ-იანი ვაზნის მასრა გარეთ ვარდება.
სამივე ლულიდან გასროლა ერთი სასხლეტით ხდება და მსროლელი გადმოყვანას აყენებს იმ ლულაზე, რომლიდანაც გასროლა სურს.
იარაღის გამოსდისას გლუვლულიანი ლულებიდან ნასროლი საფანტით მოინადირეს კურდღლები, მელიები, იხვები, ხოლო კუთხვილიანი ლულიდან ნასროლი 5,45 მმ-იანი ტყვიებით ცხენ-ირემი, ტახი, მთის თხები, ჯეირნები. სხვათა შორის, კონკრეტულად ТП-82-ისთვის შეიქმნა 5,45 მმ კალიბრის სპეციალური ვაზნა СП-П, რომელშიც, "კალაშნიკოვის” სტანდარტული ვაზნისგან განსხვავებით , შემცირებულია დენთის რაოდენობა და თავად ვაზნა უკეთესადაა ჰერმეტიზებული. თავად ტყვია ფოლადისაა და თავში სიცარიელე აქვს ექსპანსიური მოქმედებისა და დამაზიანებელი ფაქტორის გასაძლიერებლად.

5,45 მმ-იანი ვაზნის სიგრძე 55,8 მმ-ია, ტყვიის მასა 3,6 გ, ხოლო მთლიანად ვაზნისა კი 10,7 გ-ია. ტყვიის საწყისი სიჩქარე 825-დან 840 მ/წმ-მდე მერყეობს, სროლის ეფექტური მანძილი 200 მ-მდეა.
გლუვლულიანი ლულებიდან ორი სახის ვაზნის გამოყენება შეიძლება. სანადირო ვაზნა СП-Д-ში 20 გ მასის ნომერი 3 საფანტია მოთავსებული. საფანტის საწყისი სიჩქარე 280-300 მ/წმ-ია და სროლის ეფექტური მანძილი 40 მ-ს შეადგენს.

გლუვი ლულებიდან ასევე შეიძლება სასიგნალო ვაზნების СП-С გასროლაც. გასროლის შემდეგ წითელი ფერის სასიგნალო მაშხალა 100-165 მ სიმაღლეზე ადის და 8-11 წმ იწვის, რისი დანახვაც დღისით 7-9 კმ რადიუსში შეიძლება, ღამით კი ბევრად შორიდან.
თუმცა ამით ТП-82-ის უნივერსალურობა არ მთავრდება. მის კომპლექტშია ბასრპირიანი მაჩეტე, რომელიც კონდახის როლს ასრულებს.
სამლულიანი პისტოლეტები ТП-82 დღესაც არის რუსი კოსმონავტების აღჭურვილობაში და მათთან ერთად მოგზაურობენ დედამიწიდან კოსმოსში და უკან.

კატეგორია: ცეცხლსასროლი იარაღები | ნანახია: 1682 | დაამატა: misho1997 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ტანკები [7]
კატეგორიის გარეშე [44]
სამხედრო ვიდეო [26]
ჯავშან მანქანები [1]
ავტომატური შაშხანები [7]
ცეცხლსასროლი იარაღები [5]
ავიაცია [9]
ჯარის შესახებ [21]
ყუმბარმტყორცნები [3]
სარაკეტო დანადგარები [0]
ტყვიამფრქვევები [0]
შვეულმფრენები [2]
ცივი იარაღი [0]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz