მთავარი » სტატიები » Мои статьи

ორი კორეა - მსოფლიო ახალი ომის მოლოდინში
იო ახალი ომის მოლოდინში ორი კორეა - მსოფლიო ახალი ომის მოლოდინში კორეაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყება და მასში აშშ-ის ჩარევა მსოფლიოში დიდ კატაკლიზმებს გამოიწვევს

23 ნოემბერს ჩრდილო კორეამ საარტილერიო ცეცხლი გახსნა ყვითელ ზღვაში მდებარე სამხრეთ კორეის კუნძულ ენპჰენდოს მიმართულებით. საარტილერიო დაბომბვას სამხრეთ კორეის ორი სამხედრო მოსამსახურის და ორი სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა. სამხრეთკორეელებმაც გახსნეს საპასუხო საარტილერიო ცეცხლი, თუმცა მისი შედეგი უცნობი დარჩა.

ჩრდილო კორეა ბრალად სდებს სეულს, რომ მანამდე სამხრეთკორეელი სამხედროები წვრთნების დროს საარტილერიო ცეცხლს უშენდნენ ყვითელი ზღვის იმ აკვატორიას, რომელსაც ფხენიანი თავისად თვლის.

1950-1953 წლების კორეის ომის შემდეგ გაეროს გადაწყვეტილებით სადემარკაციო ხაზი 38-ე პარალელის გაყოლებით გაივლო, რამაც კორეა ორად გაყო, თუმცა კომუნისტური ფხენიანი ამ სადემარკაციო ხაზს დღემდე არ ცნობს.

60 წლის წინ კორეის ომი შეიძლებოდა მესამე მსოფლიო ომად გადაქცეულიყო, თუკი სტალინი მიიღებდა გადაწყვეტილებას და საბჭოთა ბომბდამშენები ხომალდსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს ესროდნენ იმ ამერიკულ სადესანტო და საბრძოლო საზღვაო ხომალდებს, რომლებიც კომუნისტი კორეელების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საზღვაო დესანტის გადასხმას გეგმავდნენ.

სტალინმა ეს არ გააკეთა, ამერიკელებმა საზღვაო დესანტი წარმატებულად გადასხეს და თითქმის სეულამდე მიღწეული კომუნისტი კორეელები აიძულეს, 38-ე პარალელის ჩრდილოეთით უკან დაეხიათ.

ნახევარ საუკუნეზე მეტია, ჩრდილო კორეა იარაღდება, რაც სამხრეთ კორეას დღემდე ნაკლებად აღელვებდა, რადგან მის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზებია დისლოცირებული. მაგრამ ორიოდე წლის წინ ფხენიანმა ატომური ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოცდა დაიწყო. ორი მიწისქვეშა ატომური აფეთქება უკვე მოხდა, რაც აძლიერებს ეჭვს, რომ კომუნისტურ ფხენიანს მალე შეეძლება შედარებით კომპაქტური ატომური ქობინის შემუშავება და დაყენება ისეთ ბალისტიკურ რაკეტებზე, რომლებიც სეულამდე მიაღწევს.

28 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით ყვითელ ზღვაში სამხრეთ კორეის სამხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად ერთობლივ სწავლებაში აშშ-ის მეშვიდე ფლოტის ატომური ავიამზიდი "ჯორჯ ვაშინგტონი", ორი კრეისერი და ორი ნაღმოსანი მიიღებს მონაწილეობას. ამ სწავლებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩრდილო კორეა და "ჭურვების წვიმას" ჰპირდება სეულს.

გასული საუკუნის კორეის ომისგან განსხვავებით, კომუნისტური ფხენიანის მხარეზე ალბათ აღარ იბრძოლებს არც პეკინი და არც მოსკოვი. მაგრამ თუკი ვაშინგტონი მაინც ჩაერთო ახალკორეულ სამხედრო დაპირისპირებაში, ეს აშშ-ის პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ მდგომარეობას გაართულებს, რადგან პენტაგონს ერთმანეთისგან დაშორებულ სამ საბრძოლო მოქმედების თეატრში (ერაყი, ავღანეთი, კორეა) მოუწევს მოქმედება. მით უმეტეს, რომ ღიად რჩება ირანის საკითხი.

ერაყისა და ავღანეთის შემდეგ თეთრი სახლის ყურადღების გადატანა შორეულ კორეაზე არც საქართველოსთვის არის მომგებიანი, რადგან აშშ-ს ნაკლებად დარჩება დრო, რესურსები და ალბათ, სურვილიც, მეზობელ რუსეთთან დაპირისპირებისას პოლიტიკურად მაინც მხარში ედგას საქართველოს.
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: misho1997 (2011-01-14)
ნანახია: 727 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [116]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz