აგვისტოს შუა რიცხვებში ქართული ავიაცია დიდ ტრაგედიას გადაურჩა. ღვთის
შემწეობა რომ არა, თავდაცვის სამინისტრო დაკარგავდა მორიგ შვეულმფრენს, და
კიდევ უარესი - ხალხი დაიღუპებოდა.
როგორც "კვირის პალიტრისთვის"
ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, თბილისისკენ მომავალი თავდაცვის სამინისტროს
კუთვნილი МИ-8МТВ ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი მცხეთის რაიონში
ელექტროგადამცემ ხაზებს წამოედო.