მთავარი » სტატიები » Мои статьи

საქართველოს სახით რუსეთს კონკურენტი გამოუჩნდა ჩრდილოეთ კავკასიაში.

საქართველოს სახით რუსეთს კონკურენტი გამოუჩნდა ჩრდილოეთ კავკასიაში,თვლის ფონდი  Jamestown Foundation – ერთერთი ყველაზე გავლენიანი კვლევითი ცენტრი ამერიკაში.
ფონდის სტატიაში,რომელიც ეძღვნება სიტუაციას ჩრდილოეთ კავკასიაში და რუსეთის გავლენას რეგიონზე ,ნათქვამია რომ,2010 წელს თბილისმა შეცვალა თავისი პოზიცია რეგიონისადმი და ამჟამად მზად არის შეასრულოს უფრო აქტიური როლი ჩრდილოეთ რესპუბლიკების ცხოვრებაში.
ფონდის ექსპერტების აზრით,ასეთ სიტუაციაში რუსეთი ან უნდა შეურიგდეს ამდაგვარ რეალიებს,ან საქართველოს მისამართით გაატაროს უფრო აგრესიული პოლიტიკა,რაც ნაკლებსავარაუდოა,რუსეთში არსებული შიდა პრობლემების გამო.
"2010 წელს განვლილ წლებთან შედარებით მძიმე გამოდგა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისათვის.ყველა მაღალი თანამდებობის პირი მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი,აცნობიერებენ რომ,სიტუაცია რეგიონში სულ უფრო და უფრო იძაბება-ნათქვამია სტატიაში.
ავტორის აზრით,გახშირებული თავდასხმები რეგიონში შესაძლოა უარყოფითად აისახოს სოჩის ოლიმპიადის ჩატარებაზე  2014 წელს.

2008 წლის 8 აგვისტოს არაღიარებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დაიწყო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები.ქართული ჯარები შევიდნენ ცხინვალში და დაუპირისპირდნენ რუსულ
საოკუპაციო ჯარებს.რუსულმა არმიამ დაიკავა ცხინვალი და გამოაცხადა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.საპასუხოდ საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან
და ეს ორი რეგიონი გამოაცხადა ოკუპირებულ ტერიტორიებად.
pvc_views: 13

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: misho1997 (2011-01-12)
ნანახია: 748 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [116]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz