საქართველოს ეროვნული გვარდია 20 წლისაა. ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 20
წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო ღონისძიებების დაგეგმილი არ არის.
ეროვნული გვარდია, რომელიც 1990 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა, საქართველოში
პირველ შეიარაღებულ ფორმირებას წარმოადგენდა.
ეროვნული გვარდია პასუხისმგებელი იყო საგანგებო სიტუაციების დროს
სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერაზე; სამობილიზაციო რესურსის მართვაზე;
შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისთვის მოქალაქეთა მოზიდვაზე, შერჩევასა
და დაკომპლექტებაზე, ასევე სარიტუალო ღონისძიებების უზრუნველყოფაზე.
დღეისათვის დეპარტამენტის პრიორიტეტს რეზერვისა და სამობილიზაციო სისტემის
მართვა წარმოადგენს. რეზერვისტთა მომზადება ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორთა
მეშვეობით რამდენიმე საწვრთნელ ბაზაზე ხორციელდება.
|