თავდაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დღეს გარდაცვლილი სამხედროების
ოჯახებს. 11.00 სთ–ზე პირველი საარტილერიო ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა
ბატალიონის ასეულის ჯარისკაცების წვრთნების დროს სასწავლო ცენტრ
„კრწანისში"აფეთქება მოხდა. 120 მმ ნაღმმტყორცნის ჭურვის აფეთქება
სავარაუდოდ წვრთნის დროს დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია.
უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულია სამი სამხედრო მოსამსახურე და
დაჭრილია 13.
„თავდაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი სამხედროების
ოჯახებს. ბოლო პერიოდში ჩვენს დანაყოფებში საკმაოდ ინტენსიურად
მიმდინარეობს წვრთნები. სწორედ ერთ–ერთი ასეთი სწავლების დროს მოხდა ჭურვის
აფეთქება, რის შედეგადაც სამი სამხედრო დაიღუპა, 13 კი დაიჭრა. აფეთქება
სავარაუდოდ ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია. მომხდარის საბოლოოდ
გამოძიებამდე ინტენსიური წვრთნები შეჩერებულია," განუცხადა ჟურნალისტებს
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა სალომე
მახარაძემ.
მომხდარს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია და გენერალური ინსპექცია
იძიებს.