დღეს, 10 დეკემბერს, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ასეული
ავღანეთიდან ბრუნდება. ქართველ სამხედროებს თავდაცვის მინისტრის პირველი
მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული
შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე დახვდებიან.
მესამე ქვეითი ბრიგადის სამშვიდობო ასეულის სამხედრო მოსამსახურეები ნატოს
ეგიდით წარმოებულ ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების საერთაშორისო ძალები)
ოპერაციაში ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში იღებდნენ მონაწილეობას.
|