sted By janjuxa (online) On 05 მარ 2011. Under კატეგორიის გარეშე
ჰოლანდიელი
სამხედროები, რომლებიც ლიბიაში მუამარ კადაფის მხარდამჭერებმა ტყვედ
აიყვანეს, ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიის სიუჟეტში იქნენ ნაჩვენები. ამის
შესახებ "ბიბისი ნიუსი” იტყობინება.
ასევე ნაჩვენები იქნა ის ვეტფრენი, რითაც სამხედროები ლიბიაში ჩავიდნენ.
სიუჟეტში ითქვა, რომ სამმა ჰოლანდიელმა სამხედრომ ლიბიის საჰაერო სივრცეში
შეაღწიეს, საერთაშორისო სამართლის კანონების დარღვევით.
ჰოლანდიის ხელისუფლების მონაცემებით, ვერტმფრენი კვირას, 27 თებერვალს
აიყვანეს, ქალაქ სირტის მახლობლად, როდესაც ჯარისკაცები ქვეყნიდან ორი
ევროპელის ევაკუირებას ცდილობდნენ. მოგვიანებით, ევროპელებს ქვეყნიდან
გასვლის ნება დართეს. სირტი ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის მშობლიური
ქალაქია და პრეზიდენტის მხარდამჭერების ერთერთი მთავარი დასაყრდენი.
ლიბიაში კი ხელისუფლების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის
შეიარაღებული შეტაკება გრძელდება. ექსპერტების შეფასებით, მეამბოხეების
საომარი მოქმედებების წარმატება იმითაა განპირობებული, რომ მათ ტომის
ბელადები ხელმძღვანელობენ, რომლებმაც კადაფის მხარდაჭერა შეწყვიტეს. ტომის
ბელადების რეპუტაცია კი ქვეყანაში გაცილებით მაღალია, ვიდრე სახელმწიფოს
ერთგულების გრძნობა.
|