აშშ-ის სენატმა 2011 წლის სამხედრო ბიუჯეტი დაამტკიცა. ამის შესახებ "Defense News” იტყობინება.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ფინანსური ხარჯები 2011 წლის 30 სექტემბრამდე
672 მილიარდ დოლარს შეადგენს, საიდანაც 158 მილიარდი კვლავ ერაყის და
ავღანეთის ოპერაციებზე დაიხარჯება. ახალი ტიპის იარაღის შესყიდვასა,
მოდერნიზაციასა და შექმნაზე პენტაგონი 514 მილიარდ დოლარს მიიღებს.
მთლიანობაში, პრეზიდენტ ობამას რეკომენდაციით, დამტკიცებულ ბიუჯეტს 17,3
მილიარდი დოლარი ჩამოეჭრა. "შემცირებაში” მოჰყვა საომარი ოპერაციები
საზღვარგარეთ და სამხედრო ტექნიკის შეკეთების ზოგიერთი პროგრამა.
როგორც ცნობილია, აშშ-ის ფინანსური წელი 1 ოქტომბერს იწყება და 30
სექტემბერს მთავრდება. წლევანდელი ბიუჯეტი კი სენატმა თავის დროზე ვერ
დაამტკიცა, რადგან დოკუმენტის პროექტმა რიგი ცვლილებები მოითხოვა, რაც
სამხედრო ხარჯებს ეხებოდა.