მთავარი » 2011 » თებერვალი » 2 » 40-მმ ავტომატური ყუმბარმტყორცნი Milkor MGL Mk.1 (სამხრეთ აფრიკა)
3:26 PM
40-მმ ავტომატური ყუმბარმტყორცნი Milkor MGL Mk.1 (სამხრეთ აფრიკა)

სამხრეთაფრიკული დოლურიანი ყუმბარსატყორცნი Milkor MGL-ი 30 ქვეყნის არმიის შეიარაღებაშია, მისი ანალოგები ქართულ საბრძოლოდანაყოფებშიც გამოჩნდა…
ვიეტნამის ომში ამერიკული არმია ფართოდ იყენებდა M79 ტიპის 40 მმ-იან ყუმბარსატყორცნს, რომელიც ერთლულიან თოფს ჰგავდა. კარგი მსროლელი 150 მ-იდან 40 მმ-იან ყუმბარას შენობის ფანჯარაში ახვედრებდა.
მაგრამ მიუხედავად ეფექტურობისა და სიმარტივისა, M79-ს ერთი დიდი ნაკლი ჰქონდა, __ ყოველი გასროლის შემდეგ მსროლელს უნდა გადაეხსნა ყუმბარსატყორცნი (თოფივით), ამოეღო გასროლილი ყუმბარის ჰილზა და ახალი ყუმბარა ჩაედო. ამ პროცედურის შესრულება რამდენიმე წამს ითხოვდა, რაც გახურებული ბრძოლის დროს ხშირად სიკვდილის ტოლფასი იყო.

ამ ნაკლის გამოსწორება თავზე აიღო სამხრეთაფრიკულმა საიარაღო კომპანია Milkor-მა, რომელიც 1983 წლიდან ექვსმუხტიანი ყუმბარსატყორცნის წარმოებას შეუდგა.
სამხრეთაფრიკულმა კომპანიამ შექმნა ისეთი ყუმბარსატყორცნი, რომლითაც ზედიზედ ექვსი ყუმბარის სროლა შეიძლებოდა. ამისთვის სამხრეთაფრიკელმა ინჟინრებმა გაიხსენეს მათთან ასე პოპულარული რევოლვერის სქემა, როდესაც ვაზნები დოლურაშია ჩაწყობილი.
ფაქტობრივად, სამხრეთაფრიკულმა Milkor-მა შექმნა გიგანტური რევოლვერი, რომლის დოლურაში 7,62 ან 9 მმ კალიბრის ვაზნების ნაცვლად 40 მმ კალიბრის ყუმბარები ეწყო!
ამ გიგანტურ რევოლვერს მსროლელი ორივე ხელით იჭერდა, ხოლო გასაშლელ კონდახს მხარზე იდებდა, გასროლისას წარმოქმნილი უკუცემის ძალის გასანეიტრალებლად.
დოლურიანი ყუმბარსატყორცნი განსაკუთრებით მოსახერხებელი და ეფექტური ახლო ბრძოლების დროსაა, მათ შორის ქალაქის პირობებში, როდესაც შეუჩერებლი, ერთმანეთის მიყოლებით, დამიზნებით ექვსი 40 მმ-იანი ყუმბარა შეგიძლია ესროლო 50-100 მ-ში მყოფ მოწინააღმდეგეს. 40 მმ-იან ყუმბარების ფართო ასორტიმენტი (მსხვრევადი, კუმულაციური, ცეცხლგამჩენი, საკვამლე) მსროლელს საშუალებას აძლევს სხვადასხვა საბრძოლო სიტუაციაში სწორი გამოსავალი ნახოს, მოწინააღმდეგის ქვეითებს მსხვრევად ყუმბარებს, ჯავშანმანქანებს კი კუმულაციურ ყუმბარებს ესვრის, ხოლო, თუკი უკან დახევაა საჭირო, საკვამლე ყუმბარებით კვამლის ფარდას დააყენებს…
Milkor MGL-140 ტიპის ბოლო მოდიფიკაციის ყუმბარსატყორცნებს, რომელთა წარმოება 2004 წლიდან დაიწყო, დაგრძელებული დოლურა აქვთ, რაც საშუალებას იძლევა მათში საბრძოლოს გარდა, არალეტალური (გაზის, ცრემლსადენი) დანიშნულების ყუმბარებიც მოთავსდეს.
2007 წლის 7 ნოემბერს თბილისის ცენტრში ძალოვანმა სტრუქტურებმა გამოიყენეს ექვსმუხტიანი დოლურიანი რევოლვერის სქემის ყუმბარსატყორცნები გაზისა და ცრემლსადენი ყუმბარების სასროლად. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან ჰგავდნენ MGL-ებს, სამხრეთაფრიკული ფირმა Milkor-ის წარმოებული ყუმბარსატყორცნები არ იყო.
MGL-140 -ის საცემ-სასხლეტი მექანიზმი თვითშემყენებელი ტიპისაა. ყოველი გასროლის შემდეგ ზამბარა დოლურას ატრიალებს. სამხრეთაფრიკულ ყუმბარსატყორცნს ჩვეულებრივი რევოლვერისგან განსხვავებით ერთი შედარებით რთული ტექნიკური ნიუანსიც აქვს: თუკი რევოლვერის დოლურაში ერთი ვაზნის კაფსულამ არ იმოქმედა და ტყვია არ გავარდა, დოლურა მაინც მოტრიალდება. სამხრეთაფრიკულ ყუმბარსატყორცნში თუ არ ამოქმედდა ყუმბარის ჰილზის კაფსულა, მსროლელს საშუალება აქვს კიდევ ერთხელ სცადოს იმავე ყუმბარის გასროლა, ანუ არ დაკარგოს შანსი…
ქართული არმიის საბრძოლო დანაყოფებში გამოჩნდა ექვსმუხტიანი, რევოლვერის ტიპის ყუმბარსატყორცნების მიცრე რაოდენობა.
წესით, ამ ყუმბარსატყორცნებით შესძლებელი უნდა იყოს იმ 40 მმ-იანი ყუმბარების სროლა, რომლებიც შედის ჯავშანმანქანების "კობრებისა” და ჯავშანტრანსპორტიორების "დრაკონების” ("ეჯდერების”) ავტომატური ყუმბარსატყორცნების საბრძოლო მარაგში. ეს მებრძოლებს გაუადვილებთ ხელის ყუმბარსატყორცნების დოლურების შევსებას.

Milkor MGL-ის ტიპის ექვსმუხტიანი ყუმბარსატყორცნი.

ყუმბარსატყორცნის დოლურა რევოლვერის დოლურასავით მარცხნივ იხსნება და მსროლელი მასში 40 მმ-იან ყუმბარებს აწყობს.

კოლუმბიის არმიაში სამხრეთაფრიკული რევოლვერული ყუმბარსატყორცნები ძალზე პოპულარულია.
დოსიე: სამხრეთაფრიკული ექვსმუხტიანი რევოლვერული ტიპის ყუმბარსატყორცნი Milkor MGL-140-ი ყუმბარების გარეშე 6 კგ-ს იწონის. მის დოლურაში 40×46 მმ კალიბრის 6 ყუმბარა თავსდება.ყუმბარსატყორცნის სიგრძე გაშლილი კონდახით 787 მმ-ია, დაკეცილით – 661 მმ. სროლის ეფექტური მანძილი "წერტილოვანი” დამიზნების შემთხვევაში 150 მ-მდეა, ფართობზე გაშლილი მოწინააღმდეგის დასაზიანებლად კი – 400 მ-მდე.


Milkor MGL Mk.1 Mk.1S    Milkor MGL-140
კალიბრი 40×46 მმ 40×46 მმ
ტიპი რევოლვერული ყუმბარმტყორცნი რევოლვერული ყუმბარმტყორცნი
სიგრძე (კონდახი გახსნილი/დაკეცილი) 730 / 630 მმ 787 / 661 მმ
წონა დაუტენავი 5.3 კგ (5.6 კგ Mk.1S) 6 კგ
სროლის ეფექტური მანძილი 150 მ წერტილოვანი დარტყმა,400 მ ფართობზე გაშლილი სამიზნე 150 მ წერტილოვანი დარტყმა,400 მ ფართობზე გაშლილი სამიზნე
ყუმბარების რაოდენობა (დოლურა) 6 ყუმბარა 6 ყუმბარა


კატეგორია: კატეგორიის გარეშე | ნანახია: 1135 | დაამატა: misho1997 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ტანკები [7]
კატეგორიის გარეშე [44]
სამხედრო ვიდეო [26]
ჯავშან მანქანები [1]
ავტომატური შაშხანები [7]
ცეცხლსასროლი იარაღები [5]
ავიაცია [9]
ჯარის შესახებ [21]
ყუმბარმტყორცნები [3]
სარაკეტო დანადგარები [0]
ტყვიამფრქვევები [0]
შვეულმფრენები [2]
ცივი იარაღი [0]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz