ტიპი-მსხვილკალიბრიანი
სნაიპერული შაშხანა.მწარმოებელი ქვეყანა-აშშ.
ამერიკული მსხვილკალიბრიანი
სნაიპერული შაშხანა McMillan
TAC-50
ამერიკელი სნაიპერი მზად არის
McMillan TAC-50-იდან ცეცხლის
გასახსნელად.
ტექნიკურ-ტაქტიკური
მახასიათებლები.
კალიბრი |
12.7х99მმ (.50 ბრაუნინგი) |
მექანიზმი |
გრძივად მოსრიალე საკეტი |
ლულა |
736 მმ |
წონა |
11,8 კგ |
სიგრძე |
1448 მმ |
მჭიდი |
5 ვაზნა. |
მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა McMillan TAC-50 შეიქმნა პატარა
ამერიკულ კომპანიაში McMillan Bros. RiflesCo უფრო ადრინდელ მოდელებზე М87 и
М93,შექმნილი 80-იანი წლების ბოლოში.შაშხანას იყენებს ამერიკული პოლიციის
სპეც დანაყოფები და ასევე ფართოდ გამოიყენება შეიარაღებულ ძალებში. ,(2000
წლიდან კანადის არმიაში). შაშხანა McMillan TAC-50 გამოირჩევა მაღალი
სიზუსტით,საჭირო პატრონების გამოყენების შემთხვევაში მწარმოებელი იძლევა
გარანტიას სროლის სიმჭიდროვეზე (0.5) ТАС-50 შაშხანის სროლის სიზუსტე
დამოწმებულია ყველაზე შორი მანძილიდან სამიზნის დაზიანებისა – 2003 წელს
ავღანეთში კანადელმა სნაიპერმა გაანადგურა მოჯაჰედი 2430 მეტრიდან ,ეს
შედეგი დღემდე მსოფლიო რეკორდად ითვლება.
მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა McMillan TAC-50-ში გამოიყენება
ფირმა McMillan Bros. Rifles-ეს ჩამკეტების ჯგუფი მბრუნავი
საკეტით,რომელსაც გააჩნია ორი საბრძილო საყრდენი წინა და უკანა ნაწილში.
მაღალხარისხიან ლულას გააჩნია დამამსუბუქებელი გრძივი ღარები და აღჭურვილია
ლულის ეფექტური მუხრუჭით.კორპუსი შექმნილია ნახშირპლასტიკისაგან და
გააჩნია დასაკეცი კონდახი.კონდახის სიგრძე რეგულირდება პეზინის საფენებით.
კორპუსის წინა ნაწილში განთავსებულია რეგულირებადი სამაგრები,მჭიდი იხსნება
და მასი ტევადობა შეადგენს 5 ვაზნას.შაშხანას არ გააჩნია.შაშხანას არ
გააჩნიაღია სამიზნე მოწყობილობები,მასზე ყენდება ოპტიკური ან ღამის
სხვადასხვა ტიპის სამიზნეები.კანადურ არმიაში საშტატო სამიზნედ იყენებენ
,ოპტიკურ 16Х ჯერადი გადიდების სამიზნეს.
|