იან 2011. Under კატეგორიის გარეშე, ტანკები Tags: merkava
ტიპი-ძირითადი საბრძოლო ტანკი.მწარმოებელი ქვეყანა-ისრაელი.
ტანკები
ისტორიული ცნობა.
1972 წელს ისრაელმა წამოიწყო საკუთარი ტანკის შემუშავება, რომელიც
გაგრძელდა 1977 წლამდე, როდესაც პრესას გადაეცა მონაცემები და სურათები
საცდელი ტანკის "merkava”.ტანკის პირველი საჯარო ჩვენება შედგა 1979 წლის
ივლისში,ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს,იერუსალიმის ცენტრალურ სტადიონზე.
"merkava” -ს კონსტრუქციაზე ზეგავლენა იქონია ებრაელთა ომის წარმოების
წესებმა, რომლებიც უპირატესობას ანიჭებდნენ თავდაცვით და პოზიციურ ბრძოლებს
რომელიც მოითხოვდა გამაგრებული ადგილების მოწყობას ამაღლებულ
პოზიციებზე.ასეთი ბრძოლისას დიდი ალბათობაა ტანკის გუმბათის დაზიანებისა.
რისი შედეგიც იყო ეკიპაჟისა და საბრძოლო ნაწილის გუმბათიდან ტანკის უკანა
ნაწილში გადატანისა,ასევე შემცირდა გუმბათის ფრონტალური სილუეტი.
მეორე ფაქტორი რომელმაც განაპირობა ტანკის კონსტრუქციის შეცვლა იყო
ეკიპაჟის უსაფრთხოება.ამ მიზეზით ეკიპჟი განათავსეს დაბლა და უკან,ძრავა და
ტრანსმისია განთავსებულია წინა ნაწილში და დაცულია ჩამოსხმული ერთიანი
მძიმე ჯავშნით,რომლის შიგნითაც ოდნავ მოშორებით ასევე ჩამონტაჟებულია
დაჯავშნული 60-მმ ფილა,ამ ორ ჯავშანს შორის განთავსებულია საწვავის
ავზი.ძრავის უკან განთავსებულია კიდევ ერთი 20-მმ ჯავშან – ტიხარი,ასეთი
სახით ეკიპაჟი დაცულია ჭურვის პირდაპირი მოხვედრისაგან. ტანკის სქელი
ჯავშანი წარმოადგენს ერთიან ჩამოსხმულ მონოლითს,ასევე ჩამოსხმულია გუმბათის
ძირითადი ნაწილიც,შედუღება გამოყენებულია გუმბათის წინა ნაწილის
რამოდენიმე ფილაზე ლულის გუმბათთან მიერთების ადგილებში.
ისრაელ ტალი,ტანკის მთავარი კონსტრუქტორი.
ძირითადი საბრძოლო ტანკის "merkava” Мк 1 საწარმოო პროცესი.
შეიარაღება.
ტექნიკურ-მატერიალური გამარტივებული უზრუნველყოფისათვის ტანკზე
დამონტაჟდა 105-მმ ამერიკული ქვემეხი М68 (ინგლისურის ლიცენზირებული
ვარიანტი L7A1). მაგრამ ტანკის გუმბათი ისე იყო კონსტრუირებული რომ
საჭიროების შემთხვევაში მასზე შესაძლებელი იყო უფრო დიდი კალიბრის მქონე
ქვემეხის მონტაჟი. "merkava”-ს საბრძოლო მარაგი შეადგენს 62 გასროლას,
საწიროების შემთხვევაში საბრძოლო მარაგის გაზრდა 85 ჭურვამდეა შესაძლებელი.
საბრძოლო მარაგში შედის 5 ტიპის ჭურვი:ჯავშანგამტანი,
ჯავშანგამტანი-ქვეკალიბრი,კუმულატიური, ჯავშანგამტანი-ფუგასური
დეფორმირებადი საბრძოლო თავით.
სპეციალურად "merkava”-სათვის ,ამერიკული БПС М735-ის ბაზაზე
შეიქმნა ჯავშანგამტანი-ქვეკალიბრის ჭურვი,გაშლადი სტაბილიზატორებით,
წინმძღოლით М111 "ხეც” (ისარი).ჭურვის ვოლფრამის გული(დიამეტრი 33-მმ)
ებრაული ფირმა IMI-ს სპეციალისტების თქმით, 2000 მეტრის მანძილზე ხვრეტს
60 გრადუსის კუთხით განლაგებულ 150-მმ ფოლადის წინაღობას .
ჯავშანგამტანი-ქვეკალიბრის ჭურვები "ხეც-6”, "ხეც-7”, "ხეც-10”
ქვემეხის მარცზნივ განთავსებულია მასთან შეწყვილებული 7,62-მმ
ტყვიამფრქვევი,გუმბათის მარცხენა და მარჯვენა მხარეს ასევე შესაძლებელია 2
ტყვიამფრქვევის FN MAG-ს მონტაჟი, სამივე ტყვიამფრქვევი საბრძოლო მარაგი
შეადგენს 2000 ვაზნას.ასევე საცეცხლე სიმძლავრის გასაზრდელად ქვემეხის
თავზე მაგრდება მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი М2НВ. ასევე დამონტაჟებულია
ქვეითთა საწინააღმდეგო 60-მმ ნაღმტყორცნი,რომელიც განთავსებულია გუმბათის
მარჯვენა ბორტზე მეთაურის ლუქის გვერდით.
60 მმ-იანი ნაღმტყორცნი
მანევრულობა
თითქმის ყველა ებრაულ ტანკზე დგას "ტელედაინ კონტინენტალი”-ია ფირმის
დიზელის ძრავა AVDS-1790 , მერკავას სერიული 60 ტონიანი მოდელისათვის არ
იყო საკმარისი და გააძლიერეს 900 ც/ძ-ამდე.
სავალი ნაწილი "merkava”-სთვის შეიმუშავა ინგლისურმა ფირმამ ებრაელი
სპეციალისტების თანამონაწილეობით , რომლებმაც სამუშაო მოდელად აიღეს ტანკ
ცენტურიონის სავალი ნაწილი.
|