მთავარი » სტატიები » Мои статьи

Patriot (MIM-104A)
სარაკეტო  Tags:   

ტიპი-საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.მწაროებელი ქვეყანა-აშშ.


საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "Patriot”  განკუთვნილია მსხვილი ადმინისტრაციულ-სამრეწველო ცენტრების, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო  ბაზების ყველა სახის საჰაერო თავდასხმებისაგან დასაცავად. კომპლექსს შეუძლია ერთდროულად აღმოაჩინოს და ამოიცნოს 100-მდე საჰაერო მიზანი,ამოირჩიოს მათგან 8 ძირითადი სამიზნე და მუდმივად აკონტროლოს მათი მოძრაობა,განახორციელოს მონაცემთა გადამუშავება და თვითოეულ მათგანს ესროლოს სამ-სამი რაკეტა.
კომპლექსის დამუშავება დაიწყო 1963гწელს ,წინა თაობის  საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შესაცვლელად.პირველი ცდები ჩატარდა  1970 წლის თებერვალში,ხოლო 1974 წლის 11 იანვარს რაკეტის პირველი დამიზნებადი გასროლა სახმელეთო რადიოლოკაციური სადგურის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე.1982 წელს კომპლექსი მიღებულ იქნა აშშ-ს სახმელეთო არმიის შეიარაღებაში.
საზენიტო ბატარეაში შედის 4-8 გამშვები პლატფორმა თითოზე 4 რაკეტით.
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "Patriot” გამოირჩევა მაღალი საბრძოლო შესაძლებლობებით, მისი ეფექტურობა მიღწეულია უახლესი სქემური და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
ძირითად ტაქტიკურ გადაწყვეტილებაში რომელიც ახასიათებს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს მდგომარეობს შემდეგში:
მრავალფუნქციური რადიოლოკაციური სადგური ფაზირებული და სხივის ელექტრონული სკანირებით.
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის დამიზნების კომბინირებული სქემა (რადიოსაკომანდო-ტრაექტორიის საშუალო მონაკვეთზე და   ”დამიზნება რაკეტის მეშვეობით”- ბოლო მონაკვეთზე) შესაძლებელს ხდის, საბორტე გამომთვლელიდან კომპლექსის სახმელეთო აპარატურაზე ინფორმაციის გადაცემას,რითაც ხსნის აუცილებლობას მიზნის შორ მანძილზე გაცილებას,რითაც ამაღლებულია კომპლექსის მოქმედების სისწრაფე.


საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot (MIM-104A)

1.ბაზირება-ავტოშასი.
2.მართვის სისტემა-რადიოლოკატორი.
3.საბრძოლო ნაწილი-მსხვრევად-ფუგასური.
4.გამოყენება-საზენიტო.
5.მწარმოებელი ქვეყანა-აშშ.

6.სროლის მანძილი-80,კმ.
7.წელი-1983.

ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები.

მოდიფიკაცია Patriot (MIM-104A)
მიზნის დაჭერის მაქსიმალური მანძილი,კმ 80 ( 90 o სექტორში)
მიზნის დაჭერის მინიმალური მანძილი,კმ 3
მიზნის დაჭერის მაქსიმალური სიმაღლე,კმ 24
მიზნის დაჭერის მინიმალური სიმაღლე,კმ 0,06
მიზნისათვის ერთდროულად ცეცზლის გახსნის შესაძლებლობა 8 ( 90 o სექტორში)
მიზნის დაზიანების ალბათობა 0,8 (საბრძოლო პირობებში 0,4-0,6)
რაკეტის წონა,კგ 912
რაკეტის წონა ТПК,კგ 1696
დიამერტი,მ 0,41
სიგრძე,მ 5,31
სიჩქარე,მ 3-5
მაქსიმალური გადატვირთვა,g 30
მართვა უკანა სიბრტყის ჯვარისებური სტაბილიზატორები
სტაბილიზატორების გაშლის ზომა,მ 0,87
ძრავა РДТТ ТХ-486 ფირმა Thiocol
ძრავის წევა 13
ძრავის სამუშაო დრო,წამი 12
დამიზნების სისტემა
საშუალო მონაკვეთზე რადიო საკომანდო
ბოლო მონაკვეთზე რადიოლოკაციური TVM
საბრძოლო ნაწილი მსხვრევად-ფუგასური
საბრძოლო ნაწილის მუხტი ჩვეულებრივი ფეთქებადი ნივთიერება
ამფეთქი ХМ818, უკონტაქტო
კონტეინერის გაბარიტები,მ 0.99*1.09*6.1
საბრძოლო ნაწილის წონა,მ 70 (РАС-1) 90 (РАС-2)
სამარშო მდგომარეობიდან საბრძოლოზე გადასაყვანი დრო,წუთი 30
ცეცხლის მართვის პუნქტი AN/MSQ-104
მრავალფუნქციური რადიოლოკაციური სადგური AN/MPQ-53
ცდებისას
Patriot (MIM-104A)Patriot (MIM-104A)
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: misho1997 (2011-01-11)
ნანახია: 768 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [116]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz