საიერიშო შაშხანა. მწარმოებელი ქვეყანა:ბელგია
XXI საუკუნის დამდეგს "ბულპაპის” სქემა ძალზე პოპულარული გახდა
დასავლური წარმოების თანამედროვე ავტომატებში (ავტომატურ შაშხანებში).
თავის დროზე, გამოცადეს ბულპაპის სქემის რამდენიმე ავტომატი. მათ შორის
ფრანგული FAMAS-იც. თუკი "ბულპაპის” სქემის იარაღს მარცხენა მხრიდან ისვრი,
ავტომატის მარჯვენა მხრიდან გაყრილი გილზები მსროლელს პირდაპირ სახეში
ხვდება, რაც არც თუ ისე სასიამოვნოა. თუმცა FAMAS-ზე შეიძლება მასრების
ექსტრაქციის ფანჯრის მარჯვნიდან მარცხნივ გადაყენება სპეციალურად
ცაციებისთვის, მაგრამ ეს დამატებითი პრობლემაა და ბრძოლის დროს არაა
მოსახერხებელი. ცნობილი ბელგიური საიარაღო ფირმა FN Herstal-ის
კონსტრუქტორებმა ორიგინალური გამოსავალი მონახეს, რომ "ბულპაპის სქემის
მათი ახალი ავტომატი ერთნაირად მოსახერხებელი ყოფილიყო როგორც მარცხენა,
ასევე მარჯვენა მხრიდან სასროლად.
ახალ ბელგიურ ავტომატურ შაშხანას F2000-ში გილზების ექსტრაქცია არც
მარჯვნივ და არც მარცხნივ არ ხდება , ისინი… წინ ცივიან, ტყვიის გასროლის
მიმართულებით.
ეს, ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ოპერაცია ასე ტარდება: ტყვიის გასროლის
შემდეგ საკეტი აკავებს გილზას და უკან მიიწევს. სპეციალური პლასტიკური
მიმმართველი შემოტრიალდება და გზას უღობავს გილზას, რომ ის ისევ სავაზნეში
არ დაბრუნდეს. ამავდროულად, საკეტი მჭიდიდან ახალ ვაზნას იღებს და მას წინ,
სავაზნეში გზავნის, რომლის დროსაც წინა გასროლის ვაზნის გილზა იგზავნება
ზემოთ, ლულის პარალელურად მარჯვენა მხარეს განთავსებულ გრძელ მილაკში.
გილზის ექსტრაქცია ხდება წინა მარჯვენა მხრიდან.
გილზების ექსტრაქციის ასეთი კონსტრუქცია გამორიცხავს, რომ მარცხენა
მხრიდან მსროლელს გილზა სახეში მოხვდეს და აღარც იმის საჭიროებაა, გილზების
ექსტრაქციის ფანჯარა მარჯვნიდან მარცხნივ გადაიტანონ როგორც ეს FAMAS-შია.
გილზების ექსტრაქციის ორიგინალური კონსტრუქცია ერთადერთი არაა, რითაც
ბელგიური F2000 მიმზიდველია პოტენციური მყიდველისთვის. F2000-ს აქვს
ულტრათანამედროვე დიზაინი და ძალზე მოსახერხებელია სროლისას. იარაღის
კორპუსი გამძლე პოლიმერისგანაა დამზადებული, რაც ამცირებს ავტომატური
შაშხანის საერთო მასას.
ბელგიური ავტომატური შაშხანა მოდულის პრინციპითაა შექმნილი და მასზე
შეიძლება დამონტაჟდეს ლულისქვეშა ყუმგარსატყორცნი, ფანარი, ასევე
არამომაკვდინებელი ყუმბარების სასროლი მექანიზმი, რომელიც დემონსტრაციების
დასაშლელად გამოიყენება.
ყველაზე შთამბეჭდავი F2000-ზე დაყენებული ცეცხლის მართვის სპეციალური
კომპიუტერიზირებული მოდული, რომელშიც გაერთიანებულია ლაზერული მანძილმზომი
და ბალისტიკური გამომთვლელი.
მსროლელი ლაზერული მანძილმზომით აზუსტებს დისტანციას ზამიზნემდე,
ბალისტიკური გამომთვლელი კი მონაცემს ავტომატურ რეჟიმში მყისიერად
ამუშავებს და ოპტიკური სამიზნის ოკულარში ორ ფერს – წითელსა და მწვანეს
ანთებს.
თუკი წითელი ინთება, ე.ი. მსროლელმა იარაღის ლულა ვერტიკალურად უნდა მართოს, მწვანეს ანთებისთანავე შეიძლება სასხლეტზე თითის დაჭერა.
ცეცხლის მართვის კომპიუტერიზირებული მოდულით შეიძლება თანამედროვე
ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნებისგან სროლის ეფექტიანობის რამდენჯერმე გაზრდა.
მსროლელი იგებს მანძილს მიზნამდე და ეს მონაცემი ავტომატურად შედის
ლულისქვეშ ყუმბარსატყორცნის ყუმბარაში, რომელსაც ელექტრონული ამფეტქებელი
აქვს. გასროლის შემდეგ ყუმბარა ფეთქდება მიზნის თავზე და მოწინააღმდეგეს
ზემოდან აყენებს დარტყმას. F2000, ჯერჯერობით, მასობრივად არ არის
გავრცელებული. 2006 წლის ივლისში სლოვენიის თავდაცვის სამინისტრომ გააფორმა
ხელშეკრულება 6500 ცალი F2000-ის შესყიდვის შესახებ და 2007 წლის
ბოლოსთვის სლოვენიის არმია მთლიანად F2000-ებით შეიარაღდა. სრლოვენია კიდევ
14 ათასი ასეთივე საიერიშო შაშხანის შეზენას აპირებს რეზერვისტების
შესაიარაღებლად. F2000 არის ბელგიის სპეციალური ოპერაციების ძალების
არსენალშიც.
F2000 არასრული დაშლა
|