მთავარი » სტატიები » Мои статьи

ოცნებებში დანახული ამერიკიდან გამოგზავნილი იარაღი…

კრემლის წინასწარი ბრალდებები ერთგვარი გაფრთხილებაა თეთრი სახლისთვის, რომ პენტაგონმა თბილისს შედარებით სერიოზული იარაღი არ მიაწოდოს

რუსულმა მასმედიამ აიტაცა ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის მოსაზრება, რომ აშშ აპირებს საქართველოს მიაწოდოს ზოგიერთი ამერიკული იარაღი, მათ შორის – საზენიტო "პეტრიოტები” და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი "ჰელფაირ-2″-ები…

ეს რომ აბსურდია, ზოგიერთი რუსი სამხედრო ექსპერტიც აღიარებს, რადგან თავისი მნიშვნელობისა და სირთულის გამო საზენიტო-სარაკეტო სისტემების – "პეტრიოტების” საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემა ფანტასტიკის სფეროა. რაც შეეხება ტანკსაწინააღმდეგო "ჰელფაირ-2″-ებს, მათ გასაშვებად ამერიკული შვეულმფრენების შეძენაც დაგვჭირდებოდა, რაც დღეს (ისევე როგორც უახლოეს მომავალში) ასევე დაუჯერებელი ჩანს.

უფრო რეალური შეიძლება იყოს გადასატანი საზენიტო-სარაკეტო "სტინგერებისა” და ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინების” შეძენა (მით უმეტეს, რომ "ჯაველინებისადმი” ინტერესი უკვე რამდენიმე წელია, არსებობს, თუმცა უფრო დაწვრილებით ამ თემას ვერ შევეხებით), მაგრამ აქ სხვა პრობლემა იჩენს თავს.

შეიძლება აშშ-ის ხელისუფლება საჯაროდ მიესალმება საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას თუ კორუფციასთან ბრძოლას, მაგრამ თავიანთი სპეცსამსახურებიდან მიღებული ინფორმაციების გაანალიზების შემდეგ თეთრ სახლში გარკვეული ეჭვი უჩნდებათ. იქ შიშობენ, რომ ქართული არმიისთვის დღეს მიწოდებული შედარებით კომპაქტური და ადვილად გადასატანი "სტინგერები” თუ "ჯაველინები” შეიძლება ხვალ ჩრდილო კავკასიაში აღმოჩნდეს. თუკი ერთი "სტინგერი” მაინც სადმე გროზნოს თავზე რუსულ შვეულმფრენს ან თვითმფრინავს ჩამოაგდებს და მოსკოვი დაამტკიცებს, რომ ის თავის დროზე აშშ-მა საქართველოს მიაწოდა, თეთრი სახლი საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა.

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდეგაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე "გაწმინდეს” გორის, სენაკისა და ფოთის სამხედრო ბაზები და მილიონების ნაალაფარი – ქართული შეიარაღება წაიღეს, მათ შორის – რამდენიმე ათასი M4 ტიპის ავტომატური კარაბინი, "ჰამერის” ჯიპები და "ჰარისის” ტიპის რადიოკავშირის თანამედროვე სისტემები, ამიტომ, ჩანს, პენტაგონში აღარ სურთ, საქართველოს გავლით რუსეთი "სტინგერებითა” თუ "ჯაველინებით” შეაიარაღონ.

ამ ეტაპზე აშშ-ის მთავარი ამოცანა იმ ქართველი სამხედროების მომზადების ხელშეწყობაა, ვინც ავღანეთში მიემგზავრება ამერიკელების გვერდით თალიბების წინააღმდეგ საბრძოლველად. მათი კარგად აღჭურვითა და გაწვრთნით მართლაც არის დაინტერესებული პენტაგონი, რათა ბრძოლაში ამერიკელ ჯარისკაცს გვერდს სანდო და კარგად გაწვრთნილი კოლეგა უმაგრებდეს.

მაგრამ რამდენად ფიქრობენ თეთრ სახლში იმაზე, ამერიკული "სტინგერებითა” და "ჯაველინებით” რამდენ რუსულ მოიერიშეს ჩამოაგდებენ და რამდენ რუსულ ტანკს ააფეთქებენ ქართველები საკუთარი მიწის დასაცავად, ძნელი სათქმელია…
ირაკლი ალადაშვილი

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: misho1997 (2011-01-19)
ნანახია: 797 | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [116]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz