მთავარი » სტატიები » Мои статьи

merkava-Мк1,Мк2 ,Мк3 ,Мк4

ტიპი-ძირითადი საბრძოლო ტანკი.მწარმოებელი ქვეყანა-ისრაელი.


ტანკები

ისტორიული ცნობა.
1972 წელს ისრაელმა წამოიწყო საკუთარი ტანკის შემუშავება, რომელიც გაგრძელდა 1977 წლამდე, როდესაც პრესას გადაეცა მონაცემები და სურათები საცდელი ტანკის "merkava”.ტანკის პირველი საჯარო ჩვენება შედგა 1979 წლის ივლისში,ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს,იერუსალიმის ცენტრალურ სტადიონზე.  "merkava” -ს კონსტრუქციაზე ზეგავლენა იქონია ებრაელთა ომის წარმოების წესებმა, რომლებიც უპირატესობას ანიჭებდნენ თავდაცვით და პოზიციურ ბრძოლებს რომელიც მოითხოვდა გამაგრებული ადგილების მოწყობას ამაღლებულ პოზიციებზე.ასეთი ბრძოლისას დიდი ალბათობაა ტანკის გუმბათის დაზიანებისა. რისი შედეგიც იყო ეკიპაჟისა და საბრძოლო ნაწილის გუმბათიდან ტანკის უკანა ნაწილში გადატანისა,ასევე შემცირდა გუმბათის ფრონტალური სილუეტი.
მეორე ფაქტორი რომელმაც განაპირობა ტანკის კონსტრუქციის შეცვლა იყო ეკიპაჟის უსაფრთხოება.ამ მიზეზით ეკიპჟი განათავსეს დაბლა და უკან,ძრავა და ტრანსმისია განთავსებულია წინა ნაწილში და დაცულია ჩამოსხმული ერთიანი მძიმე ჯავშნით,რომლის შიგნითაც ოდნავ მოშორებით ასევე ჩამონტაჟებულია დაჯავშნული 60-მმ ფილა,ამ ორ ჯავშანს შორის განთავსებულია საწვავის ავზი.ძრავის უკან განთავსებულია კიდევ ერთი 20-მმ ჯავშან – ტიხარი,ასეთი სახით ეკიპაჟი დაცულია ჭურვის პირდაპირი მოხვედრისაგან. ტანკის სქელი ჯავშანი წარმოადგენს ერთიან ჩამოსხმულ მონოლითს,ასევე ჩამოსხმულია გუმბათის ძირითადი ნაწილიც,შედუღება გამოყენებულია გუმბათის წინა ნაწილის რამოდენიმე ფილაზე ლულის გუმბათთან მიერთების ადგილებში.

ისრაელ ტალი,ტანკის მთავარი კონსტრუქტორი.


ძირითადი საბრძოლო ტანკის "merkava” Мк 1 საწარმოო პროცესი.

შეიარაღება.

ტექნიკურ-მატერიალური გამარტივებული უზრუნველყოფისათვის ტანკზე დამონტაჟდა  105-მმ ამერიკული ქვემეხი М68  (ინგლისურის ლიცენზირებული ვარიანტი L7A1). მაგრამ ტანკის გუმბათი ისე იყო კონსტრუირებული რომ საჭიროების შემთხვევაში მასზე შესაძლებელი იყო უფრო დიდი კალიბრის მქონე ქვემეხის მონტაჟი. "merkava”-ს საბრძოლო მარაგი შეადგენს 62 გასროლას, საწიროების შემთხვევაში საბრძოლო მარაგის გაზრდა 85 ჭურვამდეა შესაძლებელი. საბრძოლო მარაგში შედის 5 ტიპის ჭურვი:ჯავშანგამტანი, ჯავშანგამტანი-ქვეკალიბრი,კუმულატიური, ჯავშანგამტანი-ფუგასური დეფორმირებადი საბრძოლო თავით.
სპეციალურად  "merkava”-სათვის ,ამერიკული  БПС М735-ის ბაზაზე შეიქმნა ჯავშანგამტანი-ქვეკალიბრის ჭურვი,გაშლადი სტაბილიზატორებით, წინმძღოლით  М111 "ხეც” (ისარი).ჭურვის ვოლფრამის გული(დიამეტრი 33-მმ) ებრაული ფირმა IMI-ს სპეციალისტების თქმით,  2000 მეტრის მანძილზე ხვრეტს 60 გრადუსის კუთხით განლაგებულ 150-მმ ფოლადის წინაღობას .

ჯავშანგამტანი-ქვეკალიბრის ჭურვები "ხეც-6”, "ხეც-7”, "ხეც-10”

ქვემეხის მარცზნივ განთავსებულია მასთან შეწყვილებული 7,62-მმ ტყვიამფრქვევი,გუმბათის მარცხენა და მარჯვენა მხარეს ასევე შესაძლებელია 2 ტყვიამფრქვევის FN MAG-ს მონტაჟი, სამივე  ტყვიამფრქვევი საბრძოლო მარაგი შეადგენს 2000 ვაზნას.ასევე საცეცხლე სიმძლავრის გასაზრდელად  ქვემეხის თავზე მაგრდება მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი М2НВ. ასევე დამონტაჟებულია ქვეითთა საწინააღმდეგო 60-მმ ნაღმტყორცნი,რომელიც განთავსებულია  გუმბათის მარჯვენა ბორტზე მეთაურის ლუქის გვერდით.


60 მმ-იანი ნაღმტყორცნი

მანევრულობა

თითქმის ყველა ებრაულ ტანკზე დგას "ტელედაინ კონტინენტალი”-ია ფირმის დიზელის ძრავა  AVDS-1790 , მერკავას სერიული 60 ტონიანი მოდელისათვის არ იყო საკმარისი და გააძლიერეს 900 ც/ძ-ამდე.
სავალი ნაწილი "merkava”-სთვის შეიმუშავა  ინგლისურმა ფირმამ ებრაელი სპეციალისტების თანამონაწილეობით , რომლებმაც სამუშაო მოდელად აიღეს ტანკ ცენტურიონის სავალი ნაწილი.

მოდიფიკაციები:

"merkava siman 1”  ("merkava Мк.1”)

პირველი მოდელი. ძრავა "ტელედაინ კონტინენტალი”AVDS-1790-6A в 908-ც/ძ.ჰიდრომექანიკური ნახევრადავტომატური ტრანსმისია  "ელისსონ” CD850-6BX, 105-მმ დაღარული ქვემეხი М68, СУО "matador Мк.1”

"merkava siman 2”  ("merkava Мк.2”)

მეორე მოდელი,  СУО "matador Мк.2”, ახალი საბორტე ჯავშანი, ებრაული ფირმის "ashot” ახალი ავტომატური ტრანსმისია  , გუმბათს დაემატა ჯავშანი ,ნაღმტყორცნი განთავსდა კორპუსის შიგნით,ასევე დაემატა თბოვიზორი.

"merkava siman 2 bet  dor dalet” ("merkava  Мк.2В მე-4-ე თაობის ჯავშნით”)

ადრეული მოდელების "merkava Мк.2В”-საგან ძირითადად განსხვავდება; გუმბათისა და კორპუსის დამატებითი ჯავშნი,

"merkava siman 3”  ("merkava Мк.3”)

მიუხედავად ტანკის საიმედოობისა გადაწყდა მისი გაუმჯობესება. ტანკზე დამონტაჟდა ეგრედწოდებული "მოდულური ჯავშანი ” რომელიც მაგრდება სპეციალური სამაგრებით ტანკის კორპუსზე,რომელიც წარმოადგენს მრავალშრიან ჯავშანს. მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში რომ  კორპუსზე ჭურვის მოხვედრისას ადვილად შეიძლება დაზიანებული ადგილის შეცვლა სხვა ფილით.
სხვა ფაქტორი რომელიც განაპირობებს ტანკის სიცოცხლისუნარიანობას ბრძოლის ველძე არის ის რომ გამოყენებულ იქნა მოწინააღმდეგის აღმოსაჩენი  მილიმეტრული დიაპაზონის რადიოლოკაციური სადგური რომელიც ეკიპაჟს საშუალებას აძლევდა დროული გადაწყვეტილების მიღებაში.
ტანკზე დამონტაჟდა გერმანული ვარიანტის 120 მმ ქვემეხი  MG251 -ის ებრაული ვარიანტი, რომელიც ორიგინალისგან განსხვავდებოდა იმით რომ მას შეეძლო გაესროლა როგორც ამერიკული ისე გერმანული ჭურვები.  მხოლოდ საბრძოლო მარაგი შემცირდა 48 ჭურვამდე.
ძრავა  AVDS-1790-9AR ფირმა"ტელედაინ კონტინენტალი”  1200 ც/ძ, გაუმჯობესდა ჰიდრომექანიკური ტრანსმისია..

"merkava siman 3”-ის პირველი პარტია ისრაელის არმიას მიეწოდა 1990 წელს და მისი ფასი შეადგენდა 2,3 მილიონ დოლარს.ტანკი merkava არასოდეს არ გაყიდულა ექსპორტზე ამჟამად ისრაელის განკარგულებაშია 1,050-"merkava siman 2”  და 700-"merkava Мк.3”.

"merkava siman 3 bet” ("merkava Мк.3В”)
"merkava Мк.3В”-მ შეცვალა სერიული წარმოებიდან "merkava Мк.3” გააჩნია გაუმჯობესებული ჯავშანი..

"merkava siman 3 bet bazz” ("merkava  Мк.3В bazz”)

"merkava  Мк.3В bazz”-მ შეცვალა სერიული წარმოებიდან "merkava Мк.3В” . ძირითადი განსხვავებები ახალი ცეცხლის მართვის სისტემა  " bazz” (კომერციული სახელწოდდება – "Knight Mk.3”).  "bazz”-ს შეუძლია ავტომატურ რეჟიმში გააცილოს მოძრავი სამიზნე ,რაც ერთი ორად ზრდია მათი განადგურების ალბათობას ,ასევე შესაძლებელს ხდის დაბლა მფრენ ვერტმფრენებთან ბრძოლას.ასევე მეთაურს გააჩნია დამოუკიდებელი პანორამული სამიზნე.

ცეცხლის მართვის სისტემა  " bazz”("Knight Mk.3”)


"merkava siman 3 bet bazz”მეოთხე თაობის ჯავშნით


სქემა :  merkava siman 3 bet bazz -ის ჯავშნის მოდულები

"merkava siman 4” ("merkava Мк.4”)


ახალი ტანკი "Меркава” Mк 4 საზოგადოებას წარუდგინეს 2002 წელს. 2004 წელს პირველი ბატალიონი აღიჭურვა ახალი ტანკებით.
"Меркава” Mк 4  აღჭურვილია დიზელის ვ-12 ტიპის 1500 ც/ძ ძრავით. ძრავის კომპონენტებს ამზადებს გერმანული ფირმა MTU,შემდეგ ლიცენზიით ხდება აწყობა ამერიკულ ფირმა   General Dynamics Land Systems-სში შემდეგ იგზავნება ისრაელში როგორც ძალური დანადგარი  GD 883. ძრავა განთავსებულია კორპუსის წინა ნაწილში.

ტანკ Mk 4-ზე დაყენებულია 120 მმ გლუვლულიანი ქვემეხი.გადატენვა ხდება ნახევრადავტომატური სისტემით.

მბრუნავი ნახევრადავტომატური დამტენი სისტემა , მექანიზმი გათვლილია 10 გასროლაზე.
ტანკი  Mk 4 დიდია ტანკ  Mk 3-ზე და აქვს მხოლოდ ერთი ლუქი გუმბათში,რომელსაც იყენებს მეთაური.. წარმოების წარმომადგენლის თქმით გუმბათი შეიცვალა იმის გამო რომ წინა მოდელების გუმბათებს გააჩნდათ პრობლემები სტაბილიზაციასთან დაკავშირებით.

Мk 4-ის ცეცხლის მართვის სისტემა გაუმჯობესებულია, მასში ჩართულია  ტბოვიზური და თბოვიზური არხები და მიზნის ავტომატური გამცილებელი ,ასევე სტაბილიზირებული პანორამული სამიზნე .ტანკიში მძღოლის წინ ჩამონტაჟებულია დისპლეი ტანკის უკან რანორამის სათვალთვალოდ.
ქალაქის ბრძოლებში ხედვის არეალის გასაუმჯობესებლად  Мк4 -ზე დამატებულია მეთაურის მცირე გუმბათი.

მეთაურის მცირე გუმბათი.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ტანკის საუკეთესო თვისებათაგან მთავარია მისი დაცვა, მასში ჩართულია ელექტრო მაგნიტური დასხივების აღმომჩენი და გამაფრთხილებელი სისტემა.გუმბათი აღჭურვილია სპეციალური მოდულური ჯავშნით. ყველა 48 ჭურვი შენახულია სპეციალურ კონტეინერში ,რათა არ მოხდეს მათი ერთდროულად დეტონაცია ჭურვის მოხვედრის შემთხვევაში.


Мk 4-ის მოდულური ჯავშანი,ერთერთი მათგანის დაზიანების შემთხვევაში მისი შეცვლა შესაძლებელია ძალიან მცირე დროში.

მერკავა-4 -ზე დაყენდა აქტიური დაცვის კომპლექსი Trophy.იგი გათვალისწინებულია ტანკის დასაცავად, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისა და ყუმბარმტყორცნებისაგან.
კომპლექსის სამუშაო რეჟიმი ავტომატურია და შეუძლია მიზნის ავტომატური გაცილება . დაცული სექტორი 360 გრადუსი.

სურათზე  გუმბათის უკანა ნაწილი  სისტემა- "Trophy”.ჩანს რადიოლოკაციური სადგურები.

4 რადიოლოკაციური სადგური  რომელიც განთავსებულია გუმბათის პერიმეტრზე, მუდმივად აკონტროლებს ახლომდებარე ტერიტორიების ელექტრო მაგნიტურ ველს.სადგორი რამოდენიმე ათეული მეტრის მანძილზე აფიქსირებს ტანკისკენ გამოსროლილ რაკეტას და აძლევს ბრძანებას სისტემა Trophy-ს მის გასანადგურებლად.
ტანკის სავარაუდო ფასი  3,7 მილიონ დოლარს შეადგენს.

ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები

მოდელები Мк1 Мк2 Мк3 Мк4
წონა,ტ 56 60 65 70
ეკიპაჟი(დესანტი) 4 (10) 4 (10) 4 (10) 4 (10)
გაბარიტები,მ



სიგრძე(კორპუსის) 7.45 7.45 7.6 7.8
სიგანე 3.7 3.7 3.7 3.72
სიმაღლე 2.65 2.65 2.66 2.66
კლირენსი,მ 0.53 0.53 0.53 0.53
შეიარაღება,რაოდენობაXკალიბრი,მმ



ქვემეხი 1х105 1х105 1х120 1х120
ტყვიამფრქვევი 3х7.62 3х7.62 3х7.62 2х7.62
ნაღმტყორცნი 1х60 1х60 1х60 1х60
საბრძოლო მარაგი,ცალი



გასროლა 62 62 48 48
ვაზნა 10000 10000 10000 10000
ნაღმი 30 30 30 30
ძრავის სიმძლავრე,ც/ძ 900 900 1200 1500
მაქსიმალური სიჩქარე,კმ/ს 44 58 55 60
სვლის მარაგი,კმ 400 500 500 500
წინაღობები



აღმართი,გრადუსი 30 30 30 30
ვერტიკალური კედელი,მ 1 1 1 1
თხრილი,მ 3 3 3 3
წყლია ბარიერი,მ



მომზადების გარეშე 1,4 1,4 1.38 1.38
მომზადებით - - 2.4 2.4





ტანკის ბორტის დაცვითი ეკრანები МК 4
ძრავის შეცვლა საველე პირობებში МК 4
უკანა ხედვის კამერა. МК 4
მცირე რემონტი  МК 4
მფრინავი МК2/3
გუმბათის დაჯავშნა МК2 МК2/3
ოკუპირებულ ტერიტორიებზე МК2/3
ისრაელ ტალი
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: misho1997 (2011-01-11)
ნანახია: 1491 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [116]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz