8 დეკემბერს კანავერალის კონცხის კოსმოდრომიდან კერძო კომპანიის SpaceX (Space Exploration Technologies) რაკეტა-მატარებლისა Falcon 9 და ხომალდის Dragon სტარტი განხორციელდა.
პირველი უპილოტო გაშვების პროგრამაში
დედამიწის გარშემო ორი წრის დარტყმა შედის სანავიგაციო აღჭურვილობის,
ტელემეტრიისა და მანევრირების ფუნქციების ტესტირებისთვის და მანამდე
დაგეგმილ რაიონში – წყნარ ოკეანეში მექსიკის სანაპიროდან 800 კმ-ში –
დაშვება შედის. ამ ფრენის წარმატებით დასრულების შემდგომ SpaceX პირველი
კერძო კომპანია იქნება, რომელმაც პილოტირებადი გარენებისთვის ვარგისი
კოსმოსური ხომალდის ორბიტაზე გაყვანა და დაშვება შესძლო. გაშვება
დისტანციური მართვის რეჟიმში და მგზავრების გარეშეა განხორციელებული, თუმცა
ხომლადზე შვიდი მგზავრისთვის განკუთვნილი ადგილები და სატვირთო ნაწილია.
სპეციალურად მომზადებული საინფორმაციო გრაფიკა კაფსულის Dragon შიდა
მოწყობილობას, ჩასაშვები აპარატების შედარებას ცალ-ცალკე და
რაკეტა-მატარებელთან სასტარტო კომპლექტაციაში გვიჩვენებს.
2011 წლისთვის Dragon-ის საერთაშორისო
კოსმოსურ სადგურზე გაფრენა იგეგმება კოსმონავტებთან ერთად, რომლის წინაც
კიდევ ერთი დაუტვირთავი გაფრენა იქნება განხორციელებული – Dragon კოსმოსში
ხუთ დღეს დაჰყოფს და სკს-ს 10 კმ-ით მიუახლოვდება. კაფსულა Dragon
პროგრამის COTS (Commercial Orbital Transportation Services) ფარგლებში
იქმნებოდა, რომელსაც NASA 2006 წლიდან ახორციელებს ხომალდების
შესაქმნელად, რომლებსაც შატლების დაგეგმილი ჩამოწერის შემდგომ სკს-ზე
გაფრენა შეეძლებათ. მწარმოებლების განსაკუთრებულ სიამაყეს ხომალდის
უსაფრთხოების კონცეფცია იწვევს. კაფსულის ქვეშ მოთავსებულია სერვისის
მოდული, რომელიც Dragon-ის ავარიის შემთხვევაში მგზავრებისა და ტვირთის
გადარჩენას შესძლებს, რადგანაც მას საბაზო სადგურიდან სწრაფი განცალკევების
შესაძლებლობა აქვს. ქვემოთ მოტანილი ვიდეო რაკეტის Falcon 9 სასტარტო
მაგიდიდან აპარატის Dragon ორბიტაზე გაშვებამდე გზას გვიჩვენებს.
|