უპნენ
20 ნოემბერს, გამთენიისას, ყარაბაღში სერიოზული ინციდენტი მოხდა.
თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის წარმომადგენელმა
გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ფრონტის ხაზის სიახლოვეს,
ერთ-ერთ სომხურ სამხედრო ნაწილში სროლების შედეგად დაიღუპნენ და დაიჭრნენ
სამხედრო მოსამსახურეები.
სომხური მხარე მთელი დღის განმავლობაში
უფრო კონკრეტულ ინფორმაციას აღარ ავრცელებდა, სამაგიეროდ, აზერბაიჯანულმა
საინფორმაციო სააგენტომ თავის ინფორმაციებზე დაყრდნობით დააზუსტა, რომ
ფრონტის ხაზის სიახლოვეს ინტენსიური სროლა იყო თავად სომეხ სამხედროებს
შორის, რის შედეგადაც 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 30-მდე კი დაიჭრა,
ზოგიერთი - ძალიან მძიმედაც. წყარომ ისიც დაამატა, რომ დაჭრილთა და
დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს.
აგულისხმოა, რომ ეს
სერიოზული ინციდენტი დაემთხვა ლისაბონში NATO-ს სამიტს, რომელზეც მიწვევის
მიუხედავად, არ გაემგზავრა სომხეთის პრეზიდენტი, თუმცა მისი აზერბაიჯანელი
კოლეგა სამიტის მეორე დღეს დაესწრო შეხვედრას, რომელიც ავღანეთის საკითხს
ეხებოდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე მისმა გენერალურმა მდივანმა
რასმუსენმა არ დამალა, რომ NATO არ ჩაერევა ყარაბაღის საკითხებში.
თვითაღიარებულ
ყარაბაღში რამდენიმე დღის წინ ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება შედგა,
რომელსაც სომხეთის პრეზიდენტიც ადევნებდა თვალს. მან ყარაბაღში რამდენიმე
მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და ფაქტობრივად, გააფრთხილა ოფიციალური
ბაქო, თუკი აზერბაიჯანი ომს წამოიწყებს, მთიანი ყარაბაღი და სომხეთი
საბოლოოდ თავის სასარგებლოდ გადაწყვეტენ ამ პრობლემასო.
მთიანი
ყარაბაღის გარშემო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლების
შემთხვევაში ომის გამოძახილი საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებამდე
მოაღწევს, რისთვისაც თბილისი მზად უნდა იყოს.
პ.ს. 20 ნოემბრის
ბოლოს სომხურმა წყაროებმა დამატებითი ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის
თანახმადაც ინციდენტის შედეგად დაიღუპა მხოლოდ 4 სამხედრო და ამდენივე
დაიჭრა, თუმცა აზერბაიჯანული მხარე ამ ინციდენტში თითქმის გამორიცხეს.