ed By janjuxa On 09 მარ 2011. Under კატეგორიის გარეშე
ბოლო
ხანს, ამერიკულ ჯარში მომსახურე ქალბატონების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.
ამის შესახებ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან. "ბიბისის”
ცნობით, ქალბატონებს სულ უფრო მეტად უჩნდებათ სურვილი იმსახურონ არმიაში
და რთულ საომარ ოპერაციებში მიიღონ მონაწილეობა.
ქალები მრავლად მსახურობენ ისეთ ცხელ წერტილებში, როგორიცაა ავღანეთი და
ერაყი. ბევრი მათგანი დიდი პასუხიმგებლობით და შრომისმოყვარეობით
გამოირჩევა და სამხედრო კარიერულ კიბეზე საკმაო წარმატებებს აღწევს.
"მათ სურთ გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, სამშობლოს სამსახურისათვის,
სადაც ამის საშუალება მიეცემათ” – ნათქვამია პენტაგონის ერთერთ
პრესრელიზში, რომელსაც ინტერნეტ-საიტები ავრცელებენ. ექსპერტები კი
ასკვნიან, რომ ქალებს არანაირი ბარიერი არ უნდა ეღობებოდეთ, რათა
სრულფასოვან სამხედრო მოსამსახურეებად იგრძნონ თავი.
ამ საკითხების შემსწავლელი სპეციალური კომისია პენტაგონს რეკომენდაციას
აძლევს, გაატაროს ახალი სამხედრო პოლიტიკა, ამ მიმართულებით და ქალების
კვალიფიკაციას და ტექნიკურ მომზადებას მეტი დრო დაუთმოს.