ბრძოლის ველზე დაცემულ
მეომრებს რობოტი არასდროს მიატოვებს.
ამიერიდან სამხედრო სანიტრებსა თუ მედდებს ბრძოლის
ველიდან დაჭრილების გამოყვანა სიცოცხლის რისკის ფასად აღარ მოუწევთ.
კომპანია Vecna Technologies-ის ინჟინრებმა საამისოდ სპეციალური რობოტები
შექმნეს და აშშ-ის სამხედრო უწყებას წარუდგინეს. შედეგად, სამხედროთა მიერ
რობოტის ტესტირება მთელი წლის განმავლობაში ჯორჯიის შტატში პოლიგონზე
მიმდინარეობდა და წარმატებით დასრულდა. შემქმნელებმა მექანიზმს სახელად
BEAR-ი უწოდეს. ეს აბრევიატურაა და იშიფრება, როგორც: "ბრძოლის ველიდან
სავეაკუატორი რობოტი-ასისტენტი" (Battlefield Extraction-Assist Robot). მუხლუხიან
რობოტს დისტანციურად ოპერატორი მართავს და სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად
იგი კამერებითა და სენსორებითაა აღჭურვილი. BEAR-ს მიწიდან 230 კგ-მდე
ტვირთის აწევა და საკმაო მანძილზე ზიდვა შეუძლია. ამ გამოგონებას
სამხედროთათვის მართლაც დიდი სიკეთის მოტანა რომ შეუძლია, იქიდანაც ჩანს,
რომ ცნობილმა Time-მა წლის მთავარი გამოგონებების სიაში შეიყვანა. ახლა
ინჟინრები რობოტ BEAR-ის ტექნიკურად სრულყოფასა და მისი შესაძლებლობების
კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას ეშურებიან.