ახალი საბრძოლო ვერტმფრენი AH-1Z Viper, რომელიც ამერიკის შეერთებული
შტატების საზღვაო ქვეითების განყოფილების საცეცხლე მხარდაჭერისთვისაა
შექმნილი, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას 2011 წლის მეოთხე კვარტალში
მიიღებს. ეს ამ ვერტმფრენის პირველი გამოცდა იქნება. ამის შესახებ
ინფორმაციას საკონსტრუქტორო ბიურო „Janes" ავრცელებს.
ახალი ვერტმფრენი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „ზულუ", საზღვაო
ქვეითების ვერტმფრენ „კობრას" უკანასკნელ მოდიფიკაციას წარმოადგენს. ის
აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ბატალიონის ნაწილად ითვლება. ესკადრილიის
შემადგენლობაში შედის ასევე, სხვა დამხმაარე ვერტმფენიც „UH-1Y Venom".
საფრენი საშუალების „ზულუ" შექმნა, აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების,
ეიჩ-1 სერიის ვერტმფრენების მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო.
ბიუროს ინფორმაციითვე, შეიარაღებაში ამ სერიის 189 ვერტმფრენი უნდა
შევიდეს.
|