Mil Mi-28N რუსული წარმოების მძიმე დამრტყმელი შვეულმფრენია. მისი
შექმნის პროცესი ჯერ კიდევ 1980 წლიდან დაიწყო, საბჭოთა კავშირის დაკვეთით
Mil-მა დაიწყო ახალი მძიმე დამრტყმელი შვეულმფრენის შექმნა რომელსაც
მანამდე არმიაში არსებული Mi-24 უნდა ჩაენაცვლებინა და კონკურენცია უნდა
გაეწია დასავლური შვეულმფრენებისთვის (ამ დროს აპაჩის შექმნის პროცესი უკვე
დაწყებული იყო). პირველი mi-28A mil-მა 1988 წელს წარმოადგინა, ამის
შემდეგ 1989 წლის ივნისში mi-28 წარმოადგინეს პარიზის ავია შოუზე, ხოლო
1995 წლიდან დაიწყეს MI-28Nზე მუშაობა, მაგრამ შეიარაღებაში მხოლოდ 2006
წელს მიიღეს. როგორც ყველა საბჭოთა/რუსული შვეულმფრენი ისიც გამოირჩევა
ძლიერი ჯავშნით, მისი ჯავშანი უძლებს 7.62მმ და 12.7 მმიან ტყვიებს. როგორც
მწარმოებლები ამბობენ აქვს საკმაოდ კარგი ავტოროტაციის უნარი, ამასთან
ერთად გარკვეული დროის განმავლობაში შეუძლია ზეთის გარეშე ფრენა. MI-28N-ს
დიდ უპირატესობას ანიჭებს ორი 1636 კილოვატი სიმძლავრის ძრავი Klimov
TV3-117VMA, მისი დახმარებით შვეულმფრენს შეუძლია განავითაროს 320 კმ/სთ
სიჩქარე. იგი მიზნების აღმოსაჩენად შეიარაღებულია რადარითა და FLIR-ით.
MI-28N შეიარაღებულია 30 მმიანი ქვემეხი 2A42-ით (მაქსიმუმ 600 გასროლა წუთში) სხვა სახის იარაღის წასაღებად MI-28N-ს გააჩნია 2-2(ჯამში 4) პილონი რომელზეც შეიძლება განთავსდეს:
16 მართვადი რაკეტა Ataka-V, იგი მიფრინავს 6-8 კმ მანძილზე და იწონის 49,2 ან 48,5 კილოგრამს (ქობინი 8-5 კილოგრამს)
ან 8 ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტა Igla-V
ან 8 ჰაერი-ჰაერი კლაის რაკეტა R-73
ან S-8ის 20 უმართავ რაკეტიანი კონტეინერი ან
ორი 23 მმიანი ქვემეხი GSh-23 250 ჭურვით
ან ლაზერული დამიზნების ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა 9K118 Sheksna, ასევე შვეულმფრენზე შეიძლება დაყენდეს დასანაღმი სისტემა.
ეკიპაჟი:2 ადამიანი
სიგრძე: 17,1 მეტრი
როტორის დიამეტრი: 17,2 მეტრი
სიმაღლე: 4,7 მეტრი
ცარიელი წონა 8,6 ტონა
მაქსიმალური ასაფრენი წონა: 11,5 ტონა
მაქსიმალური სიჩქარე: 324 კმ/სთ
მოქმედების რადიუსი: 200 კილომეტრი
ფრენის ჭერი: 5,7 კილომეტრი
|