ესროლე კუთხიდან იარაღი სპეცრაზმებისათვის. მწარმოებელი.ისრაელი
მას შემდეგ, რაც ცეცხლსასროლი იარაღი გამოიგონეს და მისი ინტენსიური გამოყენება დაიწყეს,
მუდმივად იდგა პრობლემა.კერძოდ
მოწინააღმდეგისთვის დამიზნებით უნდა გესროლა,თავად კი საპასუხო ცეცხლისგან
თავი დაგეცვა.პირველი მსოფლიო ომის დროს ავსტრალიის არმიის სერჟანტმა
უილიამ ბიჩმა შაშხანას პერისკოპი მოარგო ისე, რომ მებრძოლი ჩამალული იყო
სანგარში და პერისკოპის საშუალებით დამიზნებით ესროდა მოწინააღმდეგეს. ამ
ნოვატორულ გადაწყვეტილებას ერთი დიდი ნაკლი ჰქონდა,–ყოველი გასროლის შემდეგ
მებრძოლს შაშხანა ისევ სანგარში უნდა ჩაეთრია და ხელით დაეტენა…
მეორე მსოფლიო ომის დროს გაუმჯობესებული
პერისკოპული მოწყობილობის დაყენება შაშხანებზე გერმანელებმაც და ფინელებმაც
სცადეს, მაგრამ ამას ფართო გამოყენება არ მოჰყოლია.
გასული საუკუნის 70-80-იან წლებში
საბჭოთა არმიის გამაგრებულ რაიონებში (მათ შორის ჩვენთან, ახალციხესა და
ახალქალაქში) მიწისქვეშა ბუნკერებში დაყენებული იყო მოხრილლულიანი
გორიუნოვისა და კალაშნიკოვის თყვიამფრქვევები. მაგრამ ებრაული მოწყობილობა,
რომელიც ისრაელის სპეცრაზმის ყოფილმა ოფიცრებმა "ამას გოლანმა” და "ასაფ
ნადელმა” შექმნეს, სულ სხვა პრინციპით მოქმედებს და ამასთან,
უნივერსალურია.
ამ მოწყობილობაში არ გამოიყენება მოხრილი
ლულა. ის ორი ნაწილისგან შედგება ერთგვარი ღერძია, რომელიც 63 გრადუსით
იხრება მარცხნივ და მარჯვნივ.
მოწყობილობის უკანა ნაწილში მოთავსებულია კონდახი, სასხლეტი, ვიდეომონიტორი, ხელის მოსაკიდი.
წინა გვერდების საბრუნებელ ნაწილზე კი მაგრდება სხვადასხვა ტიპის იარაღი, – პისტოლეტი, ავტომატური
კარაბინი ან ყუმბარსატყორცნი, რომელთა სასხლეტები შეერთებულია ძირითად
სასხლეტთან. წინა ნაწილში ასევე დამონტაჟებულია ტექსტური ფარანი და
მინიატურული ვიდეოკამერა. ვიდეოკამერა ვიდეომონიტორს მაღალი ხარისხის
გამოსახულებას გადასცემს.
თუკი მებრძოლს პირდაპირი მიმართულებით
სწრაფი სროლა უწევს, მაშინ ის მოწყობილობის უკანა უძრავი ნაწილის თავზე
დამონტაჟებულ კოლიმეტრულ სამიზნეს იყენებს.
ბოლო დროს სხვადასხვა ქვეყნის არმიებში
გამოჩნდა ბოჭკოვან-ოპტიკური სამიზნეები, რომელთა ოკულარი მებრძოლს თვალის
წინ აქვს დამაგრებული, იარაღს კი საფარის გარეთ წევს და ისე ისვრის(
ოკულარი დრეკადი ბოჭკოვან-ოპტიკური სადენითაა დაკავშირებული იარაღის თავზე
დამონტაჟებულ ოპტიკურ სამიზნესთან)
სხვათა შორის, თავის დროზე ასეთივე
ბოჭკოვან-ოპტიკური სამიხნე საქართველოშიც დამზადდა და ასევე მოხდა მისი
დემონსტრაცია 2000 წელს პრაღაში, NATO -ს ეგიდით გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც ქართული იარაღის ნიმუშეი იყო წარდგენილი.
ბოჭკოვან-ოპტიკურსადენიანი სამიზნის
გამოყენებისას მებრძოლის თავი კი დაცულია მოწინააღმდეგის საპასუხო
ცეცხლისგან, მაგრამ ხელები უცვლელი რჩება.
Corner Shot-ი
კი საშუალებას იძლევა, მებრძოლი ამოეფაროს შენობის კუთხეს და დაუცველ
სექტორში მხოლოდ გვერდზე მოკეცილი მოწყობილობის ის წინა ნაწილი გასწიოს,
რომელზეც იარაღის ესა თუ ის სახეობაა დამაგრებული.
მოწყობილობის წინა მოძრავ ნაწილში დამონტაჟებულ ვიდეო კამერას მიზნის გარჩევა 400 მ დისტანციაზე შეუძლია.
ვიდეოკამერასთან ერთად შესაძლებელია
ღამის ხედვის მოწყობილობის ინფრაწითელი სამიზნის დაყენება.
ვიდეოგამოსახულების გადაცემა დისტანციურად, სამეთაურო პუნქტშიც შეიძლება.
ცნობილია, რომ მსოფლიოში არანაკლებ 15-მა ქვეყანამ უკვე შეიძინა ებრაული Corner Shot-ის ათობით ეგზემპლარი. ამ ქვეყნებს შორის არიან აზერბაიჯანი და რუსეთი.
მართალია, თითო Corner Shot-ის
ფასი 3-5 ათას დოლარს უტოლდება, მაგრამ ასეთი უნივერსალური მოწყობილობები
არც ქართველ სპეცრაზმელებს აწყენდათ რაც მათ უსაფრთხოებას გაზრდიდა
ოპარაციების დროს.
1943 წელს ვერმახტმა ოფიციალურად მიიღო შეიარაღებაში მოწყობილობა Krummerlauf-ი – "მოხრილი ლულა ”
რომელიც ავტომატური საიერიშო შაშხანა schmeisser stg 44 -ს წინ უმაგრდებოდა.
|