მთავარი » 2011 » იანვარი » 25 » Leclerc
9:35 PM
Leclerc
ტიპი-ძირითადი საბრძოლო ტანკი.მწარმოებელი ქვეყანა-საფრანგეთი.
ძირითადი საბრძოლო ტანკი-Leclerc

 70-იანი წლების ბოლოს ფრანგი და გერმანელი სპეციალისტები ერთობლივად შეუდგნენ ახალი ტანკის შემუშავებას  (პროგრამები «ნაპოლეონ-1» და КРг-3 ),მაგრამ 1982 წელს ერთობლივი სამუშაოები შეწყდა.მე-3-ე თაობის ტანკის პროექტზე მუშაობა განაგრძო მხოლოდ საფრანგეთმა. ტანკის,  რომელმაც მიიღო სახელწოდება «LECLERC» (ფრანგი გენერლის გვარი ) მწარმოებელი არის სახელმწიფო გაერთიანება . «LECLERC»-ის სერიულ წარმოებას ახორციელებს სახელმწიფო არსენალი,ქალაქ როანში. 


 «LECLERC» თავისი საბრძოლო მახასიათებლებით ბევრად აღემატება (საცეცხლე სიმძლავრე,მანევრულობა და ჯავშანი) წინამორბედ ტანკს  АМХ-30В2.მისთვის დამახასიათებელია ელექტრონიკის სიუხვე,რომლის ღირებულება აღწევს თვით ტანკის საფასურის ნახევარს.  «LECLERC» -ი შექმნილია კლასიკური კომპონირებული სქემით,რომლის შეიარაღება განთავსებულია მბრუნავი შეჯავშნულ გუმბათზე,მართვა ხდება წინა ნაწილიდან,ხოლო ძრავა და ტრანსმისია უკანა ნაწილშია განთავსებული.გუმბათში ქვემეხის მარცხნივ განთავსებულია მეთაურის ადგილი,მარჯვნივ მემიზნის, ხოლო ნიშაში ჩამონტაჟებულია დამტენი მექანიზმი.



კორპუსის შუბლა და გვერდითა ნაწილები დამზადებულია მრავალშრიანი ჯავშნის პრინციპით,ასევე გამოყენებულია კერამიკული ფილები.კორპუსის წინა ნაწილში ნაწილობრივ გამოყენებულია დაცვის მოდულური კონსტრუქცია.მოდულურ კონსტრუქციას გააჩნია ორი უპირატესობა ჩვეულებრივი ტიპის ჯავშანთან.1-დაზიანების შემთხვევაში სწრაფად შეიძლება დაზიანებული ფილის შეცვლა.2-შემდგომში შეიძლება მისი უფრო სრულყოფილი მოდულით ჩანაცვლება.განსაკუთრებული ყურადღება მიექცა გუმბათის დაცვის გაძლიერებას,პირველ რიგში პერსპექტიული ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებისაგან თავის დასაცავად,რომელიც ტანკს ზევიდან ანადგურებს.კორპუსის ბორტები დაცულია ბრონირებული ანტიკუმულატიური ეკრანით,ასევე კორპუსის წინა ნაწილზე მიმაგრებულია ფოლადის ყუთები,რომელიც წარმოადგენს შუბლა ნაწილის დამატებით დაცვას. 




 «LECLERC»-ი დაცულია მასობრივი განადგურების იარაღისაგან. მასობრივი განადგურების იარაღისაგან დაბინძურებული ტერიტორიის გადალახვის დროს ტანკში სავენტილიაციო ფილტრების წყალობით იქმნება  ზედმეტი წნევა რაც ხელს უშლის რადიაციული მტვერისა და მომწამლველი ნივთიერებების შეღწევას.  «LECLERC»-ის სიცოცხლისუნარიანობა ასევე ამაღლებულია მისი სილუეტის დაპატარავებით,ტანკში ჩამონტაჟებულია ავტომატური ცეცხლჩამქრობი სისტემები,ტანკის ძრავა გამოყოფს მცირე სითბურ გამოსხივებას ,რაც აძნელებს მის სითბოვიზორით აღმოჩენას,საჭიროების შემთხვევაში საკვამლე ყუმბარების გასროლით ტანკს შეუძლია შექმნას კვამლის ფარდა 55 მეტრის მანძილზე.


ტანკი აღჭურვილია გამაფრთხილებელი სისტემით(სიგნალიზაციით)რომელიც აფრთხილებს ეკიპაჟს,რომ მათზე მიმართულია ლაზერული სამიზნე და ძლევთ საშუალებას რათა განახორციელონ საჭირო მანევრი,მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისაგან თავის დასაღწევად.ასევე ტანკს გააჩნია საკმაოდ მაღალი მანევრულობა უსწორმასწორო ადგილების გადასალახად.არაბთა გაერთიანებულმა საამირომ შეუკვეთა  «LECLERC»-ები რომლებიც აღჭურვილია,გერმანული წარმოების ძრავითა და ტრანსმისიით,ძრავა-1500 ც/ძ ფირმა- МТУ 883-ე სერია და ავტომატური ტრანსმისია ფირმა-«რენკ»-ი.ასევე გათვალისწინებულია უდაბნოს პირობები და ტანკში ჟამონტაჟებულია კონდიციონერები.პირველი 5 ტანკი არაბებისათვის მზად იყო 1995 წლის თებერვალში.



გარდა არაბთა გაერთიანებული საამიროებისა,«LECLERC» შეთავაზებულ იქნა ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებისთვისაც.ადგილობრივ იარაღის ბაზარზე ფრანგული ფირმები წარმატებულად მოქმედებენ,რის შედეგადაც «LECLERC»-ებით დაინტერესდნენ ყატარი და საუდის არაბეთი,რომლებიც ამჟამად ექსპლუატაციას უწევენ ამერიკულ М60-ებს და ფრანგულ  АМХ-30-ებს.



დღის ნებისმიერ მონაკვეთში მეთაურს შეუძლია გამოიყენოს პანორამული პერისკოპული სამიზნე  Н1-15, რომელიც დაყენებულია გუმბათზე ქვემეხის მარცხნივ .მას გააჩნია დღის ვიზუალური არხი და ღამის (მე-3-ე თაობის ელექტრო-ოპტიკური გარდამსახველი ). ასევე მეთაურის განკარგულებაშია დისპლეი,რომელზეც გამოისახება მემიზნის ტელევიზორული გამოსახულება.მეთაურის ადგილთან პერიმეტრზე განთავსებულია 8 მინაბლოკი,რომელიც უზრუნველყოფს ტერიტორიის წრიულ დათვალიერებას. 



ტანკის მეთაურსა და მემიზნეს გააჩნიათ მართვის ყველა საჭირო ატრიბუტი (პანელი,სახელურები,პულტები). ტანკ «LECLERC»-ისათვის დამახასიათებელია დიდი რაოდენობით  სისტემები ,პირველ რიგში ციფრულ-გამომთვლელი ხელსაწყოები (მიკროპროცესორები),რომლებიც აკონტროლებენ ტანკის ყველა ძირითად სისტემას.ცენტრალური მართვის სისტემა ერთმანეთთან აკავშირებს:ცეცხლის მართვის ელექტრონულ-ბალისტიკურ გამომთვლელი სისტემას (კავშირი აქვს სროლის ტიპის  ყველა სახის მონაცემებთან, დისპლეებთან და მეთაურისა და მემიზნის სამართავ პულტებთან),მეთაურისა და მემიზნის სამიზნის მიკროპროცესორებს,ქვემეხსა და შეწყვილებულ ტყვიამფრქვევ-დამტენ ავტომატს,ძრავასა და ტრანსმისიას,მძღოლ-მექანიკოსის მართვის პანელს. 



 «LECLERC»-ის ძირითადი შეიარაღებაა ,120-მმ  გლუვლულიანი ქვემეხი СМ-120-26 სიგრძე 52 კალიბრი ( ტანკების  М1А1 «ABRAMS»და «LEOPARD» ლულის სიგრძეა 44-კალიბრი ).ლულას გააჩნია თბოსაიზოლაციო შალითა.მოძრაობისას ეფექტური სროლისასთვის ლულა სტაბილიზირებულია 2 სიბრტყეში. საბრძოლო მარაგში შედის ჯავშანგამტანი ქვეკალიბრის სტაბილიზირებადი კუმულატიური  ჭურვები. ჯავშანგამტანი ჭურვების გულას(შეფარდება სიგრძე დიამეტრთან 20:1)საწყისი სიჩქარეა 1750 მ/წამში.ამჟამად ფრანგი სპეციალისტები მუშაობენ 120 მმ-იანი ქვეკალიბრის ჯავშანგამტან ჭურვზე,რომლის გულაც შედგება გაღარიბებული ურანისაგან, ასევე მსხვრევად-ფუგასურ ვერტმფრენების საწინააღმდეგო ჭურვზე.განსაკუთრებით საყურადღებოა  «LECLERC»-ის დამტენი ავტომატი ,რამაც ხელი შეუწყო ეკიპაჟის წევრთა შემცირებას 3 ადამიანამდე.იგი შექმნილია ფირმა «KREZO-LUAR» მიერ და დამონტაჟებულია გუმბათის ნიშაში.მექანიზირებული დამტენის მარაგი შეადგენს 22 ჭურვს,დანარჩენი 18 კი ბარაბნისებურ სალაგში მძღოლ-მექანიკოსის მარჟვნივ.ავტომატური დამტენი უზრუნველყოფს სწრაფსროლას-წუთში 12 გასროლა,როგორც ადგილიდან ასევე მოძრაობისას.




 წონა   54,5 ტ  
 ეკიპაჟი 3 ადამიანი
 ზომები,მმ:  
 სიგრძე 6880
 სიგანე 3300
 სიმაღლე 2300
 კლირენსი 400
 ჯავშანი მმ  ჭურვგამძლე 
 შეიარაღება: 
 ქვემეხი 120-მმ გლუვლულიანი ქვემეხი СМ-120-26;
 ტყვიამფრქვევი 7,62-მმ ტყვიამფრქვევი, 12,7-მმ ტყვიამფრქვევი М2НВ-ОСВ
 საბრძოლო მარაგი:  40 გასროლა, 800 ვაზნა-კალიბრი 12,7-მმ და 2000 ვაზნა-კალიბრი 7,62-მმ
 ძრავა იუნიდიზელ» V8Х-1500, მრავალსაწვავიანი, დიზელის, 8-ცილინდრიანი,ტურბო,თხევადი გაგრილებით სიმძლავრე 1500 ც/ძ. 2500 ბრუნი/წუთ.
დაწოლა გრუნტზე კგ/სმ 1,0 კგ/სმ 2
 სიჩქარე  71 კმ/ს
 სვლის მარაგი 720 კმ (დამატებითი ავზებით) - ავზების გარეშე-550 კმ.
 წინაღობები: 
 კედლის სიმაღლე 1,2 მ
 თხრილის სიგანე 3 მ
 წყლის სიღრმე 1 მ. მომზადებით 4 მ.
 მაქს. ვერტიკალური დახრილობა: 60%
 მაქს. გვერდითი დახრა: 30 %
 ღამის ხედვის მოწყობილობა: კი, პასიური



კატეგორია: კატეგორიის გარეშე | ნანახია: 1201 | დაამატა: misho1997 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ტანკები [7]
კატეგორიის გარეშე [44]
სამხედრო ვიდეო [26]
ჯავშან მანქანები [1]
ავტომატური შაშხანები [7]
ცეცხლსასროლი იარაღები [5]
ავიაცია [9]
ჯარის შესახებ [21]
ყუმბარმტყორცნები [3]
სარაკეტო დანადგარები [0]
ტყვიამფრქვევები [0]
შვეულმფრენები [2]
ცივი იარაღი [0]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz