მთავარი » 2011 » თებერვალი » 20 » leclerc
4:10 PM
leclerc
ted By janjuxa On 05 იან 2011. Under კატეგორიის გარეშე, ტანკები  Tags:   


ტიპი-ძირითადი საბრძოლო ტანკი.მწარმოებელი ქვეყანა-საფრანგეთი.



ძირითადი საბრძოლო ტანკი-Leclerc

70-იანი წლების ბოლოს ფრანგი და გერმანელი სპეციალისტები ერთობლივად შეუდგნენ ახალი ტანკის შემუშავებას  (პროგრამები «ნაპოლეონ-1» და КРг-3 ),მაგრამ 1982 წელს ერთობლივი სამუშაოები შეწყდა.მე-3-ე თაობის ტანკის პროექტზე მუშაობა განაგრძო მხოლოდ საფრანგეთმა. ტანკის,  რომელმაც მიიღო სახელწოდება «LECLERC» (ფრანგი გენერლის გვარი ) მწარმოებელი არის სახელმწიფო გაერთიანება . «LECLERC»-ის სერიულ წარმოებას ახორციელებს სახელმწიფო არსენალი,ქალაქ როანში.

«LECLERC» თავისი საბრძოლო მახასიათებლებით ბევრად აღემატება (საცეცხლე სიმძლავრე,მანევრულობა და ჯავშანი) წინამორბედ ტანკს  АМХ-30В2.მისთვის დამახასიათებელია ელექტრონიკის სიუხვე,რომლის ღირებულება აღწევს თვით ტანკის საფასურის ნახევარს.  «LECLERC» -ი შექმნილია კლასიკური კომპონირებული სქემით,რომლის შეიარაღება განთავსებულია მბრუნავი შეჯავშნულ გუმბათზე,მართვა ხდება წინა ნაწილიდან,ხოლო ძრავა და ტრანსმისია უკანა ნაწილშია განთავსებული.გუმბათში ქვემეხის მარცხნივ განთავსებულია მეთაურის ადგილი,მარჯვნივ მემიზნის, ხოლო ნიშაში ჩამონტაჟებულია დამტენი მექანიზმი.

კორპუსის შუბლა და გვერდითა ნაწილები დამზადებულია მრავალშრიანი ჯავშნის პრინციპით,ასევე გამოყენებულია კერამიკული ფილები.კორპუსის წინა ნაწილში ნაწილობრივ გამოყენებულია დაცვის მოდულური კონსტრუქცია.მოდულურ კონსტრუქციას გააჩნია ორი უპირატესობა ჩვეულებრივი ტიპის ჯავშანთან.1-დაზიანების შემთხვევაში სწრაფად შეიძლება დაზიანებული ფილის შეცვლა.2-შემდგომში შეიძლება მისი უფრო სრულყოფილი მოდულით ჩანაცვლება.განსაკუთრებული ყურადღება მიექცა გუმბათის დაცვის გაძლიერებას,პირველ რიგში პერსპექტიული ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებისაგან თავის დასაცავად,რომელიც ტანკს ზევიდან ანადგურებს.კორპუსის ბორტები დაცულია ბრონირებული ანტიკუმულატიური ეკრანით,ასევე კორპუსის წინა ნაწილზე მიმაგრებულია ფოლადის ყუთები,რომელიც წარმოადგენს შუბლა ნაწილის დამატებით დაცვას.

«LECLERC»-ი დაცულია მასობრივი განადგურების იარაღისაგან. მასობრივი განადგურების იარაღისაგან დაბინძურებული ტერიტორიის გადალახვის დროს ტანკში სავენტილიაციო ფილტრების წყალობით იქმნება  ზედმეტი წნევა რაც ხელს უშლის რადიაციული მტვერისა და მომწამლველი ნივთიერებების შეღწევას.  «LECLERC»-ის სიცოცხლისუნარიანობა ასევე ამაღლებულია მისი სილუეტის დაპატარავებით,ტანკში ჩამონტაჟებულია ავტომატური ცეცხლჩამქრობი სისტემები,ტანკის ძრავა გამოყოფს მცირე სითბურ გამოსხივებას ,რაც აძნელებს მის სითბოვიზორით აღმოჩენას,საჭიროების შემთხვევაში საკვამლე ყუმბარების გასროლით ტანკს შეუძლია შექმნას კვამლის ფარდა 55 მეტრის მანძილზე.


ტანკი აღჭურვილია გამაფრთხილებელი სისტემით(სიგნალიზაციით)რომელიც აფრთხილებს ეკიპაჟს,რომ მათზე მიმართულია ლაზერული სამიზნე და ძლევთ საშუალებას რათა განახორციელონ საჭირო მანევრი,მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისაგან თავის დასაღწევად.ასევე ტანკს გააჩნია საკმაოდ მაღალი მანევრულობა უსწორმასწორო ადგილების გადასალახად.არაბთა გაერთიანებულმა საამირომ შეუკვეთა  «LECLERC»-ები რომლებიც აღჭურვილია,გერმანული წარმოების ძრავითა და ტრანსმისიით,ძრავა-1500 ც/ძ ფირმა- МТУ 883-ე სერია და ავტომატური ტრანსმისია ფირმა-«რენკ»-ი.ასევე გათვალისწინებულია უდაბნოს პირობები და ტანკში ჟამონტაჟებულია კონდიციონერები.პირველი 5 ტანკი არაბებისათვის მზად იყო 1995 წლის თებერვალში.

კატეგორია: ტანკები | ნანახია: 992 | დაამატა: misho1997 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ტანკები [7]
კატეგორიის გარეშე [44]
სამხედრო ვიდეო [26]
ჯავშან მანქანები [1]
ავტომატური შაშხანები [7]
ცეცხლსასროლი იარაღები [5]
ავიაცია [9]
ჯარის შესახებ [21]
ყუმბარმტყორცნები [3]
სარაკეტო დანადგარები [0]
ტყვიამფრქვევები [0]
შვეულმფრენები [2]
ცივი იარაღი [0]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz