მთავარი » 2011 » თებერვალი » 21
მლოებებს კრემლს დასავლეთიც აწვდიდა... ქართული არმიის საიდუმლოებებს კრემლს დასავლეთიც აწვდიდა... ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი რასმუსენი, რომელიც ამ კვირაში აპირებს თბილისში ჩამოსვლას, ძალზე დაინტერესებულია NATO-სა და რუსეთის თანამშრომლობის გაღრმავებით. ეს შეეხება როგორც მოსკოვის მიწვევას ევროპაში ერთიანი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის პროცესში მონაწილეობის მისაღებად, ისე რუსეთის დაბრუნებას ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებაში.


შეგახსენებთ, რომ 2007 წლის დეკემბერში რუსეთმა მორატორიუმი გამოაცხადა ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობაზე. კრემლის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ 1999 წელს სტამბოლში ხელმოწერილ ამ ხელშეკრულების ადაპტირებულ ვარიანტს არ შეუერთდა დასავლეთი, მაშინ, როდესაც რუსეთმა დაიწყო მისი შესრულება და გაიყვანა თავისი სამხედრო ბაზები საქართველოდან (ბათუმიდან, ვაზიანიდან და ახალქალაქიდან).
კატეგორია: ჯარის შესახებ | ნანახია: 820 | დაამატა: misho1997 | თარიღი: 2011-02-21 | კომენტარი (0)

ელი ავღანეთში? თვრამეტი დაჭრილი ქართველი ავღანეთში? თავდაცვის სამინისტრო საზოგადოებას უმალავს, რამდენი ქართველი სამხედრო დაიჭრა ავღანეთში

5 სექტემბერს ავღანეთის პროვინცია ჰილმენდში საბრძოლო შეტაკებაში ქართული არმიის ლეიტენანტი მუხრან შუკვანი რომ არ დაღუპულიყო და მხოლოდ დაჭრილიყო, ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დიდხანს საიდუმლოდ დარჩებოდა. ამის თქმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ თითქმის ორი თვით ადრე თალიბების თავდასხმის გამო ხუთი ქართველი სამხედრო დაიჭრა, მათგან ერთი მძიმედ. ეს საჯაროდ არც მთავარ სამხედრო უწყებას განუცხადებია, არც იმ "დამოუკიდებელ" ტელეკომპანიას, რომელიც შევარდნაძის დროს ქართველი ჯარისკაცის ერთ დაცემინებაზეც კი ქვეყანას შეყრიდა, ისეთ სიუჟეტს გაუშვებდა ეთერში.
კატეგორია: ჯარის შესახებ | ნანახია: 727 | დაამატა: misho1997 | თარიღი: 2011-02-21 | კომენტარი (0)

პატარა მსხვერპლნი... დიდი პოლიტიკის პატარა მსხვერპლნი... უბლოკავენ თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონი ამერიკულ სამხედრო ფირმებს საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდებას?

დასავლურ მასმედიაში გამოქვეყნდა არაერთი საინტერესო სტატია, რომლებშიც განხილულია საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა, მათ შორის ის საკითხიც, თუ როგორ შეიცვალა დასავლეთის დამოკიდებულება ოფიციალური თბილისისადმი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.
კატეგორია: ჯარის შესახებ | ნანახია: 789 | დაამატა: misho1997 | თარიღი: 2011-02-21 | კომენტარი (0)

პული... სხვის ომში დაღუპული... 21-წლიანი პაუზის შემდეგ ავღანეთში ქართველი სამხედრო დაიღუპა

მოხდა ის, რაც ალბათ გარდაუვალი იყო - ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი დაიღუპა...

საბრძოლო შეტაკების სრული სურათი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არაოფიციალური წყაროების მტკიცებით, საბრძოლო ოპერაციის განხორციელებისას, 5 სექტემბრის დილას, ჰილმენდის პროვინციაში, ერთ-ერთი ყიშლაღის გაწმენდის დროს, ქართველ ლეიტენანტს ყელში სნაიპერის ტყვია მოხვდა. ლეიტენანტ შუკვანის გადასარჩენად დაძრული ქართული ჯგუფი კი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აფეთქების არეალში მოხვდა. მძიმედ დაიჭრა ამავე ბატალიონის კაპრალი ალექსანდრე გითოლენდია. მან ორივე ფეხი დაკარგა. ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
კატეგორია: ჯარის შესახებ | ნანახია: 825 | დაამატა: misho1997 | თარიღი: 2011-02-21 | კომენტარი (0)

ს C-300-ები ოკუპირებულ ცხინვალთან? შემოიტანეს C-300-ები ოკუპირებულ ცხინვალთან? რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა 2008 წლის აგვისტოს ომიდან ერთ თვეში რომ შეიტანა, ეტყობა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ორი წელი ბაიბურში არ იყვნენ, რადგან ოფიციალურმა თბილისმა მაშინღა დაიწყო პროტესტის გამოხატვა, როდესაც ეს ფაქტი თავად რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდალმა დაადასტურა.

ამჯერად საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, გაუსწროს მოვლენებს და რუსეთს ბრალს სდებს, ასევე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ანალოგიური C-300-ის სისტემა შეიყვანაო.
აფხაზეთის შემთხვევისგან განსხვავებით, მოსკოვი ამჯერად კატეგორიულად უარყოფს, რომ C-300 ცხინვალთან გადაისროლა.
ვის უნდა დაუჯერო?
კატეგორია: ჯარის შესახებ | ნანახია: 845 | დაამატა: misho1997 | თარიღი: 2011-02-21 | კომენტარი (0)

ზალპები ორფოლოზე ო ზალპები ორფოლოზე საარტილერიო ზალპები ორფოლოზე ყველაზე მობილურმა ქართულმა საარტილერიო ბრიგადამ ორფოლოს პოლიგონზე სწავლებები დაიწყო

ახალციხესთან, ორფოლოს პოლიგონზე ისევ გამაყრუებელი აფეთქებების ხმა ისმის. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად ჯერჯერობით ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს, ადგილობრივ მოსახლეობას დავაწყნარებთ - ორფოლოში ერთთვიანი სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე საარტილერიო ბრიგადამ დაიწყო.
კატეგორია: ჯარის შესახებ | ნანახია: 768 | დაამატა: misho1997 | თარიღი: 2011-02-21 | კომენტარი (0)

ბეწვზე გადარჩენილნი... აგვისტოს შუა რიცხვებში ქართული ავიაცია დიდ ტრაგედიას გადაურჩა. ღვთის შემწეობა რომ არა, თავდაცვის სამინისტრო დაკარგავდა მორიგ შვეულმფრენს, და კიდევ უარესი - ხალხი დაიღუპებოდა.

როგორც "კვირის პალიტრისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, თბილისისკენ მომავალი თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი МИ-8МТВ ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენი მცხეთის რაიონში ელექტროგადამცემ ხაზებს წამოედო.
კატეგორია: ჯარის შესახებ | ნანახია: 760 | დაამატა: misho1997 | თარიღი: 2011-02-21 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ტანკები [7]
კატეგორიის გარეშე [44]
სამხედრო ვიდეო [26]
ჯავშან მანქანები [1]
ავტომატური შაშხანები [7]
ცეცხლსასროლი იარაღები [5]
ავიაცია [9]
ჯარის შესახებ [21]
ყუმბარმტყორცნები [3]
სარაკეტო დანადგარები [0]
ტყვიამფრქვევები [0]
შვეულმფრენები [2]
ცივი იარაღი [0]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz