ტიპი-ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი.მწარმოებელი-რუსეთი.
ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი – 9К720 Искандер
1 ბაზირება-ავტოშასი.
2 საბრძოლო ნაწილი-პროგრამული მართვა.
3 გამოყენებადი რაკეტის ტიპები-სპეციალური,მსხვრევად ფუგასური,შეღწევადი,კასეტური,ცეცხლგამჩენი.
4 რაკეტის კლასი-მიწა-მიწა.
5 სროლის სიშორე-400,კმ.
6 წარმოება დაწყებულია-1999,წ.
სახმელეთო ჯარების ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი 9К720 "Искандер”-ი განკუთვნილიაფარული მომზადებისა და სარაკეტო დარტყმის განსახორციელებლად მცირე ზომის ობიექტებზე და და გაშლილ სამიზნეებზე მტრის ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო ნაწილების გასანადგურებლად. : საცეცხლე საშუალებებზე (სარაკეტო კომპლექსები,РСЗО, შორსმსროლელი არტილერია ), თვითმფრინავები და ვერტმფრენები აეროდრომებზე , საკომანდო პუნქტები და კავშირგაბმულობის კვანძები ,სამოქალაქო ინფრასტრუქტურების ძირითადი ობიექტები და სხვა.
განსაკუთრებული ნიშნები- РК
9К720 "Искандер”:
სხვადასხვა ტიპის
მიზნების ზეზუსტი და ეფექტური გამანადგურებელი.
ფარული მომზადების
შესაძლებლობა, საბრძოლო მორიგეობა და ეფექტური სარაკეტო დარტყმები.
ავტომატური გათვლა და რაკეტის
ფრენის დავალების მიცემა გამშვები დანადგარიდან.
საბრძოლო დავალების შესრულების
დიდი ალბათობა მოწინააღმდეგის საწინააღმდეგო ზემოქმედების მიუხედავად.
მაღალი ტაქტიკური მანევრულობა
საბრძოლო მანქანის მაღალი გამავლობის ხარჯზე.
სტრატეგიული მობილურობა (
შესაძლებელია კომპლექსის ყველა სახის ტრანსპორტით გადატანა)მათ შორის
სატრანსპორტო ავიაცია.
რუსეთის არმიისათვის შეიქმნა
სპეციალური შორსმსროლელი "Искандер”-ია კომპლექსი(400კმ), ასევე აღიჭურვა
,,მიწა-მიწა,, კლასის ფრთოსანი რაკეტით სისტემა("Калибр”) რომელმაც მიიღო
ნიშნული "Искандер-М” რომელმაც პოლიგონ კაპუსტინ იარზე 2007 წლის 29 მაისს
წარმატებით გაიარა გამოცდა .
დასავლეთში კომპლექსმა მიიღო
ნიშნული SS-26.
შემადგენლობა:
კომპლექსის შემადგენლობა:
რაკეტა 9М723;
თვითმავალი გამშვები დანადგარი 9П78 ( СПУ);
სატრანსპორტო-დამტენი მანქანა 9Т250 (ТЗМ);
საკომანდო-საშტაბო მანქანა 9С552 (КШМ);
ინფორმაციის შეგროვების მოძრავი პუნქტი 9С920 (ППИ);
ტექნიკური მომსახურების მანქანა (МРТО);
არსენალისა და სასწავლო-სავარჯიშო კომპლექტი.
რაკეტა 9М723 – მყარსაწვავიანი, ერთსაფეხურიანი რომელიც ფრენის დროს არ
სცილდება საბრძოლო ქობინს. რაკეტა მართვადია ფრენის ტრაექტორიის მთელ
მანძილზე რაც ხორციელდება აეროდინამიური და აირდინამიური საჭეების
საშუალებით. 9М723 ფრენის ტრაექტორია არა ბალისტიკურია ,რაკეტა სრულად
იცვლის ტრაექტორიის სიბრტყეს ფრენისას.რაკეტა განსაკუთრებით აქტიურია მისი
სტრარტისას და მიზანთან მიახლოებისას (გადატვირთვა 20 -30g).იმისათვის რათა
მოხდეს მოწინააღმდეგის მიერ რაკეტის გადაჭერა , ანტირაკეტა უნდა
მოძრაობდეს სამჯერ მეტი გადატვირთვით ვიდრე 9М723,ეს კი თითქმის
შეუძლებელია.რაკეტის ფრენის ტრაექტორიის უმეტესი ნაწილი ,რომელიც
დამზადებულია ,,სტელსის,,ტექნოლოგიით გადის 50 კმ სიმაღლეზე, რაც ასევე
ამცირებს რაკეტის ჩამოგდების შესაძლებლობას.უშუალოდ სამიზნეზე რაკეტა გადის
ინერციული მართვის სისტემის დახმარებით,შემდეგ მიზანს იჭერს
თვითდამიზნებადი ავტონომიურ-კორელიაციურ-ოპტიკური სამიზნე ). ОТР 9М723-ის
მუშაობის პრინციპი მდგომარეობს შემდეგში, ოპტიკური აპარატურა ადგენს
სამიზნის ახლომდებარე ტერიტორიის გამოსახულებას და ადარებს ბორტკომპიუტერში
მანამდე ჩატვირთულ ტერიტორიის გამოსახულებას. რაკეტის ოპტიკურ თავს
გააჩნია მაღალი წინააღმდეგობის უნარი ყველა სახის რადიოელექტრონული ბრძოლის
სისტემასთან.რაკეტის გასროლა შესაძლებელია ღამით ღრუბლიან
ამინდშიც,როდესაც არ არსებობს სამიზნის ბუნებრივი გამნათებლები.რაკეტის
სიზუსტე შეადგენს პლუს/მინუს 2-მეტრი. ამას გარდა,ოპტიკური სისტემები არ
საჭიროებენ კოსმოსური რადიოსანავიგაციო სისტემების მხარდაჭერას.
თვითდამიზნებადი თავაკის მონტაჟი შესაძლებელია ბალისტიკურ,ფრთოსან და სხვა
ტიპის რაკეტებზე.რაკეტის აღჭურვა შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის საბრძოლო
დეტალებით. (სულ 10 ტიპი) მათ შორის.:
კასეტური საბრძოლო ნაწილი მსხვრევადი საბრძოლო ნაწილებით ,არაკონტაქტური
ამფეთქით.
კასეტური საბრძოლო ნაწილი ცუმულატიური მსხვრევადი საბრძოლო ნაწილებით;
კასეტური საბრძოლო ნაწილი თვითდამიზნებადი საბრძოლო ნაწილებით;
მსხვრევად-ფუგასური საბრძოლო ნაწილი(ОФБЧ);
ფუგასურ-ცეცხლგამჩენი საბრძოლო ნაწილი ;
შეღწევადი საბრძოლო ნაწილი (ПрБЧ).კასეტური საბრძოლო ნაწილი უზრუნველყოფს
რაკეტის გაშლას 0.9-1.4კმ-ის სიმაღლეზე შემდეგ ხდება ცალკეული ელემენტების
სტაბილიზირება ,რომლებიც აღჭურვილია რადიომიმღებებით და ფეთქდება
სამიზნის თავზე 6-10 მეტრის სიმაღლეზე.
სროლის სიშორე | |
მაქსიმალური | 280(400) კმ |
მინიმალური | 50 კმ |
სროლის სიზუსტე | |
თვითდამიზნების გარეშე | 30-70 მ |
თვითდამიზნების სისტემით | 5-7 მ |
რაკეტების რაოდენობა | 2 |
პირველი რაკეტის გაშვების დრო | |
საბრძოლოდ გამზადებული სისტემიდან | 4 წთ |
სამარშო მდგომარეობიდან | 16 წთ |
საექსპლუატაციო ვადა | 10(ამათგან 3 საველე პირობებში)წ |
რაკეტა | |
სასტარტო წონა | 3800 კგ |
საბრძოლო ნაწილი | 480 კგ |
სიგრძე | 7200 მმ |
მაქსიმალური სიჩქარე | 70 კმ/ს |
სვლის მარაგი | 1000 კმ |
ავტომატიზირებული სამუშაო ადგილი | 2 |
კოორდინატების დადგენის დრო | 0,5-2 წთ |
კავშირგაბმულობის არხების რაოდენობა | 16 |