Т-72 „ურალი" – ძირითადი საბრძოლო ტანკი, შექმნილი სსრკ-ში. მეორე თაობის ყველაზე მასიური ძირითადი საბრძოლო ტანკი. სსრკს შეიარაღებაში შევიდა 1973 წელს. Т-72 შექმნილია Уралвагонзавод-ის მიერ ქვემო ტაგილში. ეს ტანკი შედის დსთ-ს ქვეყნების შეიარაღებაში, ვარშავის შეთანხმებით ექსპორტირდებოდა ფინეთში, ინდოეთში, ერაყში და სირიაში. Т-72-ის მოდიფიკაციები გამოდიოდა იუგოსლავიის(M-84), პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიისა და ინდოეთის (აჯეია) ლიცენზიებით, რომლებიც ამ მოდიფიკაციებსაც უკეთებდნენ ექსპორტირებას. 1940-50 წლებისთვის საბჭოთა სატანკო ნაწილებს არ ჰყავდათ ძირითადი ტანკი რომლითაც მთლიანად შეიარაღებული იქნებოდა რომელიმე ნაწილი,ისინი შეიარაღებულნი იყვნენ როგორც მსუბუქი ისევე საშუალო და მძიმე ტანკებით,ამას კი თავისი პრობლემები ჰქონდა ჭურვების მომარაგებაში ბრძოლის დროს სწორედ ეს იყო მიზეზი რომ შეექმნათ ერთი სტანდარტული ტანკი რომლითაც უმეტესი ჯავშანსატანკო ნაწილები იქნებოდნენ შეიარაღებულები,ამის განხორციელება კი დაევალა ალექსანდრ მოროზოვს რომელმაც დიდი ხნის განმავლობაში გამოუშვა რამოდენიმე Т-72 – ის ვერსია თუმცა შეიარაღებაში ის 1973 წელს მიიღეს. არსებობს ტ-72 ის შემდეგი მოდიფიკაციები ტ-72კ – სამეთაურო ვარიანტი ტ-72ა – გაუმჯობესებული ცეცხლის მართვის სისტემით და კვანტური მანძილმზომით ტ-72ავ – იგივე ტ-72ა ზედ დამაგრებული დინამიური დაცვის კონტეინერებით ტ-72აკ – ტ-72ა ს სამეთაურო ვარიანტი ტ-72მ – ტ-72ა ს საექსპორტო ვარიანტი ტ-72მ1 – ტ-72მ ის მოდერნიზებული ვარიანტი, შუბლა ჯავშანი გაიზარდა 16 მმ ით. ტ-72ბ – 840 ცხენის ძალიანი ძრავით В-84, შესაძლებელი გახდა ლულიდან მართვადი რაკეტის სროლა ტ-72ბკ – ტ-72 ბ ს სამეთაურო ვარიანტი, ტ-72ბ1 – არ ეყენა მართვადი რაკეტის გამოსაყენებელი ზოგიერთი ელემენტი ტ-72ბ1 კ – ტ-72ბ1 ის სამეთაურო ვარიანტი ტ-72ს – ტ-72ბ ს საექსპორტო ვარიანტი 90-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინაში ხარკოვის სატანკო ქახანაში დაიწყეს ტ-72 ის მოდერნიზება, არსებობს სამი ძირითადი ვარიანტი ტ-72მპ. ტ-72აგ. ტ-72-120. სამივე ეს ტანკი შესაძლებლობებით ბევრად აღემატება საბაზო ვარიანტებს ტტმ ტ-72 სიგრძე, მ 9,5 სიმაღლე, მ 2,19 სიგანე, მ 3,6 საბრძოლო წონს, ტ 41 სრული წონა, ტ 44,5 ძრავი V-ს მაგვარი 12-ცილინდრიანი, ოთხტაქტიკიანი, დიზელის თხევადური გაცივების ტურბოამჩქარებლით ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 840 გადაცემა მექანიკური პლანეტარული დაკიდების სისტემა დამოუკიდებელი მუხლუხო რეზინა–მეტალი(რმშ) ან მხოლო მეტალი(ომშ) მაქსიმალური სიჩქარე, კმ/ს 60 სვლის მარაგი, კმ 550-650 წინაღობის გადალახვა, მ – კედლის სიმაღლე 0,85 – გუბის გადალახვა 1,8 – მომზადებით 5 – თხრილის სიგანე 2,8 ჯავშნის ტიპი დაგრეხილი, ფოლადი და სამფენიანი კომბინირებული ფოლადი, ჭუვრსაწინააღმდეგო შეიარაღება 125-მმ გლუვლულიანი ქვემეხი საბრძოლო მასალის მარაგი 39ც – 125მმ, 300ც– 12,7 მმ და 2000ც – 7,62 მმ საბრძოლო მარაგის სახეობა ქვეკალიბრული , კუმულაციური, მსხვრევად-ფუგასური, მართვადი რაკეტა მართვადი შეიარაღების კომპლექსი 9კ120 მართვადი რაკეტა 9მ119 სხივის მართვით სროლის მანძილი, მ 100-4000 მანძილმზომი ლაზერული დატენვა ავტომატური ტყვიამფრქვევი 1 x 12,7-მმ, 1 x 7,62-მმ ჯავშანი კომბინირებული დინამიური დაცვა დაკიდული სტაბილიზატორი 2ე42-2 с ელექტროამძრავით და ჰორიზონტალური დამიზნებით ეკიპაჟი 3 გამომშვები „ურალვაგონზავოდი" შეიარაღებაში მიღების წელი 1976 ტ–72სიმ1 რუსეთ–საქართველო ომის დროს ბრძოლებში იქნა გამოყენებული ტ–72სიმ1, რომელის მოდერნიზაცია მოხდა „Elbit Systems"–ის დახმარებით თბილისში. განახლებულ ტანკებზე დაყენდა ახალი კავშირგაბმულობა, ხელსაწყო „ჩემი–სხვისი", სანავიგაციო სისტემა ჯპს(GPS), ორი თბოვიზორი, მძღოლ-მექანიკოსისთვის და მემიზნესთვის, მართვადი ჭურვების გამოყენების კომპლეკსი,ბალისტიკური გამომთვლელი, და მონიტორები. ტანკებს აქვთ თანამედროვე ფრანგული ინფრაწითელი სამიზნეები, რომელიც აძლევს საშუალებას აღმოაჩინოს და კონტროლზე აიყვანოს სამიზნე დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, აგრეთვე სამიზნის აღმოჩენა მეტ-ნაკლები სიზუსტით შეუძლია კვამლის ფარდის მიღმაც. ასევე უკრაინელმა ინჟინრებმა შეძლეს ტანკის ცეცხლის მართვის სიტემასთან საკუთარი ტანკსაწინააღმდეგო სისტემის „კომბატის" ადაპტირება.აღნიშნული სისტემა „კომბატი" გაცილებით თანმედროვეა ვიდრე ანოლოგიური რუსული სისტემა „სვირი", რომელსაც 58 არმია იყენებს ტ–72ბ სახეობის ტანკებზე.