მთავარი » 2011 » მარტი » 20 » DAEWOO K11ავტომატ-ყუმბარმტყორცნის ნაჯვარი(სამხრეთ კორეა)
9:30 AM
DAEWOO K11ავტომატ-ყუმბარმტყორცნის ნაჯვარი(სამხრეთ კორეა)
  


ავტომატისა და ყუმბარსატყორცნის შეჯვარება კორეულად
მას შემდეგ, რაც მაღალი დაცვის ხარისხის მქონე ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები თანამედროვე არმიების პირადი შემადგენლობის აუცილებელ ატრიბუტად იქცა, ცეცხლსასროლი იარაღის მნიშვნელოვნად დაეცა.
დღეისთვის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ტყვიების კალიბრი (რომლებსაც ბრძოლის ველზე ხშირად იყენებენ), შესაბამისად, რუსული 5,45 და NATO-ს 5,56 მმ-ია.

გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ამ კალიბრებმა არმიებიდან თითქმის მთლიანად განდევნა 7,62 მმ კალიბრის ვაზნები. იმ პერიოდისთვის 5,45 და 5,56 მმ კალიბრის ტყვიები დიდი დამაზიანებელი ეფექტით გამოირჩეოდა, მაგრამ თანამედროვე ჯავშანჟილეტების გამოჩენამ ეს უპირატესობა მინიმუმამდე დაიყვანა.
ამიტომაც გაჩნდა აუცილებლობა მებრძოლს მტრისთვის 5,45 ან 5,56 მმ კალიბრის ტყვიაზე უფრო მეტი დამაზიანებელი უნარის მქონე ტყვია ან ყუმბარა ესროლა.

ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნები (მაგალითად, ამერიკული ავტომატური შაშხანა M16-ზე დაყენებული M203 ან საბჭოთა ავტომატ AK-74-ის ლულის ქვეშ დამაგრებული ГП-25) გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იშვიათობას აღარ წარმოადგენდა. M203 სასროლი 40 მმ-იანი და ГП-25-ის ამავე კალიბრის ყუმბარები 150-200 მ დისტანციაზე დამიზნებით სროლისას აფეთქების შემდეგ 5-6 მ-ის რადიუსში ნამსხვრევებით აზიანებდა მოწინააღმდეგეს. მაგრამ ორივე ლულისქვეშა ყუმბარსატყორცნი გამოირჩევა სროლის ძალიან დაბალი ტემპით და თითოეული გასროლის შემდეგ მოითხოვს გადატენას (ამ მხრივ რუსული ГП-25 უფრო სწრაფმსროლელია, რადგან ამერიკული M203-იდან განსხვავებით იგი უჰილზო ყუმბარას ისვრის).
ამიტომაც კონსტრუქტორების ამოცანა იყო, შეექმნათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ასევე ავტომატური ყუმბარსატყორცნის ნაჯვარი, რომელთა საშუალებით მონაცვლეობით სროლა ერთი სასხლეტიდან იქნებოდა შესაძლებელი.
ამ მიმართულებით სამუშაოები ერთ-ერთმა პირველებმა ამერიკელებმა 1986 წელს დაიწყეს და შექმნეს ინდივიდუალური საბრძოლო იარაღი XM-29 OICW, რომელიც შედგებოდა ერთმანეთზე დაყენებული 20 მმ კალიბრის ნახევრად ავტომატური ყუმბარსატყორცნისგან და 5,56 მმ კალიბრის ავტომატური შაშხანისგან.
ამ ჰიბრიდზე ექსპერიმენტები დიდხანს გაგრძელდა და საბოლოოდ ამერიკელებმა გადაწყვიტეს, შეეწყვიტათ გამოცდები.
ამერიკელებისგან განსხვავებით, სამხრეთ კორეამ გააგრძელა მუშაობა ამერიკული XM-29 OICW-ის შემდგომი სრულყოფისათვის და საბოლოოდ მიიღო კომბინირებული საიერიშო შაშხანა-ყუმბარსატყორცნი K11.
კორეელმა ინჟინრებმა ჰიბრიდული იარაღის ეს კომპლექსი უფრო გაამარტივეს, უარი თქვეს მოდულურ სისტემაზე (ამერიკული XM-29 OICW მოდულის პრინციპით იყო აწყობილი და საიერიშო შაშხანაც და ყუმბარსატყორცნიც ცალ-ცალკე გამოიყენებოდა) და გააუქმეს ყუმბარსატყორცნის ნახევრად ავტომატური გადატენის მექანიზმი. K11-ის ყუმბარსატყორცნის გადატენა ხელით ისევე ხდება, როგორც პირველი და მეორე მსოფლიო ომების შაშხანებში, მარჯვნივ დატანებული მოსრიალე საკეტით.
"არსენალის” აზრით, ამით სამხრეთკორეელმა ინჟინრებმა შეიძლება მართლაც გაამარტივეს ყუმბარსატყორცნი და შეამცირეს მისი მასა, მაგრამ ამით უარი თქვეს ავტომატური ყუმბარსატყორცნის მთავარ უპირატესობაზე __ სწრაფ სროლაზე.
კორეულ ჰიბრიდულ საიარაღო კომპლექსში ყუმბარსატყორცნი შაშხანის თავზეა მოთავსებული. მისი გამჭვირვალე მჭიდი კი საერთო სასხლეტის უკანაა. მჭიდში 5 ცალი 20 მმ კალიბრის მსხვრევად-ფუგასური ყუმბარა ჩადის.
სამხრეთკორეელი კონსტრუქტორების აზრით, ჰიბრიდი ბრძოლის ველზე ორ ძირითად ამოცანას შეასრულებს: საიერიშო შაშხანა 250-300 მ-ში ცეცხლს 5,56 კალიბრის ტყვიებით გახსნის, უფრო შორ, 500-600 მ მანძილზე კი საქმეში ლულისზედა ყუმბარსატყორცნი ჩაერთვება 20 მმ კალიბრის მსხვრევად-ფუგასური ყუმბარებით.
K11-ის ყუმბარსატყორცნს ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, ის პროგრამირებით ჰაერში ფეთქებად ყუმბარებს ისვრის. მარტივად რომ ვთქვათ, გასროლის წინ, მილიწამებში, ყუმბარის ამფეთქი იღებს ელექტრონულ ბრძანებას რამდენ წამში აფეთქდეს და შესაბამისად, აფეთქება ხდება სამიზნის თავზე, როდესაც ნამსხვრევების დამაზიანებელი ეფექტი დიდია, მით უმეტეს, თუკი მოწინააღმდეგე სანგარშია ჩამალული.
იმისთვის, რომ ყუმბარის ამფეთქმა მონაცემები მიიღოს, K11-ს უყენებენ სამიზნე კომპლექსს, რომელშიც შედის დღის ოპტიკური და ღამის ინფრაწითელი სამიზნეები საერთო ოკულარით, ლაზერული მანძილმზომი, ტემპერატურისა და წნევის გამზომველები.

ინტეგრალური ბალისტიკური გამომთვლელი იღებს ინფორმაციას მიზნამდე მანძილზე, ტემპერატურისა და წნევის მაჩვენებლებს. მას უსწრაფესად ამუშავებს და შედეგი შეჰყავს გასასროლად გამზადებული ყუმბარის ამფეთქის ელექტრონულ სქემაში, თუ გასროლიდან რამდენიმე მეტრის შემდეგ და რამდენ წამში უნდა აფეთქდეს ყუმბარა.
სამიზნე კომპლექსის დიდი ხნით ექსპლუატაციისთვის მას უყენდება დიდი სიმძლავრის აკუმულატორი, თუმცა ბრძოლის დროს, მით უმეტეს, მტრის ზურგში მოქმედებისას ყოველთვის არის საფრთხე, რომ აკუმულატორი დაჯდეს…
ჰიბრიდული საიარაღო კომპლექსი მჭიდების გარეშე K11-ის მასა 6,1 კგ-ს აღწევს, ანუ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მისი მასა პოპულარულ ბელგიურ ტყვიამფრქვევ Minimi-ის უახლოვდებოდა. Minimi იმავე კალიბრის ტყვიას ისვრის, რასაც K11-ის ავტომატური შაშხანა, თუმცა ეს უკანასკნელი ბრძოლაში შეიძლება უფრო ეფექტიანი იყოს, რადგან თან 20 მმ-იან ყუმბარებსაც ისვრის.

ჩვენი დოსიე: სამხრეთკორეული კომბინირებული საიარაღო კომპლექსი K11-ი მჭიდების გარეშე 6,1 კგ-ს იწონის (სამიზნე კომპლექსის ჩათვლით), მისი მთლიანი სიგრძე 860 მმ, შაშხანის ლულის სიგრძე 310 მმ, ყუმბარსატყორცნისა კი 400 მმ-ია. შაშხანის მჭიდში 5,56 მმ კალიბრის 30 ვაზნა ჩადის, ყუმბარსატყორცნის მჭიდში კი 5 ცალი 20 მმ კალიბრის მსხვრევად-ფუგასური ყუმბარა.

კატეგორია: ყუმბარმტყორცნები | ნანახია: 884 | დაამატა: misho1997 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ტანკები [7]
კატეგორიის გარეშე [44]
სამხედრო ვიდეო [26]
ჯავშან მანქანები [1]
ავტომატური შაშხანები [7]
ცეცხლსასროლი იარაღები [5]
ავიაცია [9]
ჯარის შესახებ [21]
ყუმბარმტყორცნები [3]
სარაკეტო დანადგარები [0]
ტყვიამფრქვევები [0]
შვეულმფრენები [2]
ცივი იარაღი [0]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz