მთავარი » 2011 » აპრილი » 5 » Heckler & Koch G36
10:49 PM
Heckler & Koch G36
ხლსასროლი  Tags:   


წარმოგიდგენთ გერმანულს საიერიშო შაშხანა H&K G36-ს


მოიერიშე შაშხანა G36 ცნობილმა გერმანულმა საიარაღო ფირმამ Heckler & Koch-მა 1995 წელს შექმნა და თავდაპირველად გერმანიის ბუნდესვერის შეიარაღებაში მიიღეს. 1999 წელს ეს პროგრესული იარაღი უკვე ესპანეთმაც შეიძინა საკუთარი არმიის აღსაჭურვად. რამდენიმე ქვეყნის სამართალდამცავები (მათ შორის დიდი ბრიტანეთისა და ა.შ.შ.-ის) ასევე იყენებენ G36-ის სხვადასხვა მოდიფიკაციებს. G36-ს ბოლო წლებში იმისთვის ხვეწდნენ, რომ პერსპექტიული ამერიკული მსუბუქი საიერიშო შაშხანის, XM-8-ის საფუძველი გამხდარიყო, თუმცა პენტაგონმა ჯერჯერობით ეს პროექტი შეაჩერა.

G36-ის კონსტრუქცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ,,ჰეკლერ-კოჰის” აქამდე შექმნილი ავტომატური იარაღისგან და კონსტრუქციულად უფრო ამერიკულ M16-ს უახლოვდება. მისი ავტომატიკა დაფუძნებულია აირძრავის მოქმედებაზე, რასაც აირის დგუშის მცირე გადაადგილება განაპირობებს ყოველი გასროლის შემეგ.
G36 მართლაც თანამედროვე ტიპის ავტომატური იარაღია. იგი კარგად ,,ჯდება” ხელებსა და მხარს შორის, კარგადაა დაბალანსებული. NATO-ს სტანდარტის 5,56X45მმ კალიბრის ტყვიების გასროლისას, როგორც ერთჯერადი, ისე ავტომატური ჯერით სროლისას, უკუცემა არც თუ ისე დიდია. ავტომატიდან შეიძლება აგრეთვე 2-3 ტყვიიანი ჯერის გაშვებაც. ყველაზე მოხერხებულია გამჭვირვალე პლასტმასისგან დამზადებული მჭიდი, რომელშიც კარგად ჩანს, თუ რამდენი ვაზნა დაგრჩა. მჭიდების ერთმანეთთან გადაბმა შესაძლებელია სპეციალური სამაგრების საშუალებით, რათა უფრო სწრაფად გამოიცვალოს დაცლიცი მჭიდი. ასე რომ, არ არის საჭირო მჭიდების ერთმანეთთან იზოლაციური ლენტითა და სკოჩით გადაბმა, როგორც ამას ,,კალაშნიკოვებზე” აკეთებენ.

გერმანული საიერიშო ავტომატური შაშხანა აღჭურვილია ორი სამიზნით. ოპტიკური სამიზნე 3,5-ჯერ ადიდებს, მეორე სამიზნეში კი, კოლიმეტრულში, ,, წიტელი წერტილია” ასე ვთქვათ, ჩამონტაჟებული. G36-ის კონდახი მარჯვენა მხარეს იკეცება, რაც ხელს არ უშლის იარაღის გადამტენის სახელურს, რადგან ეს უკანასკნელი ,,კალაშნიკოვივით” მარჯვნივ კი არა, არამედ ზევით არის განთავსებული. ამიტომ G36-ის გადატენვა ცაციისთვისაც მოსახერხებელია. ახლა კი გაგაცნობთ G36-ის ზოგად ტექნიკურ-ტაქტიკურ მახასიათებლებს :)
ავტომატური საიერიშო შაშხანა G36-ის სიგრძე 998 მმ-
ია,დაკეცილი კონდახით კი 758 მმ.
ლულის სიგრძე 480 მმ-ს აღწევს.
შაშხანა ვაზნების გარეშე იწონის 3,6 კგ-ს
მჭიდში 5,56X45მმ NATO-ს
სტანდარტის30ვაზნა ჩადის.
სროლის ტემპი 750 გასროლაა წუთში.
ავტომატური შაშხანის G36-ის ბაზაზე შექმნილია საექსპორტო ვარიანტი G36E (მას მხოლოდ კოლიმეტრული სამიზნე აქვს), დამოკლებულლულიანი G36K, კომპაქტური G36C COMMANDO და ხელის ტყვიამფრქვევი MG36.

სხვათა შორის ჩვენი, ქართული სპეცრაზმის ელიტური დანაყოფების არსენალში ამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში გამოჩნდა G36-ები. მისი ნახვა შეიდძლებოდა 2002 წლის ზაფხულის ბოლოს, როდესაც ქართული სპეცრაზმი პანკისის ხეობაში შევიდა და აგრეთვე 2008 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი დაცვის ხელში, სააკაშვილსა და კაჩინსკიზე თავდასხმის დროს. ჩემი აზრით, ეს თანამედროვე ტიპის შაშხანა უფრო მეტად წაადგებოდა ქართულ არმიას, ვიდრე ,,კალაშნიკოვები” ან თუნდაც M4-ის ტიპის ავტომატური კარაბინები.

კატეგორია: ავტომატური შაშხანები | ნანახია: 1426 | დაამატა: misho1997 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ტანკები [7]
კატეგორიის გარეშე [44]
სამხედრო ვიდეო [26]
ჯავშან მანქანები [1]
ავტომატური შაშხანები [7]
ცეცხლსასროლი იარაღები [5]
ავიაცია [9]
ჯარის შესახებ [21]
ყუმბარმტყორცნები [3]
სარაკეტო დანადგარები [0]
ტყვიამფრქვევები [0]
შვეულმფრენები [2]
ცივი იარაღი [0]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz