მთავარი » სტატიები » Мои статьи

მსხვერპლზე გაუთვლელი საჩვენებელი ტერაქტები მსხვერპლით დამთავრდა
მსხვერპლზე გაუთვლელი საჩვენებელი ტერაქტები მსხვერპლით დამთავრდა "თუკი აფეთქებების სერია გაგრძელდა, პანიკის საფუძველი გაიზრდება. ამიტომ სამართალდამცავებს მოუწევთ, ძალ-ღონე არ დაიშურონ, რათა ასეთი და უარესი აფეთქებებისაგან დაიცვან მოსახლეობა," - ასე ვამთავრებდით სტატიას "კვირის პალიტრის" 25 ოქტომბრის ნომერში, რომელშიც გაანალიზებული იყო ის სამი უმსხვერპლო აფეთქება (კიდევ ორჯერ ასაფეთქებელმა მოწყობილობებმა არ იმოქმედა), რომლებიც საქართველოში 22 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით მოხდა.

28 ნოემბერს ღამით თბილისის ორი უბანი კიდევ ორმა აფეთქებამ შეაზანზარა - პირველი "ჯოჯოხეთის მანქანა" ჯავახიშვილის ქუჩაზე "ლეიბორისტული პარტიის" ოფისთან ამოქმედდა, მეორე - ერთსაათიანი ინტერვალით მუხიანში, ერთ-ერთი მაღაზიის კიბესთან.

პირველ აფეთქებას, სამწუხაროდ, მსხვერპლი მოჰყვა - ჩამტვრეული მინის ნამსხვრევებით დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა 65 წლის ნინო გორდეზიანი...
მიუხედავად მსხვერპლისა, შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი აფეთქება, ისევე როგორც წინა სამი, მსხვერპლზე გათვლილი არ იყო და მოსახლეობის დაშინებას ისახავდა მიზნად, მაგრამ აფეთქების მომწყობებმა, ალბათ, ვერ გათვალეს "ჯოჯოხეთის მანქანის" სიძლიერე და ახლომდებარე შენობების სიძველე.

პირველი სამი აფეთქების შესახებ დაწერილ სტატიაში ვსაუბრობდით თბილისური ტერაქტების (ერთი აფეთქება აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს, ორი - ბორჯომის ვაგზალთან) ოთხ შესაძლო ვერსიაზე.
პირველის თანახმად, აფეთქებების ავტორები, შესაძლოა, იმ მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურებიდან ყოფილიყვნენ, რომელსაც ასე სურს საქართველოში დესტაბილიზაციისა და პანიკის გამოწვევა.

მეორე ვერსიაში საერთაშორისო ტერორისტები მოიაზრებოდნენ, რომლებიც შეიძლება ცდილობდნენ, გაეპროტესტებინათ საქართველოს ბრძოლა აშშ-ის გვერდით ავღანეთსა თუ ერაყში.
უმუშევრად დარჩენილი მენაღმეები მესამე ვერსიად განვიხილეთ. ვამბობდით, რომ ისინი ასეთი სადემონსტრაციო აფეთქებებით ცდილობენ, თავი შეახსენონ ხელისუფლებას.

და მეოთხე, მაგრამ ყველაზე ძნელად დასამტკიცებელი ვერსია - აფეთქებების უკან შეიძლება ადგილობრივი სპეცსამსახურები იდგნენ, რომლებიც მსხვერპლზე გაუთვლელი აფეთქებებით საზოგადოების ყურადღების სხვა პრობლემაზე გადატანას ცდილობენ.

აფეთქებებით თამაში დამთავრდა, ერთ-ერთ მათგანს მსხვერპლი მოჰყვა (თუმცა, ტერაქტების ორგანიზატორებს მსხვერპლი თავიდანვე რომ განსაზღვრული ჰქონოდათ, მაშინ "ჯოჯოხეთის მანქანებს" დღის სხვა დროს და სხვა ადგილებში აამოქმედებდნენ).

მალე გაირკვევა, რა და ვინ დგას ამ ტერაქტების უკან, რომლებზეც პასუხისმგებლობა ოფიციალურად ჯერ არავის აუღია. თუკი გაუთვლელი მსხვერპლის გამო ასეთი ტიპის აფეთქებები დიდი ხნით შეწყდა, მაშინ, სავარაუდოდ, საქმე სწორედ მეოთხე ვერსიასთან უნდა  გვქონდეს...

P.S. არაოფიციალური ინფორმაციით ჯავახიშვილის ქუჩაზე აფეთქებისას გამოყენებული იქნა ნახევარ კგ-მდე ჰექსოგენის ნარევი, ხოლო მუხიანისთვის ტერორისტებმა მთელი კილოგრამი ჰექსოგენი "გაიმეტეს".
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: misho1997 (2011-01-14)
ნანახია: 652 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [116]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz