atila On 26 აპრ 2011. Under სნაიპრული შაშხანები, ცეცხლსასროლი
სამხრეთ აფრიკული 20მმ-ნი ხელის ქვემეხი წარმოადგენს საკმაოდ იშვიათი
კლასის იარაღს. კონცეფცია, რომლითაც ის შეიქმნა არის იგივე რომლის
მიხედვითაც იქმნება მსხვილკალიბრიანი .50 კალიბრის შაშხანები. აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ მიუხედავად სხვა და სხვა მითქმა მოთქმისა, ამ იარაღის
დანიშნულების შესახებ შესანიშნავად გამოთქვა აზრი ყველასთვის ცნობილმა
გურუმ ჯეფ კუპერმა: არის მიზეზი მსხვილკალიბრიანი ხელით გადასატანი
შაშხანის არსებობის, და ეს მიზეზია მექანიკური აღჭურვილობის განადგურება
საშუალო მანძილებზე. .50 კალიბრის და ზევით შაშხანების სამიზნეებში შედის
ტრადიციულად სხვა და სხვა მნიშვნელოვანი და ფაქიზი ტექნიკა,
რადიო-ლოკაციური სადგურის ანტენები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები,
საავიაციო ტექნიკა განლაგებული მიწაზე, რთული შეიარაღების სიტემები, და ასე
შემდეგ. მოწინააღმდეგის ცალკეული ქვეითი მებრძოლი არასდროს არ იყო
„ბარეტისტების" სამიზნე, გარდა ამისა .50 კალიბრის ვაზნები არასდროს არ
გამოირჩეოდა დიდი სიზუსტით განსაკუთრებულად შორ მანძილებზე, ხოლო
სპეციალური სნაიპერული ვაზნის დამზადება (ტყვია მზადდება ფრეზირებით)
ძალიან ძვირია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო კონფლიქტებმა დაადასტურა,
რომ 12.7მმ-ნი (.50) ტყვიის სამიზნეში მორტყმა უდიდეს ნეგატიურ
ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს მოწინააღმდეგეზე, ხოლო ცალკეული მებრძოლების
განადგურება შესაბამისად ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. არსებული
ინფორმაციით, .50 ეფექტური გამოყენების სფერო დიდად არ აღემატება
სტანდარტული სნაიპერული შაშხანების ეფექტური გამოყენების მანძილებს.
სამხედრო სნაიპერების ინდივიდუალურ სამიზნეებზე მუშაობის ეფექტური
მანძილები გაიზარდა სტანდარტულ .308-ზე უფრო ძლიერი და .50-ზე უფრო მეტი
სიზუსტის პოტენციალის მქონე კალიბრებით, როგორიცაა .300 Winchester Magnum,
.338 Lapua Magnum და სულ ბოლო .408 Chey-tac. სამხრეთ აფრიკელები
წავიდნენ სხვა გზით და შექმნეს 20მმ-ნი სნაიპერული ხელის ქვემეხი, რომელიც
იყენებს მცირეკალიბრიანი ავტომატური ქვემეხებისთვის განკუთვნილ 20მმ-ან
ჭურვებს.
იარაღის ავტორი გახლავთ კომპანია Aerotek-ის სამხრეთ აფრიკელი ინჟინერი,
წარმოშვებით კიპრიოტი, ტონი ნეოფიტუ. „ცოცხალი" იარაღის შესაქმენლად მას
დაჭირდა სულ რაღაც ოთხ ნახევარი თვე. შემდეგ იარაღის წარმოების უფლებები
შეიძინა კომპანია Denel-მა, რომელიც ამ იარაღს (NTW-20) დღესაც სთავაზობს
მყიდველებს. 1998 წლიდან ეს იარაღი შეიარაღებაში მიღებულია სამხრეთ აფრიკის
შეიარაღებული ძალების მიერ.
იარაღის ასე მოკლე ვადებში შექმნას ხელი შეუწყო იმან, რომ ტონი ნეოფიტუს
ქონდა დიდი გამოცდილება ვერტმფრენებზე დასაყენებელი ტურელების
პროექტირებაში და ამიტომაც მან მალევე ააწყო პირველი პროტოტიპი.
გამოყენებული იყო ასევე უკვე არსებული იარაღის ნაწილები, კონკრეტულად კი
GA1 ავტომატუირ ქვემეხის ლულა და საკეტის თავი, რამაც ასევე დააჩქარა
სამუშაოები.
ფასის შემცირების, ტექნოლოგიურობის და სიზუსტის პოტენციალის გამო,
არჩეულ იქნა ხელით გადასატენი შაშხანის კონცეფცია. საკეტს გააჩნია 6
საბრძოლო ბჯენი. სამ ვაზნიანი მჭიდი იარაღის გვერდიდან არის განლაგებული,
ამას მოითხოვდა იარაღის ძირითადი ნაწილების განლააგება და უკუცემის
შემცირების სისტემის მოქმედების სქემა.
იარაღის ძირითადი თავისებურება არის სამ კომპონენტიანი უკუცემის
შემცირების სისტემა, რომელიც შესაძლებელს ხდის გამოყენებულ იქნას ძლიერი
20მმ-ნი ჭურვები. პირველი კომპონენტი არის მასიური კომპენსატორი, რომელიც
130 გრადუსი კუთხით ფანტავს დენთის აირებს და ამცირებს უკუცემას. მეორე
კომპონენტია ორი პარალელური ზამბარა, რომელიც ამცირებს როგორც უკუცემის
ძალას ისევე მოძრავი ნაწილების უკან დაბრუნებით წარმოქმნილ ძალებს. ამაში
მას ასევე ეხმარება ჰიდრავლიკური ბუფერი (მესამე კომპონენტი), რომელიც
შთანთქავს უკუცემის ყველაზე მეტ ენერგიას და მუშაობს პირველ ეტაპზე, შემდეგ
ის ეთიშება ამ პროცესს და დანარჩენ ენერგიას შთანთქავენ ზამბარები.
ჰიდრავლიკური ბუფერის მუშაობის ეფექტურობა დამოკიდებულია ჰაერის
ტემპერატურაზე, ვინაიდან ის იყენებს ზეთს, როგორც სამუშაო სითხეს, ხოლო
მიის თვისებები იცვლება ტემპერატურიდან გამომდინარე. ორი ტიპის ბუფერია
ხელმისაწვდომი, ტემპერატურის სხვა და სხვა რეჟიმებისთვის. თავისთავად იდეა
ჰიდრავლიკის გამოყენების ცეცხლსასროლ იარაღში არ არის ახალი. თუნდაც
პისტოლეტის ხელა იარაღში, მაგალითად გერმანელები კომპანია
Heckler&Koch-იდან ცდიდნენ ჰიდრავლიკური ტუმბოს ნაირსახეობას მათ
P7-ში, რომელიც იყო განკუთვნილი .45APC კალიბრზე. თუმცა ეგ იდეა წარმატებით
არ დასრულებულა. გაცილებით უფრო დიდი ზომის იარაღში სამხრეთ აფრიკელების
სქემა გაცილებით უფრო წარმატებული აღმოჩნდა.
უკუცემის დროს არც ერთი ნაწილი, რომელთანაც ურთიერთობს მსროლელი
(კონდახი, სახელური, რესივერი, ოპტიკა, სადგარი) არ მოძრაობს. მოძრავი
ნაწილების მოძრაობის სიგრძე დაახლოებით 100მმ-ია.
იარაღზე ყენდება სტანდარტული ოპტიკური სამიზნე 8 x 56 Lynx ინტეგრირებული ტყვიის ვარდნის კომპენსატორით.
იარაღის ქვედა ნაწილი წარმოადგენს ლაფეტს, რომელზეც მოძრაობს მთელი
სისტემა. მის უკანა ნაწილში განლაგებულია მონოპოდი, რომელიც წარმოადგენს
იარაღის ხელით გადატანის კომპონენტს. ის რეგულირებადია და შესაძლებელია
მისი აკეცვა ან მოხსნა. სახელური არის სამხრეთ აფრიკული მოიერიშე შაშხანა
R4-იდან აღებული (ისრეალური ავტომატის გალილის მოდიფიკაცია). დამრტყელ
სასხლეტი მექანიზმი მოდულური ტიპისაა და მისი რეგულირება შესაძლებელია მისი
მოხსნის გარეშეც. იარაღი იშლება გასაწმენდად ინსტრუმენტების დახმარების
გარეშე.
NTW20 იწონის 26 კგ-ს და ტრანსპორტირებისას იყოფა ორ ნაწილად, 11 და 15
კგ პაკეტებად. აწყობილ საბრძოლო მდგომაარეობაში იარაღის სრული სიგრძე
1795მმ-ია, ლულის სიგრძე ზუსტად ერთი მეტრი. უკანასკნელი მოდიფიკაცია
კალიბრში 20 x 110 mm Hispano იწონის უკვე 31 კგ-ს. სროლის ეფექტური
მანძილი მწარმოებლის განცხადებით შეადგენს 1300 მეტრს ჭურვით და 1700 მეტრს
14.5მმ ტყვიით სროლისას.
20 x 110 mm Hispano-ს ჯავშანგმატანი და მაღალფეთქებადი (ფუგასური) ჭურვები. სურათი მწარმოებლის საიტიდან.
სამ ვაზნიანი მჭიდის წინა მხარე ისეთი ფორმიასაა, რომ ჭურვის ცხვირი დაცული იყოს მჭიდის კედელთან კონტაქტისგან.
ლულის, მჭიდის და საკეტის თავის
გამოცვლით შესაძლებელია ქვემეხის კონვერტაცია შაშხანაში, რომელიც იყენებს
რუსულ 14.5X114 კალიბრის ვაზნებს. ლულის მოხსნა შესაძლებელია საველე
პირობებში, ამისთვის გასაღების როლს ასრულებს ვაზნა გამოდგება, როგორც
20მმ-ნი ჭურვის ასევე 14.5 მმ-ნი ვაზნის მასრები (მასრის ქვედა ნაწილი,
ხოლო შესაბამისი ზომის ”პაზები” იარაღზე მარკირებულია). . როგორც უკვე
ავღნიშნე ამ ორ კალიბრს მოგვიანებით დაემატა მესამე: 20 x 110 mm Hispano.
კიდე უფრო ძლიერი ჭურვი, რომლის საწყისი სიჩქარე 20X82თან შედარებით
100მ/წ-ით უფრო გაზრდილია. ეფექტური სროლის მანძილი შეადგენს შთამბეჭდავ
1500 მეტრს. ამ კლაიბრში იარაღი არის ცალვაზნიანი, მისი წონა კი 31
კილოგრამს აღწევს.
კარგად ჩანს გვერდიდან განლაგებული მჭიდი. მეტალის ჩარჩო აადვილებს იარაღის გადატანას და დამატებით იცავს ოპტიკას დაზიანებისგან.
რაც შეეხება ამუნიციას,
რომელსაც იყენებს ეს ქვემეხი. 20X82 ჭურვი არის შექმნილი მაუზერის მიერ
30-ან წლებში და პრაქტიკულად წარმოადგენს 20X80RB Oerlikon-ის ჭურვის
კოპიას. განსხვავებით უკანასკნელისგან, პირველს აქვს უფრო აშკარად
გამოხატული ბოთლისებრი ფორმა და სრული დიამეტრის საექსტრაქციო რკალი.
ვაზნა შედარებით ნაკლები სიმძლავრისაა სხვა 20მმ-ან ჭურვებთან შედარებით,
რაც თავიდანვე იყო განპირობებული მისი გამოყენებით მსუბუქ ავტომაატურ
ქვემეხებში. შესაბამისად იგივე მიზეზის გამო შესაძლებელი გახდა მისი
გამოყენება შაშხანის კლასის იარაღში. ამერიკელებმა კიდე უფრო განავითარეს
დაბალი სიმძლავრის ჭურვის ირგვლივ შაშხანის შექმნის იდეა და გაზარდეს
კალიბრი 25 მმ-დე, ხოლო საბრძოლო ეფექტურობა გაიზარდა ჭურვის უფრო მძლავრი
საბრძოლო ნაწილის გამოყენებით. ჩემი აზრით ეს იარაღი კონცეფციით უფრო
ახლოს დგას უნიტარული ჭურვების გამოყენებისთვის განკუთვნილ
ყუმბარმტყორცნებთან ვიდრე სნაიპერულ სისტემებთან. აღნიშნული იარაღი
შეიქმნა კომპანია Barrett-ის მიერ და ის ატარებს ინდექს XM109.
NTW-20-ის ჭურვების შედეგი
ნახევრად ჯავშანგმატან ჭურვს შეუძლია
გახვრიტოს 10მმ-ნი სტანდარტული ნატოს ჯავშანფირფიტა 1000 მეტრის მანძილზე
სწორი კუთხით მოხვედრისას. ძირში განლაგებული ამფეთქებელი უზრუნველყოფს
ოდნავ დაგვიანებულ დეტონაციას, და შესაბამისად ეფექტურად გამოიყენება
მაგალითად ჯავშან ტრანსპორტიორების წინააღმდეგ, როდესაც ჭურვის დეტონაცია
მოხდება ტრანსპორტის შიგნით შეღწევის შემდეგ.
|