ინგლისის შეიარაღებამ გამოიგონა სისტემა სახელად e-camouflage, რომელიც
ტანკებს გამჭვირვალეს ხდის. BAE Systems-ის განცხადებით ტანკის ზედაპირი
დაფარულია ისეთი ელექტრონული საღებავით, რომელიც ტანკს 100 პროცენტით
გამჭვირვალეს ხდის. მათი თქმით, თუ პროექტზე მუშაობა ასეთი ტემპებით
წავიდა, ეს ტანკები შეიარაღების რიგებში უკვე 5 წლის შემდეგ გამოჩნდება.
მისი მუშაობის პრინციპი შემდეგში მდგომარეობს. მას კორპუსზე გააჩნია
სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც 360 გრადუსის რადიუსში ყველაფერს
აღიქვამს და ამ აღქმული ნივთების თუ სხეულების ფერებს ითვისებს. ამის
შედეგად იგი გამჭვირვალე ხდება. ამ ტანკის პირველი ჩვენება 2013 წელს
მოხდება.