ამერიკა
კადაფის რეჟიმის სამხედრო ობიექტებს ბომბავს. ამერიკის სამხედრო-საჰაერო
ძალები ლიბიის სტრატეგიულ ობიექტებზე ავიადარტყმებს განაგრძობენ.
ლიბიის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებზე დარტყმის შემდეგ, ამერიკულმა ავიაციამ ლიბიის ავიაბაზაზე 40 ბომბი ჩამოაგდო.
ლიბიაში სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით "ოდისეის განთიადი” ყველა სხვა
სამხედრო ოპერაციების სცენარით ხორციელდება, რომელიც ამერიკის შეერთებულ
შტატებს 1991 წლიდან განუხორციელებია. პირველ ეტაპზე ლიბიაში 20 მიზნის
მიმართულებით 110 რაკეტა იყო გაშვებული. სულ ოპერაციისას 220 რაკეტა
გამოიყენეს.
კოალიციური ძალების მთავარ სამიზნეს წარმოადგენს სარაკეტო სისტემა "SA-5″,
რომელსაც მუამარ კადაფი ფლობს და რომელსაც სამიზნის განადგურება 300
კილომეტრის რადიუსში შეუძლია. ლიბიას გააჩნია ასევე 50 ერთეული "SA-6″
ტიპის რაკეტა, ასევე, 30 ერთეული "დედამიწა-ჰაერის” დანადგარები.
palitratv.ge
|